გუშინ 100 მეტრზე სირბილში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. საკმაოდ დაძაბული გარბენი ჯასტინ გატლინის გამარჯვებით დასრულდა.
35 წლის ამერიკელმა 9.92 წამში მოახერხა აღნიშნული დისტანციის დაფარვა. მეორე ადგილზე გატლინის თანამემამულე, კრისტიან კოულმენი გავიდა, რომელმაც 9.94 წამი დააფიქსირა. ხოლო, ბრინჯაოს მედალი ლეგენდარულმა იამაიკელმა, უსეინ ბოლტმა მოიპოვა. მან 9.95 წამში მოახერხა ასი მეტრის გარბენა. გატლინმა, გამარჯვების შემდეგ, ლეგენდის წინ ქედი მოიხარა.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე არ ცხრება ხმები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ნეიმარმა კატალონიის “ბარსელონა” დატოვოს და “პსჟ”-ში რეკორდულ თანხად გადავიდეს.
საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე “ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდა. სწორედ იმ შეხვედრაში, როცა ნეიმარი კუთხურიდან ბურთის მოსაწოდებლად ემზადებოდა, მას გულშემატკივრებმა დაუყვირეს: “ფული, ფული, ფული, პსჟ, პსჟ, პსჟ”. ბრაზილიელის რეაქცია იხილეთ ვიდეოში.
დღეს აშშ-ში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირზე ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და მანჩესტერ უნაიტედი” დაუპირისპირდნენ. მატჩი საბოლოოდ, ჟოზე მოურინიოს შეგირდების გამარჯვებით დასრულდა. “წითელმა ეშმაკებმა” ძირითადი დრო “ბლანკოსთან” 1-1 ითამაშეს, თუმცა პენალტების სერიაში 2-1 იმარჯვეს.
მატჩის 84-ე წუთზე მარუან ფელაინიმ ასეთი შანსის რეალიზება ვერ მოახდინა.
გუშინ უელსის დედაქლაქ კარდიფში, “მილენიუმ სთეიდიუმზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალი შედგა. ტურინის “იუვენტუსი” მადრიდის “რეალმა” ანგარიშით 4-1 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ დაეუფლა ევროპის ყველაზე ძლიერი კლუბის წოდებას.
საგულისხმოა, რომ “ბლანკოსის” ფეხბურთელს, ხამეს როდირიგესს დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია. საფინალო სასტვენის შემდეგ იგი მინდორზე გუნდელებთან ერთად აღნიშნავდა გამარჯვებას და კამერების წინაც იღიმოდა. თუმცა, ბევრი გუნდური ფოტოს გადაღებაში მოანწიელობა აღარ მიუღია. მან სტადიონი ნაადრევად, პირველმა დატოვა და ავტობუსისკენ გაემართა. ეს ყველაფერი Marca-ს კამერამ დააფიქსირა.
კოლუმბიელმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შვიდი შეხვედრიდან მხოლოდ ორში ითამაშა. მას წასვლას უწინასწარმეტყველებენ.
დღეს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მორიგი შეხვედრები იმართება.
საჩხერის “ჩიხურა” რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ საკუთარ მოედანს დაუბრუნდა და სწორედ იქ გამართა მატჩი. იმერლები ლიდერ თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდნენ. 22-ე წუთზე გიორგი განუგრავამ ზუსტი დარტყმით მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაუშვა ბურთი და “ჩიხურა” დააწინაურა. ზუსტად 4 წუთში დედაქალაქელთა კართან თერთმეტმეტრიანი დაინიშინა. იგი დიმიტრი ტატანაშვილმა შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 41-ე წუთზე “დინამო” კონტრშეტევაზე წავიდა, კიტეიშვილმა ბურთი ლობჟანიძეს გადააწოდა, რომელმაც მარცხენა კუთხიდან ცარიელ კარში სცადა ბურთის გადაგზავნა. მისი დარტყმული მცველმა მირცხულავამ ხელით აიღო. რა თქმა უნდა, საჩხერელთა ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენეს და პენალტიც დაინიშნა. იგი ბაჩანა არაბულმა შეასრულა და ანგარიში 2:1 გახადა.
მეორე ტაიმში “დინამოს” ბევრი მომენტი შეექმნა, თუმცა ათკაციან “ჩიხურას” გოლი ვეღარ გაუტანა.
საბოლოოდ, 2-1 და საჩხერლებმა თავიანთ არენაზე დაბრუნება უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოპოვებით აღნიშნეს. ახლა მათ 20 ქულა აქვთ და, ჯერჯერობით, მეხუთე პოზიციაზე არიან. “დინამო” 31 ქულით პირველზეა.
დღეს ეროვნული ლიგის მეთოთხმეტე ტურის მატჩები გაიმართა.
ერთ-ერთ შეხვედრაში ერთმანეთს გორის “დილა” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე გაიმართა, რადგან გორელთა არენაზე (თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე) ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
საკმაოდ დაძაბულ მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. იმერელთა მხრიდან მერვე წუთზე თორნიკე კაპანაძე გამოირჩა. მან ჩაწოდების შემდეგ, “მაკრატელა” დარტყმით შეძლო შეგდება. მეორე გოლი “ტორპედომ” უკვე მეორე ტაიმში გაიტანა. მისი ავტორი გრიგოლ დოლიძე გახდა. ქართველმა ფეხბურთელმა ტარიელ ხაინდრავას კარის ბადის შერხევა 71-ე წუთზე კუთხურის ნიშნულიდან ბურთის კარში ჩახვევით მოახერხა.
საბოლოოდ, აღარაფერი შეცვლილა და ქუთაისლებმა ანგარიშით, 2:0 იმარჯვეს.
ამ მარცხის შემდეგ “დილა” 18 ქულით, ჯერჯერობით, მეექვსე პოზიციაზეა. “ტორპედო” მეორეზეა – მას 28 ქულა აქვს.
დღეს ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში ბათუმში, “რაგბი არენაზე” “დინამო” “ჩიხურას” დაუპირისპირდა. არც ისე სანახაობრივ თამაშში რამდენიმე მომენტის მიუხედავად, გოლი არ გასულა. საბოლოოდ, გუნდები ნულოვან ფრეზე გაიყარნენ.
ამ მატჩის შემდეგ აჭარლებს 13 ქულა აქვთ და მერვე პოზიციაზე არიან. “ჩიხურა” 17 ქულით მეშვიდე ადგილზეა.
დღეს ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის მორიგი შეხვედრები იმართება.
თბილისში, “დინამო არენაზე” ცენტრალური მატჩი შედგა. ერთმანეთს ადგილობრივი “დინამო” და “სამტრედია” დაუპირისპირდნენ. თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. კახა კაჭარავას შეგირდებს თავიდანვე რამდენიმე მომენტი შეექმნათ. საბოლოოდ, ანგარიშის გახსნა 25-ე წუთზე ბაჩანა არაბულმა შეძლო. ზუსტად 12 წუთში ლუკა ლოჩოშვილმა ორამდე გაზარდა სხვაობა.
მეორე ნახევარში “დინამო” შედარებით მოდუნდა, “სამტრედია” კი არ დანებდა. ამან ლოგიკური შედეგი გამოიღო: ჯერ 63-ე წუთზე გიორგი მჭედლიშვილმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, ხოლო 76-ეზე კი სამტრედიელთა კაპიტანმა, გიორგი დათუნაიშვილმა ანგარიში გაათანაბრა.
გადამწყვეტი მომენტი შეხვედრის მესამე დამატებით წუთზე მოხდა – ბაჩანა არაბულმა თავური დარტყმით, მეკარისგან მარჯვენა კუთხეში გაუშვა ბურთი და გამარჯვების გოლი გაიტანა!
ამ მატჩის მოგების შემდეგ “დინამო” ჩემპიონატს 31 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. რაც შეეხება “სამტრედიას”, იმერლები 24 ქულით მესამე საფეხურზე არიან.
დღეს ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის მატჩები გაიმართა.
ერთ-ერთ შეხვედრაში ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ადგილობრივი “ტორპედო” თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. თამაშში საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა 44-ე წუთზე. ქუთაისელთა ერთ-ერთი შეტევის დროს ნიკოლოზ საბანაძემ თორნიკე კაპანაძეს გადააწოდა ბურთი, ამ უკანასკნელმა მარიტივი სიტუაციიდან გოლი გაიტანა. დიდი განსჯის შემდეგ, ეს გოლი არ ჩაითვალა – მსაჯმა მიიჩნია, რომ კაპანაძე თამაშგარეში იმყოფებოდა. თუმცა, შემდგომში კარგად გამოჩნდა, რომ ასპროცენტიანი გოლი იყო.
მეორე ნახევარში კიდევ ერთი უცნაურობა მოხდა. 58-ე წუთზე მოედანზე შუქი ჩაქვრა და მატჩი შეწყდა. ცოტა ხანში, აღნიშნული პრობლემა მოგვარდა. განახლებულ შეხვედრაში იმერლებმა მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. ჯერ, 69-ე წუთზე მოედანზე ახალმა შემოსულმა ლაშა კუჭუხიძემ გახნსა ანგარიში, ხოლო 85-ე წუთზე კი ბექა ტუღუშმა ყველაფერს წერტილი დაუსვა.
საბოლოოდ, 2:0 “ტორპედოს” სასარგებლოდ. “ლოკომიტივმა” კი ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო.
ამ გამარჯვების შემდეგ ქუთათურებს 25 ქულა აქვთ და, ჯერჯერობით, მეორე პოზიციაზე არიან. “ლოკოს” 21 ქულა დარჩა და მეოთხეზეა.
დღეს ეროვნული ლიგის მეცამტე ტურის შეხვედრები იმართება.
ერთ-ერთი მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სტადიონზე ადგილობრივ “ტორპედოსა” და თბილისის “ლოკომოტივს” შორის მიმდინარეობს. დაპირისპირების მეორე ტაიმში, კონკრეტულად 59-ე წუთზე მოედანზე კურიოზული შემთხვევა მოხდა – შუქი ჩაქვრა.
დღეს იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩები გაიმართა.
ერთ-ერთ შეხვედრაში “მილანმა” საკუთარ მოედანზე “ემპოლი” მიიღო. ამ უკანასკნელში ქართველი თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე გამოდის, რომელმაც შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო. ანგარიში სწორედ “მჭედლომ” გასხნა. მან თავური დარტყმით აიღო ჯანლუიჯი დონარუმას კარი.
მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე სუსომ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და ანგარიში ვერ გაათანაბრა. ზუსტად რვა წუთში მამე ბაბა თიამმა ორამდე გაზარდა სხვაობა. მილანელთა მხრიდან ერთი გოლი ჯანლუკა ლაპადულამ 72-ე წუთზე გაქვითა.
საბოლოოდ, 1-2 “ემპოლის” სასარგებლოდ.
ამ წაგების შემდეგ “მილანი” 58 ქულით მეექვსე პოზიციაზეა. “ემპოლის” 29 ქულა აქვს და მე-17 საფეხურზე იმყოფება, მას გასავარდნ ზონასთან ხუთი ქულა აშორებს.