ჟოზე მოურინიომ პრემიერ ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პრემიერ ლიგის ახალ სეზონზე ისაუბრა, რომელმაც ახლახან აიღო სტარტი და რომლის მიმართაც მოლოდინები საკმაოდ დიდია.

“ახალ სეზონში ტიტულისთვის შვიდი გუნდი იბრძოლებს, რომელთაგან ხუთს ევროპაშიც მოუწევს თამაში. პრემიერ ლიგის ყველა კლუბს აქვს იმის ფინანსური პოტენციალი რომ რაღაცისთვის იბრძოლოს.

ჩემთვის პრემიერ ლიგის მოგების მთავარ ფავორიტად მაინც ჩემპიონი, “ჩელსი” რჩება.

ამბობენ, რომ “ჩელსიმ” მნიშვნელოვანი ნახევარმცველი დაკარგა (მატიჩი) და ამის გამო დასუსტებულია. მაგრამ ეს პრობლემა მაშინაა, თუ სანაცვლოდ არავის ყიდულობ. მათ ბაკაიოკო და დრინქვოთერი დაიმატეს, რაც გაძლიერება უფროა,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

მოურინიო: “ჩიჩარიტოს” ყიდვა შემეძლო, თუმცა ლუკაკუზე არჩევანი ამ მიზეზის გამო გავაკეთე”

კვირას, ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, “ოლდ ტრაფორდზე” ადგილობრივი “მანჩესტერ იუნაიტედი” “ვესტ ჰემს” დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა იმით იქნება გამორჩეული, რომ “ჩაქუჩების” შეტევაში ხავიერ ერნანდესი ითამაშებს, რომელიც წარსულში “წითელი ეშმაკი” იყო.

ჟოზე მოურინიომ აღნიშნულ მატჩზე საუბრის დროს განაცხადა, რომ მას “ჩიჩარიტოს” “მანჩესტერში” დაბრუნება შეეძლო, თუმცა არჩევანი ბელგიელ რომელუ ლუკაკუზე გააკეთა.

“ხავიერს ჩემს შემადგენლობაში ყოველთვის მივესალმები, რადგან მას ძალიან ცოტა დრო სჭირდება გოლის გასატანად. თუმცა, ჩვენ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე სხვა მიმართულებით წავედით და რომელუ ლუკაკუ შევიძინეთ. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ბელგიელი მექსიკელთან შედარებით ახალგაზრდაა. ასევე, გვყავს მარკუს რეშფორდი, რომელსაც შეუძლია თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში. ამიტომ, “ჩიჩარიტოს” ყიდვაზე უარი ვთქვით,” – აცხადებს პორტუგალიელი.

ჟოზე მოურინიოს ანტირეკორდი

ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედი” ევროპის სუპერთასის ფინალურ მატჩში მადრიდის “რეალთან” დამარცხდა (1:2), რითიც პორტუგალიელმა სპეციალისტმა ანტირეკორდის დამყარება შეძლო.

საქმე იმაშია, რომ ეს ჟოზე მოურინიოს მიერ რიგით მესამედ წაგებული ევროპის სუპერთასის ფინალია, რისი მოხერხებაც აქამდე ვერავინ შეძლო.

2003 წელს მოურინიოს “პორტუ” “მილანთან” დამარცხდა (0:1), 2013 წელს კი ჟოზეს “ჩელსი” პენალტების სერიაში “ბაიერნმა” დაამარცხა (2:2; 4:5).

მოურინიო იბრაჰიმოვიჩის დარჩენაზე მიგვანიშნებს?

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის ძალიან ახლოსაა “მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენასთან.

როგორც იცით, ზლატანს უკვე ამოეწურა “წითელ ეშმაკებთან” გაფორმებული 1-წლიანი კონტრაქტი და ახლა ლაზარეთში იმყოფება, სადაც ის რეაბილიტაციის პროცესს გადის.

“იქნებ, ის მომავალ სეზონშიც ჩვენთან დარჩეს. მართალია, მას კლუბთან არანაირი სახის კონტრაქტი არ აკავშირებს, მაგრამ “მანჩესტერ იუნაიტედთან” მაინც ძალიან ახლოსაა,” – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

მოურინიო: “რეალსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის სხვაობა ძალიან დიდია”

ევროპის სუპერთასის მატჩამდე, სადაც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ პრესასთან ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, ვეცდებთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულსა და ევროპა ლიგის გამარჯვებულს შორის სხვაობა ისედაც ნათელია.

გუნდებს შორის განსხვავება დიდია, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია. ჩემი გუნდი მოედანზე უნდა გავიდეს და უბრალოდ სიამოვნება მიიღოს ამ მომენტით. ფეხბურთელის ცხოვრებაში მსგავსი მომენტები ხშირი ნამდვილად არ არის, თუ რა თქმა უნდა, “რეალში” ან “ბარსელონაში” არ თამაშობს.

როდესაც “რეალს” ვახსენებთ, ვსაუბრობთ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონზე, რაც საუკეთესო ტიტულია, რომელიც გუნდს შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ კი ევროპა ლიგა მოვიგეთ,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

ჟოზე მოურინიო: “მატიჩი ნამდვილი გენიოსია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გუნდის ახალწვეული, ნემანია მატიჩი შეაქო, რომელიც ახლახან, ლონდონის “ჩელსისგან” გადაიბირა და მას გენიოსიც კი უწოდა.

“ჩემი გადმოსახედიდან, ასეთ პოზიციაზე მარტივად თამაში მხოლოდ გენიოსებს შეუძლიათ. დიახ, მატიჩი ნამდვილი გენიოსია, რადგანაც ყველაფერს ისე აკეთებს, თითქოს ეს უადვილესი რამ იყოს. ის თავის პოზიციაზე ფანტასტიკურად თამაშობს.

მისი თამაშის სტილი განსაკუთრებულია, ის თამაშისას გადაწყვეტილებებს ცივი გონებით იღებს და ფიზიკურადაც ყოველთვის მზადაა. რა თქმა უნდა, ჯერ მხოლოდ პრესეზონია და უმაღლეს დონეზე თამაშს ვერავისგან მოვითხოვ,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

კარიკატურა: მოურინიო პერესს “რეალიდან” გაშვებას ემუდარებოდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ამჟამინდელმა დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ იგი 2013 წელს “რეალის” ხელმძღვანელობას კლუბიდან გაშვებას ემუდარებოდა.

ომარ მომანიმაც არ დააყოვნა…

 

მოურინიო: “რუნი უკვე მენატრება, თანაც ძალიან”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ყველასათვის გასაკვირად, პრესასთან საკუთარ ემოციებზე ისაუბრა, რომელიც გუნდიდან 31 წლის უეინ რუნის წასვლის შემდეგ დაებადა.

“რუნი მენატრება, ძალიან მენატრება. ის ფანტასტიკური ადამიანია,” – განაცხადა პორტუგალიელმა ტაქტიკოსმა The Telegraph-ის ჟურნალისტებთან საუბრისას.

“მე სპეციალისტების იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც ემოციურად უდგებიან ასეთ საკითხებს, მაგრამ ეს გამონაკლისი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ “ევერტონში” ის ძალიან კარგად იქნება.

უეინს გუნდზე ყოველთვის ძალიან პოზიტიური გავლენა ჰქონდა და ჩემთვის მისი ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მის გარეშე ყველაფერი სხვანაირია,” – დაამტა მოუმ.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 26 ივლისი


“ევერტონი” სიგურდსონს არ ეშვება

მერსესაიდული “ევერტონის” ხელმძღვანელები მზად არიან, “სუონსის” ნახევარმცველის, გილფი სიგურდსონის სანაცვლოდ 45 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

როგორც იცით, “გედები” გილფის სანაცვლოდ 50 მილიონს იხდიან, მაგრამ “კამფეტებს” იმედი აქვთ, რომ უელსელები დათმობაზე წავლენ და 40 + 5 მილიონიან შეთავაზებას დათანხმდებიან.


“ბარსელონამ” კოუტინიოსთან შეათანხმა

კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა “ლივერპულის” ბრაზილიელ ლიდერთან, ფილიპე კოუტინიოსთან ტრანსფერის პირობები შეათანხმეს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo იუწყება.

ასე რომ, კატალონიელბს ისღა დარჩენიათ, “წითლებთან” ამ ტრანსფერის ფასი შეათანხმონ.


ჟოზე კიდევ ორ ტრანსფერს უმიზნებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო კიდევ ორი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს: “ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ, მაგრამ კიდევ ერთი ნახევარმცველი უფრო მეტი არჩევნის უფლებას მომცემდა.

ამასთანავე, შემტევი ფეხბურთეის დამატებაც არ იქნებოდა ცუდი, განსაკუთრებით კი ისეთის, რომლებსაც ფლანგებზე შეუძლია თამაში. კონკრეტული სახელების დასახელებას არ ვაპირებ,” – განაცხადა მოუმ.


ვან დეიკი “ლივერპულთან” ძალიან ახლოსაა

“ლივერპულის” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს არიან “საუთჰემპტონის” ჰოლანდიელი ვარსკვლავის, ვირჯილ ვან დეიკის გადაბირებასთან. ამ ინფორმაციას Sky Sports ადასტურებს.

როგორც იცით, ერთი თვის წინ “წითლებმა” ოფიციალურად მოუხადეს ბოდიში “საუთჰემპტონის” ფანებს ვან დეიკის ტრანსფერთან დაკავშირებული სპეკულაციების გამო, მაგრამ, როგორც ჩანს, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.


“პარი სენ-ჟერმენი” სანჩესის გადაბირებას 40 მილიონად გეგმავს

პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებს ლონდონის “არსენალის” ჩილელი ნახევარმცველის, ალექსის სანჩესის გადაბირება მხოლოდ კონკრეტულ თანხად სურთ.

Sky Sports-ის ცნობით, პარიზელები “მეთოფეებს” მხოლოდ 40 მილიონ ფუნტს სთავაზობენ. საქმე ისაა, რომ “პსჟ” სანჩესს კვირაში 250 000 ფუნტს სთავაზობს ხელფასის სახით, რაც ისედაც საკმაოდ დიდი დარტყმაა კლუბის ეკონომიკისთვის.


მოურინიო: “ჩემს გუნდში ჩიჩარიტოსთვის ადგილი ყოველთვის არის”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “ვესტ ჰემის” ახალწვეულზე, ხავიერ ერნანდესზე საუბრისას საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

“ჩიჩარიტომ კლუბი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) რამდენიმე წლის წინ დატოვა. ნამდვილად არ ვიცი, ეს მისი გადაწყვეტილება იყო, თუ მთავარი მწვრთნელის.

ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მას გოლის გატანისთვის ბევრი დრო სულაც არ სჭირდება. ის იმ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ადგილიც ყოველთვისაა ჩემს გუნდში,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

მოურინიო რონალდუს ტრანსფერის წინააღმდეგია

ბოლო დროს უცხოურ პრესაში საკმაოდ ბევრს საუბრობენ კრიშტიანუ რონალდუს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შესახებ, მაგრამ, როგორც ცნობილი ხდება, “წითელი ეშმაკების” თავკაცი, ჟოზე მოურინიო ამ ტრანსფერის წინააღმდეგია.

ინგლისელთა პორტუგალიელ თავკაცს თავისი თანამემამული გადაბირება სამი მიზეზის გამო არ სურს: ასაკი (32), დიდი ფასი (200 მილიონი ევრო) და დიდი ხელფასი (25 მილიონი ევრო).

თუმცა, გარდა ამისა, უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ “რეალში” მუშაობის ბოლო პერიოდში, ჟოზესა და კრიშტიანუს არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რაც, როგორც ჩანს, დღემდე არ შეცვლილა.

გეტყვით იმასაც, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გადაბირებით “პარი სენ-ჟერმენისა” და ჩინური კლუბების ხელმძღვანელებიც ინტერესდებიან.

მოურინიო მორატას: “მოდი, აქ მნიშვნელოვანი იქნები”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მადრიდის “რეალის” თავდამსხმელის, ალვარო მორატას გადაბირებასთან ძალიან ახლოს იმყოფება.

Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელი სპეციალისტი თავად დაუკავშირდა ესპანელ შემტევს და შემდეგი სიტყვები უთხრა: “მოდი, აქ მნიშვნელოვანი იქნები”.

როგორც ცნობილი ხდება, მოურინიომ ზუსტად იცის, თუ როგორ და რისთვის უნდა გამოიყენოს ალვარო მორატა, რაც რა თქმა უნდა, მორატასთვის ძალიან სასიამოვნო რამ არის.

რაც შეეხება ტრანსფერის ფასს, მორატას ტრანსფერი ინგლისურ გრანდს დაახლოებით 70 მილიონი ევრო უნდა დაუჯდეს.