ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთში 200-კილოიანი ცხენ-ირემი მოკლა

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დასვენების დღეებს შვედეთში ატარებს. როგორც ჩანს, 33 წლის ფეხბურთელმა ნადირობისთვისაც მოიცალა.

28 დეკემბერს გამოცემული შვედური გაზეთების მთავარი ამბავი იბრაჰიმოვიჩის მიერ მოკლული ცხენ-ირემი იყო. შვედეთში, სადაც ნადირობა ნებადართულია, ზლატანმა დაახლოებით 200 კილოიანი ცხოველი მოკლა.

B58m4WHIEAA1OUF

B58P7BiCQAAxsE8

B59rAPwCYAENdbJ

ზლატან იბრაჰიმოვიჩის კიდევ ერთი საინტერესო განცხადება

შვედურმა ყოველდღიურმა გაზეთმა “დაგენს ნიუჰეტერმა” ყველა დროის საუკეთესო 150 შვედი სპორტსმენი დაასახელა. პირველი პოზიცია წილად მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, ბიერნ ბორგს ხვდა, ხოლო მეორე ადგილი ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

მიუხედავად ასეთი აღიარებისა, ზლატან იბრაჰიმოვიჩს მეორე ადგილი სულაც არ მოეწონა, რაც მან “დაგენს ნიუჰეტერთან” საუბრისასაც დაადასტურა.

“დაგენს ნიუჰეტერი”: გილოცავთ, ყველა დროის საუკეთესო შვედ სპორტსმენებს შორის მეორე პოზიციას იკავებთ. რას იტყვით?

ზლატანი: “მადლობა, მაგრამ მეორე ადგილზე გასვლა იგივეა, რომ ფინიშის ხაზი ბოლომ გადაკვეთო.”

“დაგენს ნიუჰეტერი”: არაერთხელ გითქვამთ, რომ მუჰამედ ალი, პეტერ ნორტუგი და რონალდო ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენები არიან. თქვენი აზრით, როგორ უნდა გამოიყურებოდეს შვედი სპორტსმენების საუკეთესო ხუთეული?

ზლატანი: “სხვების პატივისცემის მიუხედავად, ნომერ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთეც მე ვიქნებოდი.”

2014 წლის საუკეთესო 15 GIF ანიმაცია

იკერ კასილასი და მსაჯი

მიგელ ერერა – მსოფლიოს ყველაზე ემოციური მწვრთნელი

ალეხანდრო საბელა

ხამეს როდრიგესს ბოლი ასდის

დიეგო კოშტა ერთობა

კარლო ანჩელოტი კრიშტიანო რონალდუს დასცინის

ალან პარდიუ

ლონდონელები გამარჯვებას აღნიშნავენ

დემბა ბა და სტივენ ჯერარდი

სერხიო რამოსის დარტყმა

მანუელ ნოიერი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – გოლი და გოლის აღნიშნვა ერთად

მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელი

გოლი ქალი ფეხბურთელის შესრულებით

ჯო ჰარტმა კამბიასოს დარტყმა მოუწონა

ლიონელ მესიმ იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო მოტა გააცინა (ვიდეო)

10 დეკემბერს, კატალონიის “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართული შეხვედრის დაწყების წინ, კამერებმა საკმაოდ სახალისო კადრი დააფიქსირეს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ნანტს” შესანიშნავი საჯარიმო გაუტანა (ვიდეო)

6 დეკემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “პარი სენ-ჟერმენსა” და “ნანტს” შორის გამართულ შეხვედრაში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საჯარიმოდან გაიტანა.



გოლის ასე აღნიშვნა მხოლოდ ზლატანს შეუძლია (ვიდეო)

6 დეკემბერს, “პარი სენ-ჟერმანსა” და “ნანტს” შორის გამართულ შეხვედრაში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გატანილი გოლი ძალიან მალე აღნიშნა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სოციალურ ქსელ Facebook-ში რონალდოსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ბრაზილიელს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

cats

ხუმარა ზლატანი – რა გაუკეთა იბრაჰიმოვიჩმა “პარი სენ-ჟერმენის” ექიმს (ვიდეო)

10 ნოემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში “პარი სენ-ჟერმენსა” და მარსელის “ოლიმპიკს” შორის გამართულ მატჩში, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე მხოლოდ 66-ე წუთზე გამოჩნდა. თუმცა, სანამ თამაშში ჩაერთვებოდა, შვედი თავდამსხმელი კარგად ერთობოდა.

“ტულუზამ” ზლატან იბრაჰიმოვიჩს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა

როგორც იცით, 3 ოქტომბერს “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი 33 წლის გახდა.

შვედ ფეხბურთელს ფრანგულმა კლუბმა “ტულუზამ” დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა. კლუბის წარმომადგენლებმა საჩუქრები ზლატანის შვილებს გაუგზავნეს,



გაიცანით ზლატან იბრაჰიმოვიჩის ბულგარელი ორეული

2013 წელს, ინტერნეტ-სივრცეში ბულგარელი ჟურნალისტის ფოტო გავრცელდა. ჰრისტო ჰრისტოვს ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” შვედი თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ორეულს უწოდებენ.

შვედური გამოცემა Expressen-ი ჰრისტოვს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ თავად ჟურნალისტს ეღიმება, როცა მას იბრაჰიმოვიჩს ადარებენ.

ჰრისტო ჰრისტოვი 1967 წელს დასავლეთ ბულგარეთში დაიბადა, იგი ამჟამად ვაშინგტონში მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟურნალისტის გარდა, ის მკვლევარის პროფესიასაც ითავსებს.

“მე სერიოზული ჟურნალისტი ვარ და იმაზე, რომ ერთ-ერთ შვედ ფეხბურთელს მადარებენ, კომენტარს არ გავაკეთებ. ზოგი იმასაც კი მეუბნება, რომ მე ჯონი დეპს ვგავარ”, – ამბობს ადამიანი, რომელსაც იბრაჰიმოვიჩის ორეულს უწოდებენ.

thumb (2)

thumb

ნუ შეეხებით ზლატანს – რა გაუკეთა იბრაჰიმოვიჩმა “აიაქსის” ფეხბურთელს

17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამის “აიაქსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში (1:1) კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს.

anigif

ალაბა: “მსაჯს ზლატანის შეეშინდა”

მიუნხენის “ბაიერნისა” და ავსტრიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დავიდ ალაბა აცხადებს, რომ შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მთავარ არბიტრს ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეეშინდა.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს ავსტრიისა და შვედეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (1:1), ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ალაბას წინააღმდეგ ძალიან უხეშად იმოქმედა, მსაჯი კი მხოლოდ ყვითელი ბარათით შემოიფარგლა.

“მსაჯს ზლატანის შეეშინდა”, – ციტირებს ალაბას სიტყვებს გამოცემა Guardian-ი.