მოურინიო: “ჩემს ფეხბურთელებს შეშლილი ვეგონე”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა “ინტერში” გატარებული დრო გაიხსენა.

“მე მინდა ვითამაშო ”სან-სიროზე” ”ინტერის” წინააღმდეგ, შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე. კიევი? მატჩი ”კიევის დინამოსთან” არასოდეს დამავიწყდება, არასდროს დამავიწყდება ის სევდიანი სახეები,რომელიც ჩემს ფეხბურთელებს ქონდათ. მე ყველაფერს წიხლებს ვურტყავდი რაც ჩემს გარშემო იყო, შემდეგ ვუთხარი მათ, რომ თუ დავმარცხდით არ მინდოდა მათი სახეები ატირებული მენახა და დავუყვირე: თუ თქვენ გინდათ, რომ ეს არ მოხდეს უდნა დატოვოთ ყველაფერი მოედანზე. შემდეგ ვისაუბრეთ ტაქტიკაზე, ვუთხარი, რომ ჯერ დავიწყებდით 3 მცველით და შემდეგ გადავიდოდით ორ მცველზე. მახსოვს მათი სახეები, როდესაც ამ ყველაფერს ვუხსნიდი, მათ ეგონათ, რომ მე შევიშალე. ეს იყო რთული ჯგუფი, ჩვენ ვითამასეთ 3 ფრე. ერთი ”ბარსელონასთან” სან-სიროზე”, ერთი ყაზანში დაერთიც მილანში ”კიევის დინამოს” წინააღმდეგ და კიევში გვჭირდებოდა მოგება მეტოქესთან, სადაც უნდა გაგვეტანა არა ერთი ბურთი, არამედ ორი ბურთი. ეს იყო წარმოუდგენელი. ეს იყო მატჩი, სადაც ჩვენ დავიცალეთ ბოლომდე და მივაღწიეთ სასურველ შედეგს, რამაც გავლენა მოახდინა არა მარტო ჯგუფურ ეტაპზე არამედ მთლიანად სეზონზე.”-განაცხადა მოურინიომ

 

მოურინიო: “მატჩის მოგების შესანიშნავი შანსები გვქონდა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “შალკესთან” ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის სასტარტო მატჩი შეაფასა. შეგახსენებთ, ლონდონში გამართული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

“მატჩის მოგების შესანიშნავი შანსები გვქონდა, თუმცა მხოლოდ ქულა მოვიპოვეთ. საუკეთესო შედეგი არ არის, თუმცა სულ არაფერს სჯობს. მეორე ნახევარში გაშვებულ გოლზე ჩემს გუნდს ნორმალური რეაქცია ჰქონდა.

მეტოქის მიზანი სწორედ ქულის მოპოვება იყო, რაც მათ გამოუვიდათ კიდეც. “შალკეს” კარგი დაცვა და შესანიშნავი მეკარე ჰყავს. ვულოცავ მოწინააღმდეგეს რომელამც საკუთარი ამოცანა შეასრულა” – განაცხადა მოურინიომ.

მოურინიო: “რონალდუს ერთხელ უკვე ვენდე, თუმცა…”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, რომელიც ახლა “ჩელსის” უდგას სათავეში, კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა 2011/12 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი გაიხსენა, რომელშიც “სამეფო კლუბი” “ბაიერნს” ხვდებოდა. აღნიშნული დაპირისპირების ბედი პენატლების სერიაში გადაწყდა. რონალდუ კი ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო, რომელმაც 11-მეტრიანი ვერ გაიტანა და მიუნხენურ კლუბს ფინალში გასვლაში დაეხმარა.

“ნახევარფინალში მარცხი ძალიან მტკივნეულია. მითუმეტეს, როცა შენი საუკეთესო ფეხბურთელი გადამწყვეტ მომენტში ააცილებს. ფეხბურთელს ენდობი, პირველი დარტყმის შესრულების უფლებას აძლევ, თუმცა მას ვერ გააქვს. ასეთი იმედგაცრუების დავიწყება რთულია” – განაცხადა მოურინიომ.

მოურინიომ რონალდუს ჩელსიში გადაბირებაზე ისაუბრა

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ლონდონელთა მხირდან  კრიშტიანუ რონალდუსადმი ინტერესი უარყო.

“რონალდუ “ჩელსიში”? დაივიწყეთ ამის შესახებ” – განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რონალდუსადმი “ჩელსის” ინტერესზე ბრიტანულმა პრესამ გუშინ გაავრცელა ცნობები.

მოურინიო: “გვარდიოლა ფეხბურთით ვერ ტკბება”

რამდენიმე დღის წინათ მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ლონდონის “ჩელსის” თავკაცი ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა:

“ფეხბურთის სილამაზე მწვრთნელის მიერ შერჩეულ ტაქტიკაზე არის დამოკიდებული. მგონია, რომ მოურინიო საბოლოო შედეგისთვის სანახაობას სწირავს. მისთვის მხოლოდ ტაბლოზე დაფიქსირებული ციფრებია მნიშვნელოვანი. ის ფეხბურთისგან სიამოვნებას ვერ იღებს”.

მოურინიო რისი მოურინიო იქნებოდა, ეს სიტყვები უპასუხოდ რომ დაეტოვებინა.

“როდესაც შენი მუშაობა სიამოვნებას განიჭებს, თმაც არ გცვივა. გვარდიოლა მელოტია. ის ვერ ტკბება ფეხბურთით”, – ციტირებს პორტუგალიელი მწვრთნელის სიტყვებს El Confidencial-ი.

 

რონალდუს გადაბირება კიდევ ერთ ინგლისურ კლუბს სურს

Daily Express-ის ცნობით ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო “რეალიდან” კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებითაა დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბის ფეხბურთელისთვის “მანჩესტერ იუნაიტედთან” იბრძოლებს.

შეგახსენებთ, მოურინიო და რონალდუ ერთად “სამეფო კლუბში” მუშაობდნენ. თავიდან მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა ბოლო სეზონის მსვლელობისას კომუნიკაცია გართულდა. “რეალიდან” წასვლის შემდეგ მოურინიომ ხმამაღალი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ თავის დროზე “ბარსელონაში” ნამდვილ რონალდოს ავარჯიშებდა.

მოურინიომ ვან გაალზე ისაუბრა

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ლუი ვან გაალს “მანჩესტერში” წარმატებები ექნება.

“ვან გაალი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მას ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს. “მანჩესტერი” კი დიდი კლუბია. ასე რომ, ვფიქრობ, წარმატება გარდაუვალია” – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსებთ, რომ მანჩესტერელებმა პრემიერლგის სასტარტო 3 ტურში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვეს. “ჩელსი” და “მანჩესტერი” ერთმანეთს 26 ნოემბერს დაუპირისპირდებიან.

ტორესი: “მოურინიოსგან ბევრი რამ ვისწავლე”

“მილანში” განათხოვრებულმა თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა განაცხადა, რომ ლონდონის “ჩელსის” თავკაც ჟოზე მოურინიოსთან კვლავ კარგი ურთიერთობა ექნება.

“მოურინიოსთან პროფესიული ურთიერთობა მქონდა, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. როდესაც ვთქვი, რომ “მილანში” მივდიოდი, მან წარმატებები მისურვა და მითხრა, თუ როგორ უყვართ აქ ფეხბურთი. მას ჩემთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ამიტომ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ”, – ციტირებს ტორესის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი თავდამსხმელი “მილანში” იჯარის წესით უახლოეს ორ სეზონს გაატარებს.

 

რონალდუმ მოურინიოს დროს არსებულ პრობლემებზე ისაუბრა

მადრიდის “რეალის” შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობის დროს გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

“იმ მწვრთნელებთან რომლებთანაც მიმუშავია მეგობრული დამოკიდებულება მხოლოდ ალექს ფერგიუსონთან მაქვს. მიმუშავია მანუელ პელეგრინისთან და კარლო ანჩელოტისთანაც, რომელთანაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაკავშირებს. მაგრამ, ფეხბურთს მეგობრების შესაძენად კი არა, წარმატების მისაღწევად ვთამაშობ. მოურინიოს დროს იყო პერიოდები, როცა გუნდში ცუდი ატმოსფერო სუფევდა. იყო ფეხბურთელებთან და გულშემატკივრებთან დაკავშირებული რთული პერიოდები” – განაცხადა რონალდუმ.

დროგბამ ჟოზე მოურინიო გამოიწვია

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ ცივი წყალი გადაისხა და დუელში ჟოზე მოურინიო და ფიზითერაპევტი ევა კარნეირო გამოიწვია.

მოურინიო: „დიეგო კოსტას თამაშით „ჩელსის“ ფეხბურთელები გაკვირვებულები დარჩნენ“

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კლუბის ახალწვეულ დიეგო კოსტაზე ისაუბრა.

„დიეგო კოსტა ჩვენთვის კარგი გაძლიერებაა. იგი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მას საოცარი ტექნიკა გააჩნია.

ზუსტად ამიტომ ჩვენი ფეხბურთელები მისი მოსვლის კმაყოფილები არიან. მათ დაუკვირდათ, რადგან არ ეგონათ, რომ მისი სათამაშო დონე ასეთი მაღალი იქნებოდა.

ფიზიკურად დიეგო ძალიან ძლიერია და თამაშის მიმდინარეობისას ყოველთვის მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობს. როდესაც ამ ფეხბურთელის თამაშს უყურებ, რთულია, მისი შრომისმოყვარეობა არ დააფასო.

კოსტას, ტორესისა და დროგბას წყალობით შემტევი ხაზი ჩვენი ყველაზე ძლიერი რგოლია“, – განაცხადა ფეხბურთს პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

მოურინიო: „დროგბა ახალი ისტორიის დასაწერად დაბრუნდა“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გუნდში დიდიე დროგბას დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

„ის ჩვენთან დაბრუნდა იმიტომ, რომ კვლავ არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. მას კარგად ვიცნობ, როგორც ადამიანს. ვიცი, რომ ის გუნდის მიმართ ადრე გაწეული დამსახურებების შესახებ არ ფიქრობს. ის აქ მოვიდა იმიტომ, რომ ახალი ისტორია დაწეროს“, – აღნიშნა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დიდიე დროგბამ „ჩელსისთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აფრიკელი ფეხბურთელი „პენსიონერების“ ღირსებას 2004-დან 2012 წლამდე იცავდა. ამ ხნის განმავლობაში მან 341 მატჩი ჩაატარა და 157 გოლი გაიტანა. „ჩელსის“ რიგებში დროგბამ 12 ტიტული მოიგო.