მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა რაფაელ ბენიტესზე ისაუბრა და თქვა, რომ მას მხარს უჭერს.
შეგახსენებთ, რომ “რეალის” ბოლოდროინდელი თამაშის ხარისხის გამო, ბენიტესის კლუბიდან დათხოვნაზე ხშირად საუბრობენ, მის შემცვლელად კი ზიდანს ასახელებენ.
“ბენიტესს მხარს ვუჭერ, ის ყველაფერს კარგად აკეთებს. როცა ერთ ან ორ მატჩს წააგებ, კრიტიკა ჩვეულებრივი რამაა. თუმცა, მინდა, ვთქვა, რომ მწვრთნელი და ფეხბურთელები ძალიან ბევრს შრომობენ”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს Goal.Com-ი.