კევინ დე ბრუინი თვლის, რომ მის მიმართ ჟოზე მოურინიო უსამართლო იყო. როგორც იცით, კევინ დე ბრუინი “ვოლფსბურგში” გადასვლამდე “ჩელსის” ღირსებას იცავდა, თუმცა ჟოზე მოურინიომ მისი გუნდიდან გაშვება გადაწყვიტა.
“მან ყველა შემტევი ნახევარმცველი მასთან მიიხმო. მან მისი 6 ფეხბურთელის სტატისტიკური მონაცემები გვაჩვენა – ასისტები, გოლები, პასების სიზუსტე, დრიბლინგი. მას იმის დამტკიცება უნდოდა, რომ მე სხვების დონეზე ვერ ვთამაშობდი.
მე კი მარტივად ვუპასუხე: ‘ვწუხვარ, მაგრამ ეს ლოგიკური არ არის. მე სხვებთან შედარებით გაცილებით ნაკლები სათამაშო დრო მაქვს. როგორ შეიძლება ასეთი შედარება?’ ჩემი გადმოსახედიდან ეს დიდი უსამართლობა იყო.
იმ ხალხმა, რომელიც მე კარგად მიცნობს, სიმართლე იცის. რამოდენიმე თვის შემდეგ, “ვოლფსბურგის” მთავარი ფეხბურთელი გავხდი და მსოფლიო ჩემპიონატზეც კარგად ვითამაშე. ვინ აღმოჩნდა მართალი? მე მხოლოდ ფეხბურთის თამაში მინდა. სკამზე ჯდომით ბედნიერი ვერ ვიქნები.
მის მიერ ბუქარესტში გამართული პრეს კონფერენციის შემდეგ უფრო ბევრს ვშრომობდი, დასვენების დღეებშიც კი. თუმცა ჩემი სიტუაცია არ შეცვლილა. შემდეგ კი მეგობრულად ვუთხარი მას: ‘გთხოვ, წასვლის უფლება მომეცი’.
მოურინიომ კი მითხრა, რომ ჩემ გაშვებას არ აპირებდა, არც არენდით – ‘შენ კარგი ფეხბურთელი ხარ’. მაგრამ მეტი რა უნდა გამეკეთებინა.
“ჩელსის” ჩემი დაბრუნება სურდა, დარჩენაც კი, თუმცა ყველაფერი საკმარისად გამოვცადე. წასვლა მინდოდა.”