ზინედინ ზიდანმა ისკო ალარკონს სათამაშო დრო შეუმცირა. თუმცა, ესპანელმა ნახევარმცველმა არგენტინასთან ჩატარებული შესანიშნავი მატჩით, გატანილი სამი გოლით და უამრავი ლამაზი მომენტით დაამტკიცა, რომ ის მეტს იმსახურებს.
ფრანგმა სპეციალისტმა ალარკონზე ისაუბრა.
“მის მიმართ უსამართლო არ ვარ. ძალიან მინდა, ისკო ჩვენს გუდნში დარჩეს. ვფიქრობ, ის ბედნიერია. შესაძლოა, ალარკონი ვერ იღებს სიამოვნებას იმით, რომ, ესპანეთის ნაკრებისგან გასხვავებით, აქ მთავარი მოთამაშე არაა, თუმცა მას დიდ ნდობას უვცხადებ. ისკოს გამოსვლა ვნახე. იგი არგენტინასთან ფანტასტიკური იყო. მისი მომავალი “რეალია” და, რა თქმა უნდა, აქ დარჩენა სურს,” – ამბობს “ზიზუ”.