სუარესს კიელინის კბენის მცდელობა ერთი წლის წინ ჰქონდა

გუშინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი თემა ლუის სუარესსა და ჯორჯო კიელინის შორის მომხდარი ინციდენტი გახდა. შეგახსენებთ, რომ მატჩის მსველობისას ურუგვაელმა იტალიელ მცველს მხარზე უკბინა.

სუარესისთვის ასეთი ფაქტი სიახლე არ არის, თუმცა აღმოჩნდა, რომ “ლივერპულის” ფორვარდს კიელინის კბენის მცდელობა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, კონფედერაციათა თასზე ჰქონდა.

ის შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო და ძირითად დროში დაფიქსირებული 2:2-ის შემდეგ პენალტების სერიაში გამარჯვება იტალაის დარჩა.

მატჩის მსვლელობისას გაბრაზებულმა სუარესმა კიელინის კბენა მარჯვენა მხარზე სცადა, თუმცა უშედეგოდ. ურუგვაელმა “წარუმატებელი მცდელობის გამოსწორება” ერთი წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერა.

Suarez-Chiellini-2013-2Suarez-Chiellini-2013-3

გოდინმა იტალია სახლში გაუშვა

დიეგო გოდინის ზუსტმა დარტყამ ურუგვაის კაცნაკლულ იტალიასთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. 

კოსტა-რიკასთან მარცხმა იტალიელთა სტატუსი არ შეცვალა. პრანდელის გუნდმა იცოდა, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ურუგვაისთან ფრეც საკმარისი იქნებოდა. თუმცა, იტალიელთა დამრიგებელი ტაქტიკური ცვლილებების აუცილებლობას ხვდებოდა.

პრანდელი დაცვაში იუვეს შეთამაშებულ ტრიოს ენდო, რაც თავიდანვე ნათელ გამოსავლად ჩანდა, თუმცა მწვრთნელმა ამას მხოლოდ ბოლო მატჩში “მიაგნო”. თუმცა, მატჩის წინ ჩეზარე მალდინიმ ამ ერთი შეხედვით ლიგიკურ გადაწყვეტიელბას სარისკო უწოდა, რაც სუარესი-კავანის სახიფათო დუეტით ახსნა.

მთავარი ცვლილებები იტალიელთა სასტარტოში შეტევის ხაზს ეხებოდა, სადაც მარიო ბალოტელის ჩირო იმობილეს სახით პარტნიორი გამოუჩნდა. ტაქტიკური გადაადგილების “მსხვერპლი” ანტონიო კანდრევა გახდა, რომელიც ინგლისთან ჩატარებული კარგი თამაშის შემდეგ, კოსტა-რიკასთან ინერტულად გამოიყურებოდა და სათადარიგოთა სკამზე დაბრუნდა. ტრავმირებული დანიელე დე როსი მარკო ვერატიმ შეცვალა.

ოსკარ ტაბარესმა ინგლისთა გამარჯვებული შემადგენლობა არ შეცვალა. ურუგვაელებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ. ასეთ მდგოამრეობაში ურუგვაის გუნდი საკმაოდ ბევრჯერ ყოფილა და რაც ყველაზე საინტერესოა უმრავლეს შემთხვევაში გამარჯვებულიც გამოსულა.

ტაბარესის გუნდმა პირველივე წუთებიდან არ შეუტია. ურუგვაელებმა საკუთარ შესაძლებლობას მოთმინებით ელოდნენ. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. იტალიელთა ფორვარდები ბურთს იშვიათად იღებდნენ. კარგი მომენტი ჰქონდა იმობილეს, მაგრამ შემტევმა მისი გამოყენება ვერ შესძლო.

მომენტები ურუგვაელებსაც ჰქონდათ. სახიფათოდ ურტყავდა სუარესი, თუმცა ბუფონი შეუდარებელი იყო.

მეორე ტაიმში პრანდელიმ ბალოტელი გაიყვანა და მოედნის ცენტრის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება გადაწყვიტა. შეცვლაზე შემოსული მარკო პაროლო ნომინალურად მეოთხე ცენტრალური ნახევარმცველი იყო. ცვლილებებს ტაბარესმაც მიმართა, რომელმაც მოედანზე ალვარო გონსალესი დააბრუნდა და პლეიმეიკერი ლოდეირო მარჯვენა მცველით, მაქსი პერეირათი შეცვალა.

ნათელია, რომ ტაბარესის გეგმის მიხედვით ურუგვაი მეორე ტაიმში უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო. იტალიელთა კართან დაძაბულობა იზრდებოდა, რაც საგანგაშო სიგნალი ხდებოდა პრანდელის გუნდისთვის.

მალევე იტალიელთა მდგომარეობა მარკიზიოს გაძევებით კიდევ უფრო მძიმე გახდა. პრანდელის გუნდმა ამის შემდეგ დაცვა გაამაგრა, ურუგვაი კი უშედეგოდ ცდილობდა ბუფონის კართან მისვლას. ერთ ეპიზოდში სუარესს ეს გამოუვიდა კიდეც, თუმცა ჯიჯი, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, კვლავ უშეცდომო იყო. აღნიშნულ ეპიზოდს ურუგვაელთა ლიდერის და კიელინის ეპიზოდი მოჰყვა, რამაც იტალიელთა ბანაკში არეულობა გამოიწვია. რამდენიმე წუთში კი, გასტონ რამირესის მოწოდებულ კუთხურს გოდინი გამოეხმაურა და იტალია მუნდიალს გამოთიშა.

იტალია 0-1 ურუგვაი

გოლი: გოდინი 81′

სუარესი: “კიელინისთვის არ მიკბენია”

ლუის სუარესმა ურუგვაისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც ურუგვაელი თავდამსხმელი აცხადებს, მას ჯორჯო კიელინისთვის სულაც არ უკბენია.

“ასეთი ინციდენტები მოედანზე ხშირად ხდება. კიელინის მხარზე შევეჯახე, სხვა არაფერი მომხდარა. ვფიქრობ, საჭირო არ იყო, ამხელა აჟიოტაჟის შექმნა”, – ამბობს სუარესი.

სუარესის ყველა კბენა (GIF სურათები)

როგორც იცით, 24 ივნისს, იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, ურუგვაელმა ლუის სუარესმა მეტოქე გუნდის მცველ ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა.

ალბათ, ყველამ იცის, რომ პირველი შემთხვევა არაა, როცა სუარესი მეტოქეს კბენს.

ლუის სუარესი V კიელინი (2014 წელი)

ლუის სუარესი V ოტმან ბაკალი (2010 წელი)

ლუის სუარესი V ბრანისლავ ივანოვიჩი (2013 წელი)

როგორ გამოიყურება ჯორჯო კიელინის მხარი კბენის შემდეგ

როგორც იცით, 24 ივნისს, იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ლუის სუარესმა ჯორჯო კიელინის უკბინა.

იტალია — ურუგვაი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა სამხრეთამერიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მართალია, „სკუადრა აძურამ“ შეხვედრა დათმო და ჯგუფში ჩარჩა, თუმცა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად იტალიელთა მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი დაასახელეს.

ბუფონმა მატჩი სრულად ჩაამთავრა.

 

ვამპირი დაბრუნდა

ლუის სუარესმა მეტოქეს ისევ უკბინა. მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩის მსველობისას ურუგვაელთა ლიდერმა იტალიის ნაკრების მცველს ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა, თუმცა შეხვედრის მთავარ არბიტრს ეს ეპიზოდი გამოეპარა.

შეგახსენებთ, რომ ადრე ანალოგიური შემთხვევა სუარესსა და ბრონისლავ ივანოვიჩს შორის მოხდა.

იტალია – ურუგვაი 0:1

D ჯგუფის გადამწყვეტ მატცში ურუგვაის ნაკრებმა იტალიის დამარცხება შესძლო და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. გადამწყვეტი გოლის ავტორი 81-ე წუთზე გოდინი გახდა.

აღსანიშნავია, რომ მარკიზიოს გაძევების გამო იტალიელები 59-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ.

პრევიუ: იტალია – ურუგვაი

დღის ცენტრალურ მატჩში იტალია და ურუგვაი პლეი-ოფის საგზურს გაითამაშებენ. 

აღნიშნული შეხვედრის ორივე მონაწილე ტურნირს დიდი იმედევით ხვდებოდა. ურუგვაი და იტალია ნაკრებების დონეზე ტოპ-გუნდებს მიეკუთვნებიან. თუმცა, დღეს ერთ-ერთი მათგანი ჩემპიონატს დაემშვიდობება და სახლში გაემგზავრება.

იტალიური პრესის ცნობით, ურუგვაის წინააღმდეგ პრანდელი ტაქტიკური ცვლილებების განხორციელებას აპირებს. დე როსის ტრავმის გამო, გამორიცხული არ არის, რომ იტალიელები დღეს სამი ცენტრალური მცველით გამოვიდნენ. დაცვით ტრიოს ბარძალი, ბონუჩი და კიელინი შეადგენენ. მთავარი კითხვა ფლანგის მოთამაშეებს ეხება, სადაც პრანდელის საკამოდ ბევრი ვარიანტი აქვს.

ოსკარ ტაბარესი, დიდი ალბათობით, ინგლისის დამარცხების შემდეგ შემადგენლობაში ცვლილებებს არ შეიტანს. თუმცა, გამორიცხული არ არის სასტარტოში ლუგანოს დაბრუნება.

კითხვეი არის ლოდეიროსთან დაკავშირებით. საუკეთესო წლებში მის პოზიციაზე ფორლანი მოქმედებდა, რეზერვში რამირესიც არის, მაგრამ მოედნის ცენტრში მძლავრი, შემტევი “რომბის” შემთხვევაში ლოდეირო ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.

იტალია – ურუგვაი

სავარაუდო შემადგენლობები:

იტალია: ბუფონი – ბარძალი, ბონუჩი, კიელინი – კანდრევა, პირლო, ვერატი, მარკიზიონი, დარმიანი – იმობილე, ბალოტელი. 

ურუგვაი: მუსლერა – კასერესი, ხიმენესი, გოდინი, პერეირა – გონსალესი, რიოსი, როდრიგესი – ლოდეირო – სუარესი, კავანი. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Italy_Uruguay_GEO

კავანი: “იტალიასთან ფინალი გველის”

ურუგვაის ნაკრების ფორვარდი იტალაისთან გასამართი შეხვედრის მნიშვნლობაზე საუბრობს.

“იტალიასთან უმნიშვნელოვანესი და ურთულესი მატჩი გველის. რაც შეიძლება კარგად უნდა მოვემზადოთ და ჩვენი საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინოთ. იტალიასთან მატჩი ფინალის ტოლფასია.

ჩვენი გულშემატკივრეები ძალიან მხურვალედ გვიჭერენ მხარს ამ ტურნირზე” – განაცხადა კავანიმ.

ნატალში, სადაც ურუგვაი-იტალიის მატჩი გაიმართება უკვე მრავალდ ჩავიდნენ ურუგვაელი ფანები. ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა კი იტალიელთა მხარდაჭერას აპირებს.

ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელებმა ლუის სუარესს უმღერეს

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ უმღერიან ურუგვაელი ფეხბურთელები ლუის სუარესს.

სუარესმა ინგლისი დაამარცხა

ლუის სუარესის დუბლმა ურუგვაის ნაკრებს ინგლისთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. 

ურუგვაიმ და ინგლისმა ტურნირის პირველი მატჩები წააგეს. ამიტომ, გუშინდელ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქოონდა.

ოსკარ ტაბარესმა კოსტა-რიკასთან მატჩის შემდეგ სასტარტოში ოთხი ცვლილება განახორციელა. როი ჰოჯსონს კი ძირითადსი ცვლილებები არ მოუხდენია. სიახლე მხოლოდ შემტევების პოზიციებს ეხებოდა. სტარიჯი მარცხენა ფლანგიდან უტევდა, ხოლო რუნი – ცენტრიდან.

ინგლისელები პირველ ნომრად ცდილობდნენ თამაშს, თუმცა ამავე დროს დაცვაში უხეშ შეცდომებს უშვებდნენ. მე-15 წუთზე იაგიელკას არაზუსტი ქმედების შემდეგ გოლის გატანა როდრიგესს შეეძლო, თუმცა მან მცირე მანძილით ააცილა ჰარტის კარს. კარის დალაშქვრას კავანი და სუარესიც ცდილობდნენ.

მომენტები ინგლისლებსაც ექმენბოდათ. აქტიურობდნენ სტერლინგი და რუნი, რომლებსაც გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ. თუმცა, შესვენებამდე გატანა მხოლოდ ურუგვაელება მოაწოდეს. გოლი დაცვის უხეშ შეცდომას მოჰყვა. კავანის-სუარესის კომბინაცია ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა.

მეორე ტაიმში ინგლისელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. მათი უპირატესობა აშკარად ხდებოდა. ჰოჯსონმა საკუთარი გუნდის თამაში ბარკლის და ლალანას გამოსვლით გამოაცოცხლა. აქიურობა ინგლისს 75-ე წუთზე დაუფასდა. სტერლინგის შესანიშნავ თამაშს შეტევაში ჯონსონის ჩართვა მოჰყვა. მარჯვენა მცველმა საჯრიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა, რომელსაც შორეულ ძელთან უეინ რუნი გამოეხმაურა – 1:1.

გატანილი გოლის შემდეგ ინგლისელებმა კიდევ უფრო მოუმატეს. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ბრიტანელები მალე გამარჯვების გოლსაც გაიტანდნენ. თუმცა, ყველაფერი სხვანაირად მოხდა. მუსლერას ძლიერი დარტყმის შემდეგ მოედნის ცენტრში სტივ ჯერარდი შეცდა. “ლივერპულის” კაპიტანმა თანაგუნდელი სუარესი ჯო ჰარტთან პირისპირ დატოვა. პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშეს ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. ინგლისს პლეი-ოფში მოხვედრის თეიორილი შანსი რჩება.

ურუგვაი 2-1 ინგლისი

გოლები: სუარესი 39′ (1:0); რუნი 75′ (1:1); სუარესი 85′ (2:1)