“ვიტ ჯორჯია” მწვრთნელის გარეშე დარჩა

საქართველოს თასის 1/4 ფინალში “ცხინვალთან” განცდილი მარცხის (1:4) შემდეგ “ვიტ ჯორჯიას” მთავარი მწვრთნელი, ზურაბ ბერიძე თანამდებობიდან გადაგა.

ვეტერინარებს საქმე უმაღლეს ლიგაშიც ძალიან ცუდად აქვთ. 2015 წელს ჩატარებულ 4 ტურში “ვიტ ჯორჯიამ” მხოლოდ ერთი ქულის აღება შეძლო და ამჟამად სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

გავრცელებული ინფორმაციით, “ვიტ ჯორჯიას” კვლავ მერაბ კოჭლაშვილი ჩაიბარებს, რომელიც კლუბის უკანასკნელ ორ საშნაო შეხვედრაში “მცხეთა პარკის” ვიპ-ლოჟიდან ადევნებდა თვალყურს გუნდის თამაშებს.

“ცხინვალმა” ნახევარფინალის საგზური მცხეთაში მოიპოვა

დღეს, მცხეთა პარკზე საქართველოს დავით ყიფიანის თასის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში “ვიტ ჯორჯიამ” “ცხინვალს” უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ მესხზე ჩატარებული ამ გუნდების პირველი მატჩი “ვეტერინართა” გამარჯვებით, 5:4 დასრულდა.

უხვგოლიანი დღევანდელი მატჩიც გამოდგა, თუმცა ამჯერად ერთი გუნდის უპირატესობა აშკარა იყო და ეს გუნდი “ცხინვალი” იყო. კაჭარავას შეგირდებმა პირველივე წუთებიდან აქტიურად დაიწყეს და გატანის შანსი მე-10 წუთზე ჰქონდათ, თუმცა სტუმრებმა ფაქტობრივად ცარიელ კარში ვერ შეაგდეს. ანგარიში კი 22-ე წუთზე რატი ცაცკრიალაშვილის დარტყმით გაიხსნა.

პირველი ტაიმის დამთავრებამდე სტუმრებს უპირატესობის გაზრდაც შეეძლოთ, თუმცა ლექვთაძის დარტყმულს “ვიტელთა” მცველები გადაეღობნენ და ტაიმიც ცხინვალელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ნახევარი ვეტერინარებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა რამდენიმე სახიფათო შეტევის შემდეგ გოლი საკუთარ კარში მიიღეს. 50-ე წუთზე “ცხინვალის” სწრაფი შეტევა მახარობლიძემ, რომელმაც ლექვთაძის კარგი პასი გამოიყენა, გოლით დაასრულა. სულ რაღაც 5 წუთში სტუმართა უპირატესობა უკვე გამანადგურებელი გახდა. ამჯერად თავი კვლავ რატი ცაცკრიალაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც “ვიტელთა” მეკარის და დაცვის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა. შეხვედრის 70-ე წუთზე კი ლექვთაძის ჯერიც დადგა. “ცხინვალმა” კუთხური გაითამაშა, 22-ე ნომრის ჩაწოდება კი კარში წავიდა – 0:4.

დარჩენილ წუთებში “ვიტ ჯორჯიამ” მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო და ისიც საკმაოდ სადავო სიტუაციაში მოპოვებული 11-მეტრიანით, რომელიც ღიბრაძემ მატჩის 83-ე წუთზე შეასრულა.

საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში ყველაზე უხვგოლიანი 1/4 ფინალური დუელი “ცხინვალის” გამარჯვებით, 8:6 დასრულდა.

ვიტ ჯორჯია 1-4 ცხინვალი

გოლები: ცაცკრიალშვილი 23′ (0:1); მახარობლიძე 50′ (0:2): ცაცკრიალაშვილი 55′ (0:3); ლექვთაძე 70′ (0:4); ღიბრაძე 83′ (1:4)

“ვიტ ჯორჯია”: შეროზია, კალანდია (ხვისტანი 60′), ჩიტიშვილი, გეთიაშვილი, დანელია, დავლაშელიძე, ღიბრაძე, კურდღელაშვილი (ნიკა მაისურაძე 46′), კუხალეიშვილი (ლობჯანიძე 60′), საბაძე, თათხაშვილი.

მთ. მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

“სპარტაკი”: ნადირაძე, შინდაგორიძე (გელაშვილი 87′), იმედაშვილი, მახარობლიძე, კაჭკაჭიშვილი, კილასონია, ცერცვაძე, ცაცკრიალაშვილი (ბურძენაძე 76′), ჯიშკარიანი (თარხნიშვილი 63′), ლექვთაძე, ქარდავა.

მწ. მწვრთნელი: კახა კაჭარავა

უხვგოლიანი მატჩი მცხეთა პარკზე

დღეს, მცხეთა პარკზე უმაღლესი ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში „ვიტ ჯორჯიამ“ მარტვილის „მერანი“ მიიღო.

მატჩის პირველი ნახევარი ძირითადად მოედნის ცენტრში წარიმართა. გუნდებს მომენტები შექმნა უჭირდათ. მეტნაკლები ხიფათი მხოლოდ შორეულ დარტყმებს მოყვებოდა, თუმცა მათი უმეტესობა მიზანს დიდი მანძილით სცდებოდა. შესვენებამდე ერთადერთი საგოლე მომენტი „მერანმა“ შექმნა და მისი რეალიზებაც მოახერხა. 34-ე წუთზე მოწოდებული კუთხური წურწუმიამ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა – 0:1.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს, რაც მალევე შედეგზე აისახა. 64-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გარღვევის შემდეგ ანგარიში კურდღელაშვილმა გაათანაბრა, რომელმაც ბურთი კარში თავით გადაგზავნა. ზუსტად სამ წუთში კი ანალოგიური კომბინაცია კვალვ კურდღელაშვილმა დაასრულა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. მალევე „ვიტს“ მესამედაც შეეძლო გატანა, თუმცა ღიბრაძის დარტყმა ხარიხამ მოიგერია.

გაშვებული გოლების შემდეგ „მერანმა“ მოუმატა და ბოლო წუთებზე მთელი გუნდით შეტევაზე გადავიდა, რაც საბოლოოდ გატანილი გოლით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის სურათის შეცვლაში დიდი როლი ლობასის გადაადგილებებმა ითამაშე. შეცვალზე შესული პეტავა-ციცხვაიას კომბინაციის შემდეგ ლამაზი დარტყმით საბოლოო ანგარიში წყაროზიამ 84-ე წუთზე დააფიქსირა. დარჩენილ წუთებში უფრო მეტად მარტვილელები აქტიურობდნენ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდება მეორე წრე ფრით დაიწყეს.

 

ვიტ ჯორჯია 2-2 მერანი

გოლები: წურწუმია 34’ (0:1), კურდღელაშვილი 64’ ; 67’ (2:1); წყაროზია 84’ (2:2)

ვიტ ჯორჯია: შეროზია, თათხაშვილი, გეთიაშვილი, ჩიტიშვილი, დავლაშელიძე (ღიბრაძე 15’), გახარია, კურდღელაშვილი, დემეტრაშვილი (გიორგაძე 75’), კახაბრიშვილი(ხვისტანი 61’), ლობჯანიძე.

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

მერანი: მამალაძე, ციცხვაია, ორბელაძე, ლომაშვილი, კიკნაველიძე, ქიქავა, წყაროზია, ფონიავა (კუშნირი 73’), შულაია, წურწუმია (პეტავა 68’), ლომია (ციცხვაია 73’)

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი

პირველი წრის შეჯამება: ვიტ ჯორჯია

Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ჩვენი შემდეგი სტუმარი საფეხბურთო კლუბი “ვიტ ჯორჯია” იქნება.

ქვეყნის ორგზის ჩემპიონისთვის მიმდინარე სეზონი ჯერჯერობით ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელია. სეზონის სტარტს “ვეტერინარები” განსაკუთრებული ცვლილებების გარეშე შეხვდნენ. ტრადიციულად, გუნდის ძირითად ბირთვს ახალგაზრდა მოთამაშეები წარმოადგენენ.

მიმდინარე გათამაშება “ვიტ ჯორჯიამ” შედარებით ნორმალურად დაიწყო და სააწყის 6 ტუში 9 ქულა მოიპოვა, თუმცა შემდეგ გუნდს წარმოუდგენელი ჩავარდნა დაეწყო. ზუგდიდში, 21 სექტემბერს მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ “ვიტ ჯორჯიას” მიმდინარე სეზონში აღარ მოუგია.

დარჩენილ 9 ტურში ბერიძის გუნდმა მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა და საბოლოოდ “ზუგდიდთან” ერთად პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ უკანასკნელ პოზიციაზე აღმოჩნდა.

თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში იყო რამდენიმე იმედისმოცმემი მატჩიც. “ვიტელებმა” თბილისის “დინამოს” ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და მხოლოდ მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ. ნამდვილიდ ბრძოლა გაუმართეს “ზესტაფონს” (2:3), ხოლო პირველი წრის ბოლო ტურში გორის “დილას” არ მისცეს ზამთრის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შესაძლებლობა და მეტოქეს მნიშვნელოვანი ქულები წაართვეს (2:2).

10732630_1514465362144093_662564638_o

დადებითი იყო საქართველოს თასზე ასპარეზობც. “ვიტ ჯორჯიამ” წლეულს “გაგრას” და “სიონის” ძლევით ორი ეტაპი გადალახა და 1/4 ფინალში “სპარტაკს” დაუპირისპირდება.

პირველ ეტაპზე გუნდის შემადგენლობში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ელგუჯა ლობჯანიძე იყო. მართალია, ფორვარდმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, თუმცა გუნდის თამაშში საკმაოდ მნიშვენლოვანი ფიგურა იყო. საინტერესოდ წარმოიჩინა თავი ლევან საბაძემ, რომელიც გუნდს დაცვაშიც და ნახევარდაცვაშიც ეხმარებოდა, თუმცა შუა ხაზში უფრო პროფუქტიული იყო და 3 გოლით პირველ წრეში გუნდის საუკეთესო მეგოლეც გახდა.

“ვიტ ჯორჯიამ” მეორე ეტაპისთვის მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და საზოგადოებას ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის გეგმებიც გააცნო.

ვიტ ჯორჯიამ ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი დაგეგმა

დღეიდან, საფეხბურთო კლუბი “ვიტ ჯორჯია” ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის იწყებს სამზადისს.

მზადებას შეუდგებიან შემდეგი ფეხბურთელები:

მეკარეები: ჯონი შეროზია, დანტე ჩალიგავა, ლევან ისერგიშვილი

მცველები: ბექა ასკილაშვილი, გიორგი გეთიაშვილი, ვაჟა მერაბიშვილი, გიორგი კალანდია, ლევან საბაძე, რევაზ ჩიტიშვილი, ბესო მურუსიძე, გოგა დანელია, გიორგი გიორგაძე, ლუკა თათხაშვილი

ნახევარმცველები: ბადრი დემეტრაშვილი, ნიკოლოზ მაისურაძე, ვანო კურდღელაშვილი, ირაკლი ღიბრაძე, ვალიკო გახარია, შოთა დავლაშელიძე, ერეკლე ლებანიძე

თავდამსხმელები: ერეკლე ხვისტანი, ელგუჯა ლობჯანიძე, ნიკოლოზ დადიანი, ლევან კუხალეიშვილი, მათე კვირკვია, კახა კახაბრიშვილი

გარდა ამისა ცნობილია სპარინგ- მატჩების განრიგი:

17.01.2015 – ვიტ ჯორჯია – მარკ სტარსი (მეორე ლიგა)
20.01.2015 – ვიტ ჯორჯია – დილა (გორი)
25.01.2015 – ვიტ ჯორჯია – დინამო (თბილისი)
28.01.2015 – ვიტ ჯორჯია – სიონი (ბოლნისი)
31.01.2015 – ვიტ ჯორჯია – ლიახვი (ცხინვალი) (მეორე ლიგა)
06.02.2015 – სარეზერვო დღე (მიმდინარეობს მოლაპარაკება სპარინგ პარტნიორთან)
12.02.2015 – ვიტ ჯორჯია – ჩიხურა (საჩხერე)

მეორე შემადგენლობის და გასინჯვაზე მყოფ ფეხბურთელებისთვის იგეგმება 4 ამხანაგური მატჩი.

იანვარში გუნდს შეუერთდებიან სინჯებზე მყოფი ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომელთა კლუბში ჩარიცხვის საკითხი გადაწყდება ამხანაგური მატჩების შემდეგ. მათ ვინაობას კლუბი მოგვიანებით გააჟღერებს.

„დინამო“ ისევ დამარცხდა, „დილამ“ მცხეთაში ვერ მოიგო

საქართველოს ჩემპიონატის მე-15 ტური საინტერესო შედეგებით დასრულდა.

შაბათს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ცხინვალის „სპარტაკი“ ფოთის „კოლხეთს“ შეხვდა და ანგარიშით 1:2 დაამარცხა, ხოლო ბათუმის „დინამოსა“ და ქობულეთის „შუქურას“ შორის აჭარული დერბი გატანილი გოლების გარეშე დამთავრდა.

დღეს კი, ცენტრალური მატჩი ივანწმინდაში გაიმართა, სადაც „ჩიხურამ“ თბილისის „დინამო“ მიიღო. ამ მატჩის წინ მასპინძლებმა „სამტრედიასთან“ 0:1 წააგეს, „დინამომ“ კი შინ „გურიას“ ანგარიშით 1:2 დაუთმო.

საბოლოოდ, 44-ე წუთზე თორნიკე მუმლაძის ერთადერთი გოლის წყალობით, მატჩი „ჩიხურას“ გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს მომენტები მრავლად არ ჰქონია. როგორც საჩხერლებმა, ისე თბილისელებმა ზუსტად კარის მიმართლებით მხოლოდ ორჯერ დაარტყეს.

ამ გამარჯვებით „ჩიხურამ“ 22 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზე აიწია. „დინამო“ 29 ქულით პირველ ადგილზე მხოლოდ იმის წყალობით დარჩა, რომ გორის „დილამ“ გასვლაზე „ვიტ-ჯორჯიას“ დამარცხება ვერ მოახერხა – „მცხეთა პარკზე“ შემდგარი შეხვედრა საინტერესო გამოდგა და ანგარიშით 2:2 მორჩა, რითაც გორელები დინამოელებს ქულით მიუახლოვდნენ. აღსანიშნავია, რომ 3 ქულა ამ ტურში სამეულის კიდევ ერთმა წევრმა ვერ მოიპოვა – მარტვილის „მერანისა“ და „სამტრედიას“ მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ამჟამად სამტრედიელებს 25 ქულა აქვთ.

სხვა შეხვედრების შედეგები:

„ტორპედო“ – „მეტალურგი“ 0:1
„ზუგდიდი“ – „ზესტაფონი“ 0:0
„გურია“ – „სიონი“ 0:0

ამით 2014 წელს გუნდებმა ეროვნულ ჩემპიონატში თავისი ბოლო მატჩები ჩაატარეს. მიმდინარე წელს გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, თუ ვინ გახდება სუპერთასის გამარჯვებული. შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს სუპერთასისთვის ერთმანეთს კვლავ თბილისის „დინამო“ და „ჩიხურა“ შეხვდებიან. შარშან სუპერთასზე ამ გუნდების დაპირისპირება მიხეილ მესხის სტადიონზე საჩხერელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა, ხოლო მაისში თასის ფინალი „დინამომ“ 2:1 მოიგო.

“ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელმა მძღოლს კლუბის პრეზიდენტის ხმით დაურეკა (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ძალიან სახალისო ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ურეკავს მძღოლს “ვიტ ჯორჯიას” ერთ-ერთი ფეხბურთელი კლუბის პრეზიდენტის, გურამ რუხაძის ხმით.

მეტალურგმა მცხეთაში მოიგო

დღეს, “მცხეთა პარკზე” უმაღლესი ლიგის მე-13 ტურის ფარგლებში “ვიტ ჯორჯიას” რუსთავის “მეტალურგი” ესტუმრა და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

სტუმრებმა აგრესიულად დაიწყეს და ანგარიში მატჩის დეიუტში, მე-6 წუთზე გახსნეს. შეროზიასთან პირისპირ გასულ გელაშვილს გატანა არ გასჭირვებია – 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ “ვეტერინარები” გააქტიურდნენ და რამდენიმე მომენტიც შემქნეს, თუმცა გატანასთან ახლოს უფრო რუსთეველები იყვნენ. მეკარესთან პირისპირ კვლავ გელაშვილი გავიდა და მეტოქის კარს მცირე მანძილით ააცილა. მაგრამ, რუსთაველმა ფორვარდმა საკუთარი შეცდომა რამდენიმე წუთში გამოასწორა და 39-ე წუთზე მეორედ დალაშქრა შეროზიას კარი.

მეორე ნახევარში რუსთაველებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებაზე გააკეთეს აქცენტი. ტერიტორიული უპირატესობა “ვიტ ჯორჯიამ” მოიპოვა, თუმცა ხიფათის შექმნა ბერიძის შეგირდებმა თამაშის ბოლომდე პრაქტიკულად ვერ მოახერხეს. “მეტალურგმა” კი რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა განახორციელა. საერთო ჯამში მეორე ნახევარი საკმოდ მოსაწყენი გამოდგა.

საბოლოოდ პირველ ტაიმში დაფიქსირებული შედეგი საფინალო აღმოჩნდა. რუსთაველებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს, “ვიტ ჯორჯიას” მოუგებელი სერია ჩემპიონატის თამაშებში კი უკვე 7 შეხვედრას ითვლის.

ვიტ ჯორჯია 0-2 მეტალურგი

გოლები: გელაშვილი 7′ ; 39′ 

ვიტ ჯორჯია: შეროზია, თათხაშვილი, გეთიაშვილი, კალანდია, მაისურაძე, დავლაშელიძე, გახარია, კურდღელაშვილი, კახაბრიშვილი, ლობჯანიძე, საბაძე.

სათადარიგეობი: ჩალიგავა, დანელია, ჩიტიშვილი, ხვისტანი, დემეტრაშვილი, ლეანიძე, კუხალეიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

მეტალურგი: ბედიაშვილი, ქავთარაძე, ჯოხაძე, ნარიმანიძე, კილასონია, კაკაშვილი, მიქაუტაძე, კიტეიშვილი, გელაშვილი, ცნობილაძე, ექვთიმიშვილი.

სათადარიგოები: ბეგიაშვილი, სიხარულიძე, ბიწკინაშვილი, ვასაძე, ტორონჯაძე, მჭედლიშვილი, ალავერდაშვილი. 

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

ვიტ ჯორჯია-მეტალურგი_0864653 კახა კაკაშვილი_078956 კახა კაკაშვილი_0789542 გიორგი კილასონია_0857 გიორგი ქავთარაძე-07123474 ვიტ ჯორჯია-მეტალურგი_08646

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები 

“ზესტაფონის” გამარჯვება “მცხეთა-პარკზე”

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის შეხვედრები. ქალაქ მცხეთის სტადიონ “მცხეთა-პარკზე” თბილისის ”ვიტ-ჯორჯიამ” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.

ფეხბურთის ის მოყვარული, რომელიც ეროვნული საფეხბურთო პირველობის დღეს მცხეთაში გამართულ შეხვედრას დაესწრო, ნამდვილად არ ინანებდა სიცივეში, ქარსა და წვიმაში გატარებული 2 საათის გამო. დედაქალაქელმა ვეტერინარებმა და საქართველოს ორგზის ჩემპიონმა ზესტაფონელებმა ქომაგსა და მატჩზე მყოფ სპეციალისტებს ნამდვილი საფეხბურთო “თრილერი” შესთავაზეს…

იმის მიუხედავად, რომ მატჩის პირველი წუთები სტუმართა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა მოახერხეს – ზემოიმერელთა საჯარიმო მოედნის სიახლოვეს 15-ე წუთზე დანიშნული სტანდარტი ოსტატური დარტყმით გოლად ლევან საბაძემ აქცია.

მოვლენათა ასეთ განვითარებას ზესტაფონელთა კიდევ უფრო გააქტიურება მოჰყვა, თუმცა 26-ე წუთზე მათ მეორე გოლიც გაუშვეს – თბილისელთა სწრაფი კონტრიერიში შეტევის მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოს მიმართულებით გაკეთებული გადაცემითა და ლევან საბაძის კიდევ ერთი გოლით დასრულდა. შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძლებმა კომფორტული უპირატესობით 2-0 მოიგეს.

უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩენილმა სტუმრებმა მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყეს და უკვე ტაიმის დებიუტში, კერძოდ 49-ე წუთზე, მათ პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს – ჯაბა დვალის დარტყმა უნაკლო გახლდათ. მარგველები ანგარიშში სხვაობის მინიმუმამდე შემცირებით არ დაკმაყოფილდნენ და მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს, რამაც შედეგი 59-ე წუთზე მოიტანა – ჯაბა დვალის კიდევ ერთი ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიში საყაიმო გახდა.

“მცხეთა-პარკის” ტრიბუნებზე მყოფი ზესტაფონელი გულშემატკივრის გამამხნევებელი შეძახილებით შეგულიანებულმა სტუმრებმა ბედის ძიება ისევ შეტევაში განაგრძეს და 70-ე წუთზე თავისას მიაღწიეს კიდეც – იმერელთა ხანგრძლივი, რამდენიმეფაზიანი შეტევის ზუსტი დარტყმით დასრულება მოედანზე შეცვლაზე შესულმა თორნიკე კაპანაძემ მოახერხა.

დღევანდელი დაპირისპირების დასკვნითი ნაწილი დაძაბული გამოდგა. მასპინძლები მატჩის გადარჩენას კი შეეცადნენ, თუმცა მეორე ტაიმში სასიკეთოდ “სახეშეცვლილი” სტუმრების კართან განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი მომენტების შექმნა გაუჭირდათ. თავის მხრივ, მარგველებს საკუთარი უპირატესობის კიდევ უფრო გაზრდის რამდენიმე კარგი შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა მატჩის ეპილოგში მეტი გოლი არ გასულა. ზესტაფონელებმა, რომლებმაც ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში ზედიზედ 5 ფრე ითამაშეს, თვენახევრიანი პაუზის შემდეგ გამარჯვება იზეიმეს – 3-2.

FCZestafoni.GE

“ზესტაფონის” მორიგი მეტოქე – ორგზის ჩემპიონი ვეტერინარები

კვირას, 2 ნოემბერს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული საფეხბურთო პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” სტადიონ “მცხეთა-პარკზე” ესტუმრებიან.

თბილისის “ვიტ-ჯორჯიას” და საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” დაპირისპირებათა ისტორია იმერელთათვის სადებიუტო 2004-2005 წლების სეზონში იღებს სათავეს. ამ გუნდების შეხვედრები ტრადიციულად პრინციპული ხასიათისა გახლავთ, ყოველთვის ძალიან დაძაბულად და უკომპრომისოდ მიმდინარეობს… რაც შეეხება გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიას, აქ უპირატესობას სხვადასხვა წლებში ხან ერთი მხარე ეუფლებოდა ხოლმე, ხანაც მეორე…

პირველ წლებში თვალშისაცემი იყო ძალთა სრული თანაფარდობა, რომელიც ვეტერინართა აღზევების პერიოდში თანდათანობით დაირღვა. თბილისური კლუბისათვის მეორე საჩემპიონო სეზონში (2008-2009 წლების პირველობა) თბილისელებმა ზედიზედ 3 შეხვედრა მოუგეს ზესტაფონელებს და პირადი შეხვედრების სტატისტიკაში გარკვეული “ჰანდიკაპიც” შეიქმნეს. ზემოიმერლებმა სიტუაცია კარდინალურად 2010-2012 წლებში შეცვალეს – ორი ზესტაფონური ოქროს “ჭედვისას” მარგველებმა ხუთჯერ დაამარცხეს ოპონენტი, რასაც ბოლო ორ სეზონში მოპოვებული 2 გამარჯვება (3-2 და 2-0) მოაყოლეს და სადღეისოდ დადებითი ბალანსით თავს უკვე დასავლელები იწონებენ.

წინა პირველობის პირველი წრის შეხვედრა, რომელსაც 2013 წლის 30 ოქტომბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა, ფრედ 1-1 დასრულდა. მასპინძლები მატჩის დებიუტში საბა ლომიამ დააწინაურა, თუმცა ვეტერინარებმა ლაშა კასრაძის გოლით იხეირეს და ზესტაფონიდან ქულის წაღება მოახერხეს. მეორე წრის შეხვედრა კი მიმდინარე წლის 2 მარტს მცხეთაში გაიმართა და გიორგი კუხიანიძის დუბლის წყალობით სტუმრებმა სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

სულ, ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და თბილისის “ვიტ-ჯორჯიას” ერთმანეთში 27-ჯერ უასპარეზიათ. აქედან 12 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 5 დასრულდა ფრედ, 10 კი მოიგეს ვეტერინარებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 42:36 იმერელი ფეხბურთელების სასარგებლოდ.

რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებას, ვეტერინართა და მარგველთა გზები აქ ორჯერ გადაიკვეთა – თასის 2005-2006 წლების გათამაშების ნახევარფინალში ზესტაფონელებმა ორჯერ (2-1 და 3-1) დაამარცხეს მეტოქე, ხოლო 2009-2010 წლების გათამაშების მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში სოლიდურ გამარჯვებას (3-0) მეორე მატჩში დამატებით დროში მარცხი (0-4) მოაყოლეს…

საინტერესოა ის, რომ “ვიტ-ჯორჯიას” კარში ზესტაფონელთაგან ყველაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილს გაუტანია – თავის დროზე სწორედ ვეტერინართა რიგებიდან იმერულ კლუბში მოსულ ფეხბურთელს ყოფილი კლუბის ბადე 9-ჯერ აქვს შერხეული. მეორე შედეგი აქვს ნაჩვენები გოგი ფიფიას – 4 გატანილი გოლი…

“ვიტ-ჯორჯიასთან” 2 ნოემბერს მცხეთაში გასამართი შეხვედრა, რომელსაც თბილისელი ფიფას არბიტრი გიორგი ვადაჭკორია იმსაჯებს, 14:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.

FCZestafoni.GE

დინამომ ვიტ ჯორჯიას სძლია

დღეს, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრაში “ვიტ ჯორჯიამ” “მცხეთა პარკზე” თბილისის “დინამოს” უმაპისნძლა. შეხვედრა საგოლე მომენტები სიუხვით არ გამოირჩეოდა და საბოლოოდ სტუმართა მინიმალური გამარჯვებით, 0:1 დასრულდა.

მატჩის სასტარტო წუთები “დინამოს” ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა რეალური მომენტის შექმნა გოგიჩაიშვილის შეგირდებმა ვერ შესძლეს. აი, მასპინძლებს კი გოლის გატანის შანსი ორჯერ ჰქონდათ. ორივე შემთხვევაში ხიფათი კვირკვიას გარღვევას მოჰყვა, რომლის ჩაწოდების შემდეგ ჯერ თოთაძემ მოიგერია უხერხულად და ავტოგოლს გადაურჩა, შემდეგ კი ვიტელთა შემტევის დარტყმა მცირე მანძლით ასცდა “დინამოს” კარს.

მასპინძლებმა თამაში გაათანაბრეს, თუმცა გოლი “დინამომ” გაიტანა. შეტევაში ჩართულმა კაკაბაძემ საჯარიმოში კარგი ჩაწოდება განახორციელა სადაც შორეულ ძელთან ბურთს ჩისკო დახვდა და 36-ე წუთზე საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. გაშვებული გოლის შემდეგ “ვიტ ჯორჯია” გააქტიურდა, თუმცა განსაკუთრებული ხიფათი ამას არ მოჰყოლია.

თამაშის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. მასპინძელბი გოლის გატანას ცდილობდნენ, სტუმრები კი მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას, რაც საბოლოოდ გამოუვიდათ კიდევ.

თუმცა, არავინ იცის მოვლენები როგორ განვითარდებოდა 65-ე წუთზე მიგინეიშვილთან პირისპირ დარჩენილ ლობჯანიძეს მომენტი რომ გამოეყენებინა. ვიტელთა შემტევის დარტყმა ძელმა მოიგერია და “ვეტერინარებმაც” შეხვედრის ყველაზე რეალური შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან.

დარჩენილ წუთებში ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა და რამდენიმე გამონაკლისის გარდა მომენტები ფაქტობრივად აღარ შემქნილა. “დინამომ” ზედიზედ ორი ფრის შემდეგ საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერობა განიმტკიცა.

 

ვიტ ჯორჯია  0:1  დინამო თბილისი

გოლი: 0:1 ჩისკო 36’ 

ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი, მურუსიძე (გახარია 81), დავლაშელიძე, მაისურაძე, ღიბრაძე, კურდღელაშვილი (კახაბრიშვილი 62), ლობჯანიძე (თათხაშვილი 84), კვირკვია

დინამო: მიგინეიშვილი, კაკაბაძე, თოთაძე, ჭანტურია, მჭედლიშვილი, პარუნაშვილი, პაპავა, ლობჟანიძე (ცინცაძე 73), ძარია, ჩირგაძე (საბანაძე 84), ჩისკო (პაპუნაშვილი 58)

დინამოელები ვიტ ჯორჯიასთან სათამაშოდ ემზადებიან

ხვალ მცხეთაში, მცხეთა პარკი საქართველოს პირველობის მეცხრე ტურის მატჩს უმასპინძლებს. ვიტ ჯორჯიასა და დინამოს შორის შეხვედრა 15.00 საათზე დაიწყება. თბილისელები, რომელთაც სანაკრებო მატჩების შემდეგ ფეხბურთელები დაუბრუნდნენ, განაგრძობენ ხვალინდელი მატჩისთვის მზადებას. დღეს კახი გოგიჩაიშვილმა ფეხბურთელები დიღმის ბაზაზე ავარჯიშა. დინამო TV გთავაზობთ წვრთნის ამსახველ ვიდეო სიუჟეტს.

FCDinamo.GE