ვიდალი ტრავმას გადაურჩა

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი სერია A-ს 27-ე ტურის მატჩი “ფიორენტინას” წინააღმდეგ მოედანზე გასვლას შესძლებს.

ჩილეს ნაკრების მატჩის დროს ვიდალმა დაშავდა და 90-ე წუთზე შეცვლილი იქნა. საბედნიეროდ ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ვიდალი 9 მარტს გასამართ შეხვედრაში საკუთარ გუნდს დაეხამრება.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ვიდალმა 25 მატჩი ჩაატარა და 11 გოლის გატანა მოახერხა.

“ბარსელონას” ვიდალი უნდა და “იუვეს” სანჩესს სთავაზობს

კატალონიის “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსში” მოთამაშე არტურო ვიდალის მიმართ იჩენს ინტერესს. “მუნდო დეპორტივოს” ცნობით, ესპანური მხარე მზად არის ვიდალის სანაცვლოდ ტურინულ კლუბს თანხასთან ერთად ალექსის სანჩესიც შესთავაზოს. თანხის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

Transfermarkt – ის მონაცამებით ვიდალის სატრასნფერო ღრებულება 44 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო სანჩესი 30 მილიონი ღირს. შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელი ჩილეს ნაკრების ღირსებას იცავს.

ვიდალი: “დუბლის გაკეთება გვინდა”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა მისი კლუბის მიმდინარე სეზონის მიზნებზე ისაუბრა.

შეიძლება ითქვას, რომ “იუვეს” გადამწყვეტი მატჩები მარტში ელის და მათი მოგები შემთხვევაში “ბებერი სენიორა” ჩემპიონობას ფატობრივად გაინაღდებს.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სკუდეტოს და ევროპი ლიგის თასის მოგება. დუბლის გაკეთება გვინდა ჩვეთვის და ჩვენი გულშემატკივრისათვის. მიხარია, რომ გუნდს “ტრაბზონსპორთან” შეხვედრაში დავეხმარე” – განაცხადა ვიდალმა.

როგორები იქნებიან ნეიმარი და ვიდალი 50 წლის შემდეგ?

ჩილელმა ხელოვანმა მარსელო მოია ოჩოამ ექსპერიმენტი ჩაატარა. მან ფოტოშოპის დახმარებით შექმნა სურათები, რომლის მიხედვითაც ჩანს, თუ როგორები იქნებიან 50 წლის შემდეგ ნეიმარი და არტურო ვიდალი.

ვიდალი: “ინტერის” წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა “ინტერთან” გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ “ნერაძურის” წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია.

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს, “იუვენტუსმა” “ინტერი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

“რა თქმა უნდა, ამ მატჩში გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს. “ინტერის” წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. ვფიქრობ, ჩვენ მეტოქეს ვაჯობეთ, რის ხარჯზეც წარმატებას მივაღწიეთ”, – ამბობს ვიდალი.

ვიდალი:”ბრაზილიას ჩილეს ნაკრების უნდა ეშინოდეს”

ტურინის “იუვენტუსისა” და ჩილეს ნაკრების ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა განაცხადა, რომ მისი ნაკრები მუნდიალზე საკმოად უხერხული მეტოქე იქნება ყველა გუნდისთვის.

შეგახსენებთ, რომ ხორხე სამპაოლის შეგირდები ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთს, ჰოლანდიას და ავსტრალიას შეხვდებიან.

“ვეთანხმები ბრაზილიის ნკარების მწვრთნელ სკოლარის, რომელმაც განაცხადა, რომ ჩვენს ნაკრებთან თამაში სახიფათოა. ჩილეს ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია და ბრაზილიელებს სიფღხილის საბაბი ნამდვილად აქვს. ჩვენ მუნდიალზე ყველას სიურპრიზს შევთავაზებთ” – განაცხადა ვიდალმა.

ვიდალი “იუვენტუსიდან” წასვლას გამორიცხავს

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, არტურო ვიდალი კლუბიდან წასვლას გამორიცხავს.

ბოლო დროს, 26 წლის ფეხბურთელს იტალიური პრესა “მანჩესტერ იუნაიტედთან” აკავშირებდა, თუმცა თავად ვიდალი, ამ ინფორმაციას ჭორს უწოდებს.

“დავტოვებ თუ არა “იუვეს”? არა, რა თქმა უნდა, გუნდში ვრჩები”, – უთხრა ჩილელმა Rai Sport-ს.

შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალი “ბიანკონერიში” 2011 წელს, ლევერკუზენი “ბაიერიდან” გადავიდა, რის შემდეგაც გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

საუკეთესო 7 სიმულიანტობა ფეხბურთის ისტორიაში

პორტალმა FTBPRO-მ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო 7 სიმულიანტობა გამოაქვეყნა.

7. ლუის სუარესი (“ლივერპული”) – “სტოკ სიტი”

6. კრიშტიანო რონალდუ (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – “ჩელსი”

5. სერხიო ბუსკეტსი (“ბარსელონა”) – “ინტერი”

4. გარეტ ბეილი (“ტოტენჰემი”) – “ასტონ ვილა”

3. ეშლი იანგი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – “რეალ სოსიედადი”

2. ეშლი იანგი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – “კრისტალ პალასი”

1. არტურო ვიდალი (“იუვენტუსი”) – “რეალი”

ვიდალი: “ჩემს პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვარ”

ტურინის “იუვენტუსის” ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი უცხურ პრესასთან ინტერვიუში საკუთარი კარგი თამაშის მიზეზებს ხსნის.

“ჩემი კარგი თამაშის ახსნა ძალიან ადვილია. უბრალოდ, მე ჩემს პოზიციაზე მსოფლიოს სუკეთესო ფეხბურთელი ვარა. ბევრი ცდილობს, რომ მომბაძოს და ჩემი სტილი გადაიღოს. არცერთი ჩემი პოზიციის ფეხბურთელი ამდენ გოლს არ იტანს და დაცვაშიც ასეთი პროდუქტიული არ არის. მე საუკეთესო ვარ” – განაცხადა ვიდალმა.

ვიდალს “იუვენტუსთან” ერთად ტიტულების მოგება სურს

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, არტურო ვიდალი აცხადებს, რომ მას კლუბთან ერთად ტიტულების მოგება სურს.

შეგახსენებთ, რომ “ბიანკონერიმ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გასვლა ვერ მოახერხა, ამრიგად კონტეს შეგირდებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა ევროპის ლიგაზე მოუწევთ.

“დიდი სურვილი მაქვს, რომ “იუვენტუსთან” ერთად ბევრი ტიტული მოვიგო. გამიხარდება, თუ ევროპის ლიგაზე საუკეთესონიც ჩვენ გავხდებით”, – აცხადებს ვიდალი.

ვიდალმა “იუვენტუსთან” გაახანგძლივა

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგძლივა.

“იუვენტუსს” სურს გაცნობოთ, რომ კლუბსა და არტურო ვიდალს შორის კონტრაქტი 2017 წლამდე გახანგძლივდა.

მას შემდეგ, რაც ჩილელი “ბიანკონერის” რიგებში ჩაირიცხა, მან გუნდის გულშემატკივრებს თავი შეაყვარა და რაც მთავარია, კლუბის წარმატებაში უდიდესი წვლილი დაიდო”, – ვკითხულობთ “იუვენტუსის” ოფიციალურ განცხადებაში.

ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღის ხუთი საუკეთესო კადრი

გთავაზობთ ჩემპინთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ხუთ ყველაზე ემოციურ ფოტოს.

1. მასწავლებელი და მოსწავლე. მარიო გიოტცეს სახით, მიუნხენურმა კლუბმა კიდევ ერთი კრეატიული ფეხბურთელი შემატა თავის შეტევის ხაზს, რაც ესპანელ მწვრთნელს მრავალფეროვნების შეტანის საშუალებას აძლევს “ბაიერნის” სათამაშო სტილში.

 

 

 

 

2. იბრაჰიმოვიჩი და კავანი. ეს სახიფათო წყვილი კვლავ არ აძლევს მეტოქეთა მცველებს მოდუნების საშუალებას. ამჯერად მათი მსხვერპლი ბერძნული “ოლიმპიაკოსი” გახდა. შვედმა პირველი გოლი შეაგდო ხსენებულ შეხვედრაში. ურუგვაელმა კი, ბოლო წუთზე გამარჯვება მოუტანა პარიზელებს.

IBRA

 

 

3. ბრაზილიურ – უკრაინული ბენეფისი “დონბას არენაზე”. ესპანური კლუბის კარში, ოთხივე გოლი ბრაზილიელი ლეიგონერების ანგარიშზეა. ლუის ადრიანო, ალექს ტეიშეირა, დუგლას კოსტა.. შესაძლოა, ბევრს ამ სახელებმა ლათინოამერიკული “საპნის ოპერების” გმირების სახელები მოაგონოს, მაგრამ ჩვენ საუბარი დონეცკის “შახტარის” საუკეთესო ფეხბურთელებზე გვაქვს. ზუსტად მათი წყალობით აგრძელებს უკრაინული კლუბი ბრძოლას.

SHAX

 

4. “ბარსა” მესის გარეშე, მაგრამ რიცხობრივ უმრავლესობაში აგებს ამსტერდამში. “რეალი” კი უმცირესობაში, მაგრამ რონალდოსთან ერთად ამარცხებს “გალათასარაის”. კამათი კი იმის შესახებ, თუ რომელი ფეხბურთელია უფრო მნიშვნელოვანი თავისი გუნდისათვის, არ წყდება.

რაც არ უნდა იყოს, რეალის ქომაგები დაჟინებით ითხოვენ “ოქროს ბურთს” საყვარელი მოთამაშისათვის.

CRISTI

 

5. “იუვენტუსმა” როგორც იქნა მოიგო. მატჩის მთავარი გმირი კი, ექსტრავაგანტული გარეგნობით გამორჩეული, არტურო ვიდალი გახდა. მან ორჯერ აუღელვებლად შეასრულა პენალტი, ხოლო მესამე ეპიზოდში არ შეუშინდა ვარცხნილობის გაფუჭებას და თავური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი.

VIDAL