ვილაშ-ბოაში “ზენიტის” მწვრთნელია

ანდრე ვილაშ-ბოაში “ზენიტის” მწვრთნელად დაინიშნა. პორტუგალიელი სპეციალისტის კონტრაქტი 2-წლიანია. ოფიციალურად ხელშეკრულება 20 მარტს გაფორმდება. ვილაშ-ბოაში ხელიფასის სახით წელიწადში 8,5 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა, კონტრაქტით გათვალისწინებულია გარკვეული ბონუსებიც.

“პორტუს”, “ჩელსის” და “ტოტენჰემის” ყოფილი მწვრთნელი “ზენიტში” ლუჩანო სპალეტის შეცვლის, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან 11 მარტს გაათავისუფლეს.

“ზენიტი” ვილაშ-ბოაშს ორშაბათს წარადგენს

რუსული პრესის ცნობით, “ზენიტი” ანდრე ვილაშ-ბოაშს კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორშაბათს წარადგენს. წყაროს ინფორმაციით, პორტუგალიელი რუსული გრანდის მიერ შეთავაზებული პირობებით მოიხიბლა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია ბოაშისადმი “მარსელის” ინტერესის შესახებ. თუმცა, ფრანგული გამოცემები იმასაც წერდნენ, რომ “ოლიმპიკის” შეთავაზებული პირობები “ტოტენჰემის” ყოფილ მწვრთნელს არ აკმაყოფილებდა.

მარსელი ვილაშ-ბოაშთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

“მარსელის” ხელმძღვანელობა ვილაშ-ბოლაშით სერიოზულად არის დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს ფრანგული კლუბის ბოსებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ელი ბოპი გაათავისუფლეს. დროებით თავკაცად გუნდის სპორტული დირექტორი, ჟოზე ანიგო დაინიშნა. პარალელურად კი “მარსელმა” ახალი მწვრთნელის ძიება დაიწყო.

ფრანგული პრესის ცნობით, “მარსელი” უპირატესობას სწორედ ვილაშ-ბოაშის კანდიდატურას ანიჭებს.თუმცა, პორტუგალიელ სპეციალისტს ფრანგული მხარის ფინანსური პირობები არ აკმაყოფილებს.

“ზენიტმა” ვილაშ-ბოაშს კონტრაქტი შესთავაზა

36 წლის პორტუგალიელი სპეციალის ანდრე ვილაშ-ბოაში შესაძლოა “ზენიტის” მთავარი მწვრთნელი გახდა. იტალიური პრესის ცნობით, რუსულმა კლუბმა მწვრთნელს 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

პორტუგალიელის უკანასკნელი გუნდი ლონდონის “ტოტენჰემი” იყო. მანამდე კი ვილაშ-ბოაში “ჩელსის” და “პორტოს” წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “ზენიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლუჩიანი სპალეტი დაითხოვეს.

ფრიდელი: “ვილაშ-ბოაშის წასვლა მოთამაშეებს არ გახარებიათ”

ლონდონის “ტოტენჰემის” ამერიკელი გოლკიპერი, ბრენ ფრიდელი ანდე ვილაშ-ბოაშის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვალს გამოეხმაურა. პორტუგალიელი სპეციალისტი “ლივერპულთან” გამანადგურებელი მარცხი შემდეგ (0:5) გაათავისუფლეს.

“ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის ძალიან კარგი ურთიერთობა იყო. პირველი დღიდან ანდრესთვის გუნდში ყველა კარი ღია იყო. მას ჩვენთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. “ტოტენჰემის” არცერთ მოთამაშეს არ გახარებია პორტუგლიელის წასვლა” – განაცხადა ვეტერანმა მეკარემ.

კაპელო ვილაშ-ბოაშის შემცვლელად?

ბრიტანული პრესის ცნობით, რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო შესაძლოა “ტოტეჰემში” ვილაშ-ბოაშის შემცვლელი გახდეს. ლონდონელები პრემიერლიგაში მეცხრე ადგილზე იმყოფებიან და 12 შეხვედრაში მხოლოდ ცხრა გოლი აქვთ გატანილი. რის გამოც, სულ უფრო ხშირად ისმის ხმები ვილაშ-ბოაშის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამავე დროს “Daily Mail”-ის ცნობით, პორტუგალიელთან განშორების შემთხვევაში “ტოტენჰემში” კაპელო მოვა.
შეგახსენებთ, რომ დღეს “ტოტენჰემი” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლებს. შესაძლოა ამ შეხვედრამ ბევრს კითხვას გასცეს პასუხი..