“იუნაიტედის” დუეტი ბრუნდება?

მოგეხსენებათ, რომ უეინ რუნის ტრამვა აწუხებდა და ბოლო თამაშის შემდეგ აცრის გაკეთებაც კი მოუწია თითის პრობლემების გამო. თუმცა მოიესის განცხადებით, ყველაფერი მოგვარებულია და ისიც და ფელაინიც, რომელმაც ტრამვის გამო “ბაიერნთან” ვერ ითამაშა, მზად არიან და მთელი კვირის მანძილზეც ვარჯიშობდნენ. მენეჯერმა ასევე განაცხადა, რომ რაფაელის ტრამვას ჯერ კიდევ ვერაფერი მოუხერხეს, მაგრამ ევანსი უკეთესად გამოიყურება.

“რუნი მთელი კვირა ვარჯიშობდა და სასწაულ ფორმაშიც გახლავთ. ჩვენ მისმა დაბრუნებამ დაგვაიმედა, რადგანაც ის თითის პრობლემების გამო თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ აჩვენებდა. მან დიდებულად ივარჯიშა,”–აცხადებს მოიესი.

“ფელაინს არ უთამაშია “ბაიერნის” წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის ჯანმრთელი დაგვიბრუნდება უკან, რადგანაც მთელი კვირა ივარჯიშა. ევანსიც უფრო და უფრო უკეთაა, მაგრამ რაფაელზე ძალიან ვწუხვარ, ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენთვის ხელმისწავდომი არ არის.”

მოიესმა ასევე განაცხადა, რომ პერსი ჯერ კიდევ ჰოლანდიაში იმყოფება და მკურნალობს.

“რობინი ჯერ კიდევ ჰოლანდიაშია და უფრო და უფრო უმჯობესდება. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ მისი ტრავმა ოთხიდა ექვს კვირამდე გაგრძელდებოდა, მაგრამ ცოტათი უკეთეს შედეგს ვიხილავთ სავარაუდოდ შემდეგ კვირაში, ან ცოტა მერე. ჩვენი ექიმები იქ მიემგზავრებიან, რათა ნახონ პერსი და ზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდონ მასზე,”–დაასრულა მოიესმა.

წყარო: მანჩსტერ იუნაიტედის ქართული ფანკლუბი – http://redarmy.ge/

ინგლისის პრემიერ ლიგის 10 ფეხბურთელი, რომელთა მაისურები ყველაზე ხშირად იყიდება

ერთ-ერთ უცხოურ საფეხბურთო პორტალზე გამოქვეყნდა ინგლისის პრემიერ ლიგის იმ ფეხბურთელების სია, რომელთა მაისურებიც ყველაზე ხშირად იყიდება.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ათეულში ყველაზე მეტად “მანჩესტერ იუნაიტედის” მოთამაშეები არიან შესულნი.

10. სანტი კასორლა (“არსენალი”)

10

9. ჯეკ უილშირი (“არსენალი”)

9

8. ლუის სუარესი (“ლივერპული”)

8

7. ედენ აზარი (“ჩელსი”)

7

6. შინჯი კაგავა (“მანჩესტერ იუნაიტედი”)

6

5. ფერნანდო ტორესი (“ჩელსი”)

5

4. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”)

4

3. უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)

3

2. რობინ ვან პერსი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)

2

1. მესუთ იოზილი (“არსენალი”)

1

7 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ინგლისის ჩემპიონატში

პორტალმა FTBPRO-მ ინგლისის პრემიერ ლიგაში მოთამაშე, შვიდი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი დაასახელა.

7. მესუთი იოზილი – 180 000 ფუნტი კვირაში

6. ედენ აზარი – 185 000 ფუნტი კვირაში

5. ლუის სუარესი – 220 000 ფუნტი კვირაში

4. სერხიო აგუერო – 225 000 ფუნტი კვირაში

3. იაია ტურე – 240 000 ფუნტი კვირაში

2. რობინ ვან პერსი – 250 000 ფუნტი კვირაში

1. უეინ რუნი – 300 000 ფუნტი კვირაში

8 ყველაზე “მოღალატე” ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში

ხშირად, ხდება ისე, რომ რომელიმე გუნდის გამორჩელი მოთამაშე, ამავე კლუბის პრინციპული მეტოქის რიგებში გადადის, რის გამოც გულშემატკივრები მას “მოღალატედ” მოიხსენიებენ.

ერთ-ერთმა უცხოურმა საფეხბურთო პორტალმა კი 8 ყველაზე “მოღალატე” ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა.

8. 2013: მარიო გიოტცე (“ბორუსიადან” “ბაიერნში” – £31.5 მილიონი)

gotze

7. 2012: რობინ ვან პერსი (“არსენალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” – £24 მილიონი)

va

6. 2011: მანუელ ნოიერი (“შალკედან” “ბაიერნში” – £18 მილიონი)

manuel neuer ldderhosen

5. 2009 და 2012: ემანუელ ადებაიორი (“არსენალიდან” “მანჩესტერ სიტიში” £25 მილიონი; “მანჩესტერ სიტიდან” “ტოტენჰემში” £5 მილიონი)

4. 2009: კარლოს ტევესი (“მანჩესტერ იუნაიტედიდან” “მანჩესტერ სიტიში” – £47 მილიონი)

3. 2006 და 2011: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“იუვენტუსიდან” “ინტერში”; “ინტერის” შემდეგ, “მილანში”)

2. 2001: სოლ კემბელი (“ტოტენჰემიდან” “არსენალში” – უფასოდ)

1. 2000: ლუიშ ფიგუ (“ბარსელონადან” “რეალში” – £37 მილიონი)

პოპულარული ფეხბურთელები პეპსის ახალ რეკლამაში გადაიღეს

კომპანია “პეპსიმ” 19 ფეხბურთის ვარსკვლავი აირჩია, რათა მათ მონაწილეობა მიეღოთ სარეკლამო აქციაში სახელწოდებით “იცხოვრე აქ და ახლავე”.

რეკლამის მთავარი სახეები არიან: ლიონელ მესი, დავიდ ლუისი, ჯეკ უილშერი, კუნ აგუერო, რობინ ვან პერსი და სერხიო რამოსი.

მოურინიო იმედოვნებს, რომ ვან პერსი და რუნი “ჩელსისთან” ითამაშებენ

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ იმედი გამოთქვა, რომ რობინ ვან პერსი და უეინ რონი მისი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებბენ. შეგახსენებთ “ჩელსი” – “მანჩესტერის” დაპირისპირება შაბათს გაიმართება.

“ძლიერი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაშს არაფერი არ ჯობია. ამიტომ, იმედის გამოვთქვამ, რომ ვან პერსი და რუნი გამოჯანმრთელებას მოასწრებენ და ჩვენს წინააღმდეგ გამოვლენ მოედანზე” – განაცხადა მოურინიომ.

“მანჩესტერი” ლონდონს დანაკლისით ეწვევა

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელები უეინ რუნი და რობინ ვან პერსი სავარაუდოდ “ჩელსისთან” გასამართ შეხვედრას გამოტევებენ.

ეშმაკების ძირითადი ფორვარდები კვლავ აგრძელებენ ტრავმების მკურნალობას.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა კვირას გაიმართება. ჩვენი საიტის მომხმარებლებს კი, ამ მატჩის ზუსტი პროგნოზით გარკვეული თანხის მოგება შეუძლიათ.

ვან პერსი მანქანის სადგომზე ფინტებს აკეთებს

ინტერნეტ-სივრცეში ვდიეგო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილა, თუ როგორ აკეთებს ფინტებს “მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელი თავდამსხმელი, რობინ ვან პერსი მანქანის სადგომზე.

მოიესი: “ლევერკუზენთან” ვან პერსი დაგვაკლდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში, “ლევერკუზენის” წინააღმდეგ, მის გუნდს რობინ ვან პერსი დააკლდება.

“რობინი ასი პროცენთინ არ არის მზად, მას ჯანმრთელობასთან აქვს პრობლემები” – განაცხადა მოიესმა, “ბაი-არენზე” გამართულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ “ა” ჯგუფში “მანჩესტერი” 8 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო “ლევერკუზენი” მეორეზე და 1 ქულით ჩამორჩება ინგლისურ გრანდს.