პრემიერ ლიგა: მე-19 ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

31 დეკემბერსა და პირველ იანვარს ინგლისის პრემიერ ლიგის მე-19 ტურის შეხვედრები გაიმართა. საკუთარი მატჩი მოიგო ტურნირის ლიდერმა – “ჩელსიმ”, რომელსაც უკვე 49 ქულა მოუგროვდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტის” მინიმალური ანგარიშით სძლია და 43 ქულით მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

Goal.Com-ი ნახსენები ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

ვალდესი, კრისველი, აკე, კეჰილი, ვალენსია, აივობი, პოგბა, ვილიანი, გრეი, ალი, კეინი. 

იხილეთ ფოტო

 

The Guardian: პეპ გვარდიოლა ვიქტორ ვალდესისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას აპირებს

ინგლისური “გარდიანის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები ვიქტორ ვალდესის გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდებიან.

წყარო გვამცნობს, რომ “ქალაქელები” 34 წლის ფეხბურთელისთვის კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ, რომელიც სავარაუდოდ სულ მალე მოიპოვებს თავისუფალი აგენტის სტატუსს.

როგორც იცით, ესპანელი მეკარე ამჟამად “მანჩესტერ იუნაიტედში” ირიცხება, სადაც გასულ სეზონში, ლუი ვან გაალის მიწვევით მივიდა. თუმცა, ვიქტორმა მხოლოდ ორჯერ შეძლო “იუნაიტედის” ღირსების დაცვა, რის შემდეგაც არენდით ბელგიურ კლუბში გადაბარგდა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისურ “მანჩესტერ სიტის” სათავეში პეპ გვარდიოლა უდგას, რომელსაც ვიქტორთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აკავშირებს. ვალდესის გადაბირება სწორედ მისი, პირადი სურვილია.

ვიქტორ ვალდესი “ესპანიოლთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს

როგორც ჩანს, ვიქტორ ვალდესის “მანჩესტერული კოშმარი” დასასრულს უახლოვდება, რაზეც მიგვანიშნებს ის ფაქტი, რომ მან უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები “ესპანიოლის” ხელმძღვანელებთან.

როგორც იცით, “მანჩესტერმა” ესპანელი მეკარე “სტანდარდში” გაუშვა, სადაც მას რეგულარულად უნდა ეთამაშა, თუმცა ვალდესმა ვერც ბელგიურ კლუბში მოიკიდა ფეხი.

ვალდესი მანჩესტერულ გრანდს 2014 წლის შემოდგომას შეუერთდა და მას შემდეგ მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა “წითელი ეშმაკების” ღირსების დაცვა, რამაც ის უზომოდ გაანაწყენა.

ესპანელი მეკარე შემოდგომასვე აპირებდა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გაფორმებას, თუმცა “ესპანიოლმა” პაუ ლოპესთან ამჯობინა თანამშრომლობა. ახლა კი, როცა კვლავ გაჩნდა ვაკანტური ადგილი, “ესპანიოლი” მოლაპარაკებების მაგიდას კვლავ დაუბრუნდა და საკმაოდ ახლოსაც არის ვიქტორის გადაბირებასთან.

ამიერიდან ვიქტორ ვალდესს სიკეთის გაკეთება 100 ევრო დაუჯდება

როგორც იცით, ვიქტორ ვალდესი ამჟამად ბელგიაში, “სტანდარდის” რიგებში ასპარეზობს, სადაც ის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ბელგიაში ასპარეზობისას, ესპანელმა მეკარემ არაერთხელ აჩუქა საკუთარი მაისური გულშემატკივარს, რამაც კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან გაანაწყენა.

შედეგად, ბელგიური კლუბის მესვეურებმა გადაწყვიტეს, რომ საჩუქრად გაცემული ყოველი მაისურის ნაცვლად ვალდესს 100 ევრო ჩამოაჭრან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ოფიციალურ მაღაზიებში “სტანდარდის” მაისური სულ რაღაც 65 ევრო ღირს.

ვიქტორ ვალდესის მიმართვა: „თავისუფლებისთვის ვიბრძვი“

„მანჩესტერ იუანიტედის“ მეკარემ ვიქტორ ვალდესმა, რომელიც გუნდის მთავარ მწვრთნელთან ლუი ვან გაალთან სერიოზული კონფლიქტის გამო ვერ თამაშობს, გულშემატკივრებს მიმართა.

„ვისაც ჩემი თამაშში ხილვა სურს, იმედს არ გავუცრუებ. ეს ჩემი მიზანია. თავისუფლებისთვის ვიბრძვი, რათა ჩემი პროფესიისგან სიამოვნება მივიღო“, – დაწერა ვალდესმა თავისი „ტვიტერის“ გვერდზე.

გარდა ამისა, გოლკიპერმა სურათიც გამოაქვეყნა, რომელზეც შემდეგი ტექსტია: „ის, რაც შენ გკლავს, უფრო ძლიერს გხდის“.

აქამდე ვალდესის „ესპანიოლში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ საუბრობდნენ, თუმცა კატალონიურმა კლუბმა ეს ინფორმაცია უარყო.

“ლივერპული” ვალდესზე ფიქრობს

“მანჩესტერ იუნაიტედის” კიპერ ვიქტორ ვალდესით “ლივერპულის” მესვეურები დაინტერესდნენ. ამ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 33 წლის ესპანელი მეკარის მიმართ ინტერესს ლონდონის “ჩელსიც” იჩენდა.

შეგახსენებთ, რომ ვალდესი “ბარსელონადან” “მანჩესტერ იუნაიტედში” მიმდინარე წლის იანვრის თვეში გადავიდა, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ ორ ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაუშვა ერთი გოლი.

ცნობისთვის, ვიქტორ ვალდესს “წითელ ეშმაკებთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის 30 ივნისს ეწურება.

 

დელ ბოსკე: „სითამამე დაგვაკლდა“

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ახნა, თუ რატომ არ გამოიძახა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე ვიქტორ ვალდესი.

„ვალდესის სიტუაციაზე ბევრს ვფიქრობდი. მის გამოსაძახებლად სითამამე დაგვაკლდა. ვიქტორის საქმე უნიკალურია და ნაკრების ყველა წევრისთვის მნიშვნელოვანია. მისი მოქმედებები ყოველთვის ფანტასტიკური იყო. ის ერთ-ერთი ერთგული ფეხბურთელია, რომელსაც ესპანეთის ნაკრების ღირსება აქვს დაცული. მასთან ერთად გუნდი უფრო ძლიერია“, – განაცხადა „ფურია როხას“ თავკაცმა.

ინიესტას ნაკრებში ვალდესის ხილვა სურს

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ანდრეს ინეისტამ ესპანეთის ნაკრებში ყოფილი თანაკლუბელის ვიქტორ ვალდესის ხილვის სურვილი გამოთქვა.

„ვალდესის ნაკრებში ხილვა მსურს. გარკვეული დროის განმავლობაში მას რთული პერიოდი აქვს. ნაკრებში გამოძახება ვიქტორისთვის დიდი სტიმული იქნება, მაგრამ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ვისენტე დელ ბოსკეს შეუძლია“, – განაცხადა ანდრესმა.

ვან გაალი ვალდესს „მანჩესტერიდან“ წასვლას აიძულებს

„მანჩესტერ იუანიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა მაკარე ვიქტორ ვალდესის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა. აქამდე გაირკვა, რომ ესპანელი გოლკიპერი გუნდთან ერთად წინასასეზონო ტურნეზე არ გაემგზავრება.

„ვალდესი გუნდთან იმიტომ არ გაემგზავრა, რომ ჩვენი ფილოსოფია არ აქვს. ეს ფილოსოფია ფეხბურთის თამაშსა და სათამაშო ფორმის აღდგენაში გამოიხატება.

გასულ სეზონში მან დულებში თამაში იუარა. გარდა ამისა, „მანჩესტერ იუანიტედის“ მეკარე ბევრ სხვა წესსაც უნდა იცავდეს. თუ ამ პრინციპებს არ იცავ, მაშინ წასვლა მოგიწევს.

ამ სიტუაციით გულდაწყვეტილი ვარ. იმედი გვქონდა, რომ ვალდესი ჩვენს მითითებებს შეასრულებდა. მას რეაბილიტაციის საშუალება მივეცით და კონტრაქტი გავუფორმეთ. როდესაც ძირითად გუნდში ვერ თამაშობ, დუბლების რიგებში უნდა გამოდიოდე“, – განაცხადა ფეხბურთის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

ვალდესი შესაძლოა, თურქეთის ჩემპიონატში გადავიდეს

“ანთალიასფორი” მოლაპარაკებებს “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარესთან აწარმოებს.

“ბარსელონას” ყველასთვის ცნობილი მეკარე გასულ სეზონში ლუის ვან გაალის გუნდს შეუერთდა და “მანჩესტერში” რამდენიმე მატჩი ჩაატარა.

ახლა, “ანთალიასფორის” წარმომადგენელი ვიქტორ ვალდესის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარს აკეთებს.

“ჩვენ მოლაპარაკებებს ვიქტორ ვალდესთან ვაწარმოებთ. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, გუნდს კიდევ ერთი ბრწყინვალე ფეხბურთელი დაემატება”.

ცოტა ხნის წინ, თურქულმა გუნდმა რონალდინიო და სამუელ ეტო’ო გაიფორმა.

„ვალდესს დე ხეას შეცვლა შეუძლია“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მეკარემ რაიმონდ ვან დერ გოუვმა „წითელი ეშმაკების“ გოლკიპერი ვიქტორ ვალდესი შეაქო, რომელიც დავიდ დე ხეას წასვლის შემთხვევაში, სავარაუდოდ, გუნდის ძირითადი კარის დარაჯი გახდება.

„ვალდესი „მანჩესტერ იუნაიტედს“ იდეალურად უხდება. მას ტოპ-კლუბში თამაშის შესაძლებლობა კიდევ 3-4 წლის განმავლობაში ექნება“, – განაცხადა ვან დერ გოუვმა.

ინიესტამ ჩავისა და ვიქტორ ვალდესის რეკორდი გაიმეორა

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველმა ანდრეს ინიესთამ „სელტასთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზონის მოგებულ მატჩში ითამაშა.

აქედან გამომდინარე, 30 წლის ფეხბურთელმა კატალონიური კლუბის შემადგენლობაში პრიმერას 250-ე მატჩი მოიგო.

მსგავსი შედეგით აქამდე მხოლო ჩავი და მეკარე ვიქტორ ვალდესი გამოირჩნენ.