ჭდე: ჟოზე მოურინიო
მოურინიომ სუპერთასის შესაძლო წაგების შესახებ ისაუბრა
ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელა ჟოზე მორუნიომ „არსენალთან“ ინგლისის სუპერთასის მატჩის შესახებ ისაუბრა.
„ყველაფერი კარგადაა, ჩვენ რიგზე ვართ. ფრენა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. ლონდონში ორშაბათის დილიდან ვართ.
სუპერთასის მატჩი საშუალო დონის შეხვედრაა. ეს არც ამხანაგური თამაშია და არც პრემიერლიგის თამაშია.
„ნიუ-იორკ რედ ბულსთან“ დავმარცხდით, რის გამოც გული დაგვწყდა. ნორმალურია, რომ ყოველთვის შედეგზე ვთამაშობთ და სუპერთასისთვის სხვანაირი მოტივაცია გვაქვს. ის ასეთი არაა, როგორც ამხანაგურ შეხვედრებში.
მსურს, ჩემმა კლუბმა საუკეთესო შედეგს მიაღწიოს. მეტოქესა და მის მწვრთნელს მნიშვნელობა არ აქვს.
ვენგერის 13-მატჩიანი წაუგებელი სერია? ფეხბურთში ყველანირი შედეგისთვის მზად უნდა იყო. „არსენალთნ“ მოგების შემდეგ განსაკუთრებული სიხარული არ მიგრძვნია. დრამას არ დავდგამ, თუ ერთხელ დავმარცხდებით.
„არსენალი“ ტოპ გუნდია. ორი წლის წინ, როდესაც ინგლისში დავბრუნდი, „მეთოფეთა“ სახით კარგი კოლექტივი შემხვდა. ახლა იგივე სიტუაციაა. მათ ყოველთვის კარგი მეკარეები ჰყავდათ, ახლა კი კიდევ ერთი დაემატა“, – განაცხადა მოურინიომ.
ჟოზე მოურინიომ რაფაელ ბენიტესს შეუტია
ჟოზე მოურინიომ რაფაელ ბენიტესს შეუტია
“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა კრიტიკას უპასუხა.
რაფალე ბენიტესის მეუღლემ, მონტსე სეარამ განაცხადა, რომ მის ქმარს ყოველთვის უწევდა ჟოზე მოურინიოს არეულ გუნდში სიტუაციის დალაგება, ჟოზემ კი ქალბატონს შემდეგნაირად უპასუხა.
“ქალები ყოველთვის გამოირჩევიან დაბნეულობით. რაფაელ ბენიტესი ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, “ინტერის” ექვს თვეში განადგურება მოახერხა”.
“ვფიქრობ, მან თავდაპირველად მისი მეუღლის დიეტაზე უნდა იფიქროს. ამის შემდეგ, შეუძლია ცოტა დრო მეც დამითმოს,”-აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.
საუკეთესო მწვრთნელები, რომელთაც ნაკრებში არასდროს უმუშავიათ
ფეხბურთს არაერთი დიდი მწვრთნელი ახსოვს, რომელსაც კარიერაში სანაკრებო დონეზე არასდროს უმუშავია. წარმოგიდგენთ ასეთი მწვრთნელების კატეგორიიდან თერთმეტ ყველაზე გამორჩეულ სპეციალისტს.
1. ბილ შენკლი „კარლაილის“, „გრიმსბის“, „უორკინგტონის“, „გადერსფილდისა“ და „ლივერპულის“ თავკაცი იყო. ჯამში მან 11 ტიტული მოიგო
2. 61 წლის მანუელ პელეგრინის ჯამში თერთმეტ კლუბთან უმუშავია. მისი მონაგარი თორმეტ მოგებულ ტიტულს შეადგენს
3. 70 წლის იუპ ჰაინკესმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. გერმანელი სპეციალისტი იმ თვრამეტ მწვრთნელს შორისაა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მინიმუმ ორჯერ მოიგო
4. რაფაელ ბენიტესი საკლუბო დონეზე მუშაობას აგრძელებს – ამჯერად მან მადრიდის „რეალი“ ჩაიბარა
5. უდო ლატეკი დორტმუნდის „ბორუსიას“, „ბარსელონას“, „ბაიერნს“, მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“, „კიოლნსა“ და „შალკეს“ თავკაცობდა. ჯამში ამ კლუბებთან ერთად მან 15 თასი მოიგო. ლატეკი მიმდინარე წლის პირველ თებერვალს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
6. ბრაიან კლაფმა „ჰარტლპულთან“, „დერბისთან“, „ბრაიტონ ენდ ჰოუვთან“, „ლიდსთან“ და „ნოტინგემთან“ საერთო ჯამში 16 ტიტული მოიპოვა. კლაფი 2004 წელს გარდაიცვალა
7. არა თუ საკლუბო ფეხბურთითან, არამედ „არსენალიდან“ წასვლას არსენ ვენგერი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ გეგმავს
8. 44 წლის ხოსეპ გვარდიოლას ჯერ კიდევ ყველაფერი წინ ელის, შესაბამისად, მისი სანაკრებო დონეზე მუშაობა არ გამოირიცხება
9. 1996 წელს გარდაცვლილ ბობ პეისლის „ლივერპულთან“ ერთად, არც მეტი, არც ნაკლები, 20 ტიტული აქვს მოგებული
10. 52 წლის ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგა სამ სხვადასხვა კლუბთან მოიგო. გვარდიოლას მსგავსად, მას, დიდი ალბათობით, კიდევ არაერთი სამუშაო ადგილის შეცვლა მოუწევს. სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ პორტუგალიელმა აღიარა, რომ სიამოვნებით აშშ-ს საფეხბურთო ლიგაში იმუშავებდა
11. თავისი ცხოვრების 27 წელი ალექს ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიძღვნა. საინტერესოა, როგორი იქნებოდა სერ ალექსის გაწვრთნილი ნაკრები… სამწუხაროდ, ამას ვერასდროს გავიგებთ
მოურინიომ დე ბრუინი გააკრიტიკა
“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ ვერ მოიკიდა კევინ დე ბრუინმა “სტემოფრდ ბრიჯზე” ფეხი.
“მან.სიტი” მზადაა, ბელგიელ შემტევში უზარმაზარი თანხა გადაიხადოს. ლონდონელებს ერთ დროს ის ჰყავდათ, თუმცა ძალიან იაფად “ვოლფსბურგს” მიჰყიდეს.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ 24 წლის წინახაზელს კონკურენციის შეეშინდა.
“მოხარული ვარ კევინის წარმატებით, რადგან კარგი ბიჭია. მსურდა, გუნდში დარჩენილიყო, მაგრამ ვერ უმკლავდებოდა იმ კონკურენციას, რადგან “ჩელსის” მთავარ გუნდში მოსახვედრად იყო საჭირო. მე დაბალანსებული გუნდი მყავს”.
“კევინი “ჰალთან” და “მანჩესტერთან” ვათამაშე, შემდეგ ის სკამზე დავსვი და ამის გამო გაბრაზდა. ასეთი ფეხბურთელები გუნდში არ მჭირდება,”-განაცხადა მოურინიომ.
მოურინიო: „ანგარიშით 10:0 მოგება არ გამახარებდა“
„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ნიუ-იორკ რედ ბულზთან“ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ამხანაგური მატჩი შეაფასა, რომელიც ამერიკული გუნდის გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.
„კარგი სპარინგი გამოვიდა. თუ ანგარიშით 10:0 მოვიგებდით, არ გამიხარდებოდა, რადგან ადვილად გავიმარჯვებდით. სწორედ ისეთი თამაში გვჭირდებოდა, როგორიც დღეს გამოვიდა.
ცხადია, დაცვაში უკეთესად უნდა ვთამაშობდეთ. ხელიდან საკმაოდ ბევრი მომენტი გავუშვით. თუმცა ეს წინადასასეზონო მატჩია და არანაირი პრობლემა არ არსებობს. ჩვენ ტოპ გუნდი ვართ, რომელსაც უმაღლესი დონის შემსრულებლები ჰყავს. სეზონისთვის მზადება მხოლოდ ექვსი დღის წინ დავიწყეთ.
„ნიუ-იორკის“ ფეხბურთელები კარგი მეტოქეები გამოდგნენ, მათ მოტივაცია მოგვცეს. ვფიქრობ, „ჩელსისთან“ თამაშმა ისინი გაახარა“, – ციტირებს მოურინიოს „ჩელსის“ ოფიციალური ვებსაიტი.
მოურინიო: „ერთ მშვენიერ დღეს MLS-ში ვიმუშავებ“
ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მომავალში კარიერის MLS-ში გაგრძელება არ გამორიცხა. პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ მას ჩრდილოეთ ამერიკაში ფეხბურთის პროგრესი მოსწონს.
„ერთხელ ეს მოხდება, თუმცა არა უახლოეს მომავალში. კარიერის ამ ეტაპზე იქ მუშაობა ჩემთვის არ არის. ჯერ ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერლიგის დონის ტურნირებში მონაწილეობა მსურს. თუმცა, ქვეყენას, რომელშიც ფეხბურთი უყვართ, რაიმე ახალს სიამოვნებით შევთავაზებდი“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
მოურინიო მზადაა, სტოუნსის სანაცვლოდ ნებისმიერ თანხას ჩამოვიდეს
სავარაუდოდ, “ევერტონის” მცველი კარიერას “სტემფორდ ბრიჯზე” გააგრძელებს.
ცოტა ხნის წინ, “კანფეტებმა” ლონდონელებს მიანიშნა, რომ 34 მილიონზე ნაკლებში არ აპირებდნენ ახალგაზრდა მცველის გასხვისებას, ხოლო ჟოზე მზადაა გადაიხადოს ამდენი, რადგან მას 21 წლის მცველი სჭირდება.
“ახლა მისით ვინტერესდებით. ყველა კლუბი იხდის ნებისმიერ თანხას ფეხბურთელში, თუ ის მართლა აინტერესებს,”-განუცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა Sky Sports-ს.
მოურინიო: “ფალკაოს ტრანსფერი ტერისთან და კეჰილთან შევათანხმე”
“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა რადამელ ფალკაოს ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ კოლუმბიელი შემტევის შეძენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჯონ ტერისთან და გარი კეჰილთან ისაუბრა.
გუნდი უკანახაზელებმა მას უთხრეს, რომ “მანჩესტერთან” თამაშის დროს ის საოცრად მოძრაობდა და მცველებისთვის დიდი პრობლემის გაჩენა შეუძლია.
“მე გარის და ჯონს ვესაუბრე. მათი მითხრეს, რომ ფალკაოს კარგი პოზიციების შერჩევა და თანაგუნდელებისთვის სივრცეების გაჩენა შეუძლია”.
“ჩვენ ფეხბურთელებს “მანჩესტერის” წინააღმდეგ ყველაზე მეტად მასთან გამკლავება უჭირდათ. ვნახოთ როგორ ივარგებს ჩვენთვის”.
ჟოზე მოურინიომ კლუბში თავდამსხმელთა კონკურენციაზეც ისაუბრა.
“ფალკაო შეიძლება, მეორე ან მესამე ფორვარდი იყოს. მან იცის, რომ ლოიკ რემსა და დიეგო კოშტას შორის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. ჩვენ შეგვიძლია ფალკაო და კოშტა ერთმანეთს შევუწყვილოთ. ყველა გუნდს საკუთარი ტაქტიკა აქვს. თუ იგი ვან გაალს არ მოეწონა, ჰოლანდიელის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ”.
რატომ დაიმატა „ჩელსიმ“ ფალკაო? – მოურინიოს კომენტარი
ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავდამსხმელ რადამელ ფალკაოს ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
„ზოგჯერ, როდესაც ფეხბურთელს სერიოზული ტრავმა აქვს, ვერაფრის გაკეთება გამოდის. თუმცა, ჩვენ დავრწმუნდით, რომ ფალკაოს შემთხვევაში, ყველაფერი სხვაგვარადაა.
გასულ სეზონში მან გარკვეული მიზეზის გამო თავის გამოჩენა ვერ შეძლო. არიან ფეხბურთელები, რომლებიც ჩემი თავკაცობით „ჩელსიში“ ვერ თამაშობენ, მაგრამ სხვა კლუბებში ყველაფერი გამოსდით. ასე ხდება ხოლმე. თუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლამდე გაკეთებულ ოპერაციაზე ვისაუბრებთ, ვიცით, რომ ფალკაო კარგ მდგომარეობაშია. განვლილი სეზონის ანალიზი ჩვენი ამოცანა არ არის.
ვფიქრობთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას „ჩელსისთვის. დროგბას დონის ფეხბურთელის შეცსაცვლელად, გამოცდილი მოთამაშის დამატება გვჭირდებოდა. ამჟამად ფალკაოს, რემისა და კოსტას სახით სამი თავდამსხმელი გვყავს, რითიც კმაყოფილნი ვართ“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
მოურინიო: “პოგბა ნებისმიერ გუნდს გააძლიერებდა”
ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი პოლ პოგბა შეაქო და ისურვა, რომ ფრანგი ფეხბურთელი მის გუნდში თამაშობდეს. ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა პოგბა ეიფელის კოშკს შეადარა, რითაც მიგვანიშნა, რომ “ჩელსი” ამ ძვირადღირებული ფეხბურთელის დამატებას არ შეეცდება.
“პოგბა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. იგი ნებისმიერ გუნდს გააძლიერებდა. თუ ის “იუვენტუსში” დარჩება, ტურინელები კვლავ ძლიერ ძალად დარჩებიან. თუ პოგბა სხვაგან გადავა, ის გუნდი მომენტალურად გაძლიერდება.
ყველა დაინტერესებულია პოგბათი, მაგრამ არსებობს რაღაცები, რისი გაკეთებაც შეგიძლია და რასაც ვერ გააკეთებ. მე ძალიან მომწონს ეიფელის კოშკი, მაგრამ ჩემს ეზოში ვერ დავიდგამ”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს საფეხბურთო პორტალი Goal.com-ი.
პედრო მოურინიოსთან მოლაპარაკების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება
„ბარსელონას“ თავდამსხმელი პედრო როდრიგესი ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, მას „ჩელსის“ მთამარ მწვრთნელთა ჟოზე მოურინიოსთან შესაძლო კონტრაქტის შესახებ უსაუბრია.
„ჩელსის“ თავკაცთან საუბარი არ მქონია. „ბარსელონას“ მიმართ ეს უპატივცემულობა იქნებოდა. თუმცა წინადადებები მართლაც მაქვს. სიტუაცია არც ისე იოლია. „ბარსაში“ რაც შეიძლება ხშირად თამაში მსურს, თუმცა მოედანზე ნაკლები დრო მაქვს. „ბარსელონასთან“ არაერთი ტიტული მოვიგე, მაგრამ ამბიციები ჯერ კიდევ მაქვს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა პედრომ.