როგორი პენალტი დაარტყა ჩორლუკამ “ზენიტთან” პენალტების სერიაში (ვიდეო)

12 ივლისს, რუსეთის სუპერთასის მატჩში ერთმანეთს სანქტ-პეტერბურგის” ზენიტი” და მოსკოვის “ლოკომოტივი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, საქმე კი პენალტების სერიამდე მივიდა.

პენალტების სერიაში “ზენიტმა” ანგარიშით 4:2 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ “ლოკომოტივის” კაპიტანმა ვედრან ჩორლუკამ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა.

როგორ გაითამაშეს ჰალკმა და მისმა თანაგუნდელმა საჯარიმო (ვიდეო)

12 ივლისს, რუსეთის სუპერთასის მატჩში ერთმანეთს “ზენიტი” და “ლოკომოტივი” დაუპირისპირდნენ, მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში სანქტ-პეტერპურგელებმა გაიმარჯვეს.

პირველი ტაიმის ბოლო წამებზე, “ზენიტის” ფეხბურთელებმა ჯარიმა ასე “გამოიყენეს”:

ჰალკის მორიგი საოცრება (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელა მორიგი სახალისო ვიდეო, რომელშიც მონაწილეობას “ზენიტის” ბრაზილიელი ლეგიონერი ჰალკი იღებს.

ჰალკის კიდევ ერთი საოცრება (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში კიდევ ერთი საინტერესო ვიდეო გავრცელდა, რომლის მთავარი გმირიც “ზენიტის” ერთ-ერთი ლიდერი ჰალკია.

ჰალკმა “ზენიტის” ვარჯიშზე ბურთი ერთი დარტყმით გაანადგურა (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რა დამართა ბურთს “ზენიტის” თავდამსხმელმა, ჰალკმა.

“არსენალს” გარაი სურს

“მეთოფეები” დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებენ.

ლონდონის “არსენალი” დაინტერესებულია “ზენიტის” მცველის დამატებით, რომლის ნაკრებიც კოპა ამერიკაზე წარმატებით გამოდის.

წყაროს თანახმად, ლონდონური გუნდი მზადაა არგენტინელ მცველში 13 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, რომელსაც პერ მერტესაკერის შემცვლელად მოიაზრებენ.

გასულ სეზონში, ეზეკიელ გარაიმ რუსეთის ჩემპიონატში 26 მატჩი ჩაატარა. გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა სამი ასისტი.

„ზენიტის“ პრესატაშემ ვიტსელის „მილანში“ ტრანსფერის შესახებ ისაუბრა

სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ პრესატაშემ დიმიტრი ცინერმანმა „სპორტ ექსპრესთან“ ინტერვიუში ნახევარმცველ აქსელ ვიტსელის „მილანში“ შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ფეხბურთელი „ზენიტის“ ეკუთვნის, ამიტომაც კლუბის გარეშე მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია. მედია უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში მის „იუვენტუსში“ ან „მილანში“ ტრანსფერის შესახებ აწერს. არ ვიცი, საიდან ჩნდება მსგავსი ინფორმაცია, მაგრამ ამ მომენტისთვის „ზენიტს“ ვიტსელთან დაკავშირებით წინადადება არ მიუღია. შესაბამისად, კლუბს მოლაპარაკება არავისთან აქვს.

აქსელი ძალიან ნიჭიერი და ძვირადღირებული ფეხბურთელია, რომელიც ფორმის პიკში იმყოფება. მისი სატრანსფერო ფასის გათვალისწინებით, „ზენიტი“ მოლაპარაკებას, ალბათ, არ დაიწყებს“, – განაცხადა „ზენიტის“ პრესატაშემ.

გარკვეული ინფორმაციით, კონტრაქტის მიხედვით, ვიტსელის სატრანსფერი ფასი ას მილიონ ევროს შეადგენს.

ვიტსელი “მილანში” გადასვლასთან ახლოსაა

შესაძლოა, აქსელ ვიტსელმა “მილანთან” ხელშეკრულება დღეს გააფორმოს.

Calciomercato-თქმით, “მილანი” ბელგიელ ნახვარმცველს იმატებს. წყაროს ცნობით, ყველანაირი გადაწყვეტილება დღეს მიიღება.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ “როსონერის” “ზენიტის” 26 წლის შუახაზელი 30 მილიონი ევრო დაუჯდება.

გასულ სეზონში, ვიტსელმა რუსეთის ლიგაში 28 მატჩი ჩაატარა და ოთხჯერ გაიტანა.

მანჯუკიჩი რუსეთში გადადის?

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა, შესაძლოა, კარიერა რუსეთში განაგრძოს.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემის „ლა გაძეტა დელო სპორის“ ჟურნალისტი კარლო პაუდიზა წერს, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ხელმძღვანელობა ხორვატის სანაცვლოდ ესპანურ კლუბს 28 მილიონ ევროს სთავაზობს. აღნიშნული წინადადება „ატლეტიკოსთვის“ ყველაზე მისაღები უნდა იყოს.

„ზენიტთან“ ერთად მანჯუკიჩისთვის „ლივერპული“, „მონაკო“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ვოლფსბურგი“ და „არსენალი“ იბრძოლებენ

“ამკარის” ფეხბურთელის “რაკეტა” “ზენიტის” წინააღმდეგ (ვიდეო)

23 მაისს, რუსეთის ჩემპიონატში “ამკარმა” საკუთარ მოედანზე “ზენიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე ალექსანდრ კოლომეიცევმა გაიტანა.

ჰალკმა “უფას” ჯარიმა 27 მეტრიდან გაუტანა (ვიდეო)

17 მაისს, რუსეთის ჩემპიონატში “უფამ” საკუთარ მოედანზე “ზენიტი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

შეხვედრაში პირველი გოლი 32-ე წუთზე, ბრაზილიელმა ჰალკმა გაიტანა.

ჰალკმა “სევილიას” წარმოუდგენელი გოლი გაუტანა (ვიდეო)

23 აპრილს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, “ზენიტსა” და “სევილიას” შორის გამართულ მატჩში, ჰალკმა მეტოქის კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.