პრემიერ ლიგაში მოთამაშე რომელი ფეხბურთელის მაისურია ყველაზე მოთხოვნადი?

პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების მაისურებიდან ყველაზე პოპულარული “მანჩესტერის” 89 მილიონიანი შენაძენის, პოლ პოგბას მაისურია, რომელმაც გაყიდვების რაოდენობით თვით ზლატანსაც გადაასწრო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ კუთხით შედგენილ ტოპ-10-ში მოხვდა პოლ პოგბას თანაგუნდელიც, მარკუს რეშფორდიც, დავიდ დე ხეასა და ზლატანთან ერთად. საბოლოო ჯამში, ამ სიაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი სწორედ “მანჩესტერს” ჰყავს.

ათეულში მოხვდნენ ლონდონური “არსენალის” ლიდერები, ალექსის სანჩესი და მესუტ იოზილიც. “ლივერპულის” ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო კი მეხუთე ადგილს იკავებს.

სიაში ასევე მოხვდნენ: დავიდ დე ხეა, სადიო მანე, ედენ აზარი და დიმიტრი პაიეტი.

  1. პოლ პოგბა
  2. ზლატან იბრაჰიმოვიჩი
  3. ალექსის სანჩესი
  4. მესუტ იოზილი
  5. ფილიპე კოუტინიო
  6. დავიდ დე ხეა
  7. სადიო მანე
  8. დიმიტრი პაიეტი
  9. ედენ აზარი
  10. მარკუს რეშფორდი

გვარდიოლა: “რასაც იბრაჰიმოვიჩი ჩემზე ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, სიმართლე არაა!”

ზლატან იბრაჰიმოვიჩი პეპ გვარდიოლას ფორმაციის “ბარსელონაში” თამაშობდა. მან კატალონიურ გრანდში მხოლოდ ერთი წელი გაატარა და ზაფხულზე გუნდი დატოვა. ამის მიზეზად იგი ავტობიოგრაფიულ წიგნში გვარდიოლასთან უთანხმოებას ასახელებს – ზლატანი ამბობს, რომ პეპი მასთან არასდროს იყო პირდაპირი, არ ელაპარაკებოდა პირისპირ კონკრეტულ პრობლემებზე და მას ხშირად არიდებდა თავს.

რამდენიმე დღის წინ ნახსენებ საკითხზე ზლატანმა ერთ-ერთ ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა. გვარდიოლამ ზლატანს მედიის საშუალებით უპასუხა.

“რასაც ის თავის წიგნში წერს, მხოლოდ მისი რწმენა-წარმოდგენებია. ეს არ შეესაბამება რეალობას!”

“მე ყოველთვის სუფთა და მართალი ვიყავი მის მიმართ. არასდროს ვარიდებდი თავს ზლატანთან საუბარს, არასდროს, არასდროს! ვცდილობდი, პირისპირ მელაპარაკა ნებისმიერ თემაზე! არასდროს გამომიყენებია მედია შვედ ფეხბურთელისთვის რამისთვის სათქმელად.”

“ადამიანებს შეუძლიათ ძალიან, ძალიან ბევრი რამე თქვან ჩვენს ურთიერთობაზე, მაგრამ მე იბრაჰიმოვიჩის მიმართ სუფთა ვარ,” – განაცხადა კატალონიელმა სპეციალისტმა.

იბრაჰიმოვიჩი: “რა მენატრება ყველაზე მეტად “პსჟ”-ში ყოფნის დროიდან?” (ვიდეო)

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავს, მუდამ გამოირჩევა ორიგინალური ფრაზებითა და პასუხებით.

ერთ-ერთ არხთან ინტერვიუში ზლატანს კითხეს, თუ რა ენატრებოდა მას “პსჟ”-ში ყოფნის დროიდან. ასეთი ტიპის კითვაზე, ძირითადად, ფეხბურთელები თავიანთ მწვრთნელს ან თანაგუნდელებს ასახელებენ. ხოლო, შვედმა სპორტსმენმა ტრადიცია ახლაც არ დაარღვია და ძალიან არაპროგნოზირებადი პასუხი გასცა ჟურნალისტს: “ჩემი ხელფასი. ესაა ის, რაც ძალიან მენატრება.”

იბრაჰიმოვიჩი: “მანჩესტერ იუნაიტედის” გვერდით მხოლოდ “მილანს” დავაყენებდი”

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ყველაზე ყველაზე დიდი კლუბები, რომლებშიც მას უთამაშია, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მილანია”.

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს, მანჩესტერელებმა ინგლისის სუპერთასის მატჩში “ლესტერი” ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. გამარჯვების მომტანი გოლი სწორედ შვედმა თავდამსხმელმა გაიტანა.

“მიხარია, რომ ახალ გუნდთან ერთად პირველი ტიტული მოვიგე. ძალიან გახარებული ვარ. მინდა, კიდევ უფრო მეტი მოვიგო. შეიძლება ითქვას, “მანჩესტერ იუნაიტედი” ყველაზე დიდი კლუბია, რომელშიც მითამაშია. მის გვერდით მხოლოდ “მილანს” დავაყენებდი”
, – ციტირებს ზლატანის სიტყვებს ESPN.

ევრო 2016-ის რომელ ვარსკვლავს ჰყავს ყველაზე მეტი მიმდევარი Facebook-ზე?

გაინტერესებთ, ევრო 2016-ის რომელ ვარსკვლავს ჰყავს ყველაზე მეტი მიმდევარი Facebook-ზე? გთავაზობთ რეიტინგს ..

10. პეპე | პორტუგალია | 11 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

9. ჟერარ პიკე | ესპანეთი | 18.8 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

8. სერხიო რამოსი | ესპანეთი | 20.8 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

7. ზლატან იბრაჰიმოვიჩი | შევედეთი | 24.5 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

6. უეინ რუნი | ინგლისი | 25 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

5. იკერ კასილასი | ესპანეთი | 25 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

4. ანდრეს ინიესტა | ესპანეთი | 26 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

3. გარეთ ბეილი | უელსი | 26 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

2. მესუტ იოზილი | გერმანია | 30.3 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

1. კრიშტიანუ რონალდუ | პორტუგალია | 112 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

იბრაჰიმოვიჩი : “მინდა ჩემზე ისტორიები კვლავ შეთხზან”

შვედეთი ეროვნული ნაკრების 34 წლის შემტევმა, რომელიც მომავალ სეზონში ახალი კლუბის მაისურს მოირგებს, ჯერ არ აპირებს მისი მომავალი კლუბის დასახელებას.

ზლატანს, რომელიც ბოლოს “პარის სენ-ჟერმენის” ღირსებას იცავდა, შემდეგ გუნდებში თამასის გამოცდილება აქვს: “აიაქსი”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “ბარსელონა” და “მილანი”.

“მინდა, რომ კვლავ შეთხზათ ისტორიები ჩემს შესახებ, მე ძალიან მსიამოვნებს, როცა მათ ვკითხულობ. მინდა გავიგო, თუ რომელი არის ამ საქმეში საუკეთესო.

ხოლო მაშინ, როცა ამისგან დავიღლები, ყველას გავაგებინებ, თუ სად გავაგრძელებ კარიერას.”

იბრაჰიმოვიჩმა “პარკ დე ფრენსზე” ჩატარებულ ბოლო მატჩში გოლი მკერდით გაიტანა (ვიდეო)

14 მაისს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ნანტი” მიიღო. მატჩის მე-18 წუთზე, პარიზელთა ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვჩიმა შეხვედრაში ანგარიში გახსნა.

შეგახსენებთ, რომ ზლატანი “პარი სენ-ჟერმენის” სტადიონზე ბოლო მატჩს ატარებს.

“სტოკის” მცველი: “ჩემი სანაკრებო კარიერა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დაასრულა”

“სტოკ სიტის” მცველი, რაიან შოუკროსი აცხადებს, რომ მისი სანაკრებო კარიერა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეიწირა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 14 ნოემბერს შვედეთის ნაკრებმა საკუთარ მოდანზე ინგლისის მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხა. რაიან შოუკროსი თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო, იბრამ კი ოთხიდან სამი გოლი სწორედ ამის შემდეგ გაიტანა.

“ოჯახში მეხუმრებიან, რომ ჩემი სანაკრებო კარიერა ერთმა ადამიანმა დაასრულა. ისინი ზლატან იბრაჰიმოვიჩს გულისხმობენ. ათი წუთი მქონდა იმისათვის, რომ მეჩვენებინა, თუ რა შემეძლო. სამწუხაროდ, კარგი თამაში არ გამომივიდა.

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი უნდა შემეჩერებინა, მან კი სწორედ იმ მომენტში გაიბრწყინა, როცა მე მოედანზე გამოვჩნდი”, – ციტირებს რაიან შოუკროსის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი”.

იბრაჰიმოვიჩი: “მე მთელ დანიის ნაკრებს კარიერა დავასრულებინე”

გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ მან დანიის ნაკრების ყველა ფეხბურთელს კარიერა დაასრულებინა.

შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს, დანიამ საკუთარ მოედანზე შვედეთი მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა. სტუმართა მხრიდან ორივე გოლი ზლატანმა გაიტანა. ორი მატჩის ჯამში, შვედებმა ანგარიშით 4:3 გაიმარჯვეს და ევრო 2016-ის საგზური მოიპოვეს.

“ისინი ამბობდნენ, რომ ამ მატჩის შემდეგ კარიერას დავასრულებდი. თუმცა, მე მთელ დანიის ნაკრებს კარიერა დავასრულებინე”, – ციტირებს იბრას სიტყვებს BBC.

ბავშვები, რომლებიც ზლატანის ნახვამ გააოცა, მას შეხვდნენ (ვიდეო)

9 ნოემბერს, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ სცენაზე ზლატანთან ერთად ის ბავშვები იდგნენ, რომლებიც რამდენიმე თვის წინ იბრას დანახვით გაოცებულები იყვნენ.

“მე ფრანგული არ მესმის” – იბრაჰიმოვიჩია პასუხი ჟურნალისტს (ვიდეო)

25 ოქტომბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “სენტ-ეტიენი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩი იტალიელ ჟურნალისტს გაესაუბრა. ჟურნალისტს აინტერესებდა, თუ როგორ რეაგირებს შვედი თავდამსხმელი მაშინ, როცა მას საფრანგეთში აკრიტიკებენ. იბრამ კი მას ასე უპასუხა: “პრობლემა ისაა, რომ ფრანგული არ მესმის. ამიტომ, მას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.”

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის თავს “პარი სენ-ჟერმენის” ბოსი” უწოდა (ვიდეო)

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის თავს “პარი სენ-ჟერმენის” ბოსი” უწოდა.

“ვფიქრობ, გუნდში მისაბაძი ვარ. გუნდში მხოლოდ ერთი ბოსი შეიძლება იყოს და ის ახლა აქ ზის.”

Zlatan being Zlatan | Hit like and tag somebody who should see this

A video posted by Football Soccer Futbol (@goalstagram) on