26 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “არსენალსა” და “ქუინს პარკ რეინჯერსს” შორის გამართულ შეხვედრაში ოლივიე ჟირუს მთავარმა არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა.
ჭდე: ჟირუ
ფეხბურთის ვარსკვლავებმა ანრის მადლობა გადაუხადეს (ვიდეო)
როგორც იცით, ტიერი ანრიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე საათში, ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ უხდიან მადლობას ფეხბურთის ვარსკვლავები ფრანგ თავდამსხმელს.
“ვესტ ბრომვიჩის” მეკარემ ჟირუ ვერ მოატყუა, ჟირუმ გოლი ვერ გაიტანა (ვიდეო)
29 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ვესტ ბრომვიჩსა” და “არსენალს” შორის გამართულ მატჩში ბენ ფოსტერმა შეცდომა დაუშვა, ამის გამოყენება კი ოლივიე ჟირუმ ვერ მოახერხა.
პატარა ვალბუენა, დიდი ჟირუ
20 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატზე, საფრანგეთის ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა. ფრანგების ერთ-ერთი გოლის აღნიშვნას კი დიდი გამოხმაურება მოყვა.
ოლივიე ჟირუს ულამაზესი გოლი ნორვეგიის ნაკრების კარში
27 მაისს, საფრანგეთისა და ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ფრანგთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.
აღნიშნულ შეხვედრაში ოლივიე ჟირუს მიერ გატანილი გოლი საკმაოდ ლამაზი გამოდგა.
ტოპ 10: ფეხბურთელების “სელფი”
საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ ფეხბურთელების მიერ გადაღებული “სელფები” გამოაქვეყნა.
10. ნიკლას ბენდტნერი
9. დავიდ ლუისი
8. ლუის სუარესი
7. დევიდ ბექჰემი
6. ლუკაშ პოდოლსკი
5. დიდიე დროგბა
4. ნეიმარი
3. ჯეკ უილშირი
2. მარიო ბალოტელი
1. ოლივიე ჟირუ
ჟირუს თავი თამაშგარე მდგომარეობაში ეგონა და…
30 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “კარდიფმა” საკუთარ მოედანზე “არსენალი” მიიღო.
აღნიშნულ შეხვედრაში კურიოზული რამ მოხდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ოლივიე ჟირუს თავი თამაშგარე მდგომარეობაში ეგონა, რის გამოც ძალიან ხელსაყყრელი მომენტი გაანიავა.
ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელები ბავშვობაში
ჟირუმ მეკარეს ბურთი წაართვა და ისე გაიტანა
პრემიერლიგის XII ტურში, „არსენალსა“ და „საუთჰემპტონს“ შორის გამართულ მატჩში პირველი გოლი ოლივიე ჟირუმ გაიტანა. „მეთოფეთა“ ფრანგმა თავდამსხმელმა მეტოქე გუნდის კიპერ არტურ ბორუცს ბურთი აართვა და ცარიელ კარში გაიტანა.
გთავაზობთ გოლის ვიდეოს.
ჟირუ: “კრისტალ პალასს” დიდ ყურადღებას ვუთმობთ”
ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ აცხადებს, რომ “მეთოფეები” “კრისტალ პალასთან” გასამართ შეხვედრას დიდ ყურადღებას უთმობენ.
შეგახსენებთ, რომ “კრისტალ პალასსა” და “არსენალს” შორის მატჩი 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.
“კრისტალ პალასს” ბევრი პრობლემა ჰქონდა, ამიტომ ეს გუნდი შეეცდება, რომ საკუთარ მოედანზე ბოლომდე დაიხარჯოს და სასურველ შედეგს მიაღწიოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეტოქე მე-19 ადგილზე იმყოფება, მატჩს დიდ ყურადღებას ვუთმობთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი სამი ქულის მოპოვებაა. “ბორუსიასთან” განცდილი მარცხი მომავალ შეხვედრაში გამარჯვებით უნდა დავივიწყოთ”, – ამბობს ჟირუ.
დიტო ჭიჭინაძე
“ბორუსიამ” ლონდონში მოიგო
22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მომდევნო ტურის მატჩები გაიმართა. F ჯგუფში, ლონდონის “არსენალმა” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსია” მიიღო.
ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა, დორტმუნდელთა სომეხმა ლეგიონერმა, ჰენრიხ მხითარიანმა “არსენალის” კარი ზუსტი დარტყმით აიღო.
“არსენალმა” ანგარიშის გათანაბრება პირველი ტაიმის დასრულებამდე, ოთხი წუთით ადრე მოახერხა – “ბორუსიას” კარში გოლი ოლივიე ჟირუმ გაიტანა.
შეხვედრის საბოლოო შედეგი 82-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც გროსკოიცის ჩაწოდების შემდეგ, დორტმუნდელთა პოლონელმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ მეტოქის კარი დალაშქრა.
“არსენალი” – “ბორუსია” 1:2
“ემირეითს სტედიუმი”, 60011 მაყურებელი
“არსენალი”: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, გიბსი, კოშელნი, როსიცკი (გრანბრი 89′), იოზილი, არტეტა, უილშირი (კასორლა 58′), რემსი (ბენდტნერი 86′), ჟირუ.
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
“ბორუსია”: ვაიდენფელერი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, შმელცერი, შაჰინი, ბლაშიკოვსკი (აუბამეიანგი 66′), ბენდერი, მხითარიანი (ჰოფმანი 66′), როისი (პაპასტატოპულოსი 87′), გროსკოიცი, ლევანდოვსკი.
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი.
გოლები: ჟირუ 41′ – მხითარიანი 16′, ლევანდოვსკი 82′.
გაფრთხილებები: როსიცკი 51′, იოზილი 85′ – ჰუმელსი 22′, ლევანდოვსკი 64′, ბენდერი 70′.
მთავარი მსაჯი: იონას ერიქსონი.
დიტო ჭიჭინაძე