ირაკლი ხოშტარია: “პოპოვიჩისთვის სეზონი დასრულებულია”
“მგზავრები-არმია” – “დინამოს” დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს ორივე გუნდის წარმომადგენლებმა უპასუხეს.
ირაკლი ხოშტარია (“დინამოს” მწვრთნელი): “სერია 3:0 მოიგეთ და ნახევარფინალში გადავედით, თუმცა მშრალი გამარჯვება იმას არ ნიშნავს, რომ მეტოქეს იოლად ვძლიეთ. ყველა თამაში დაძაბული იყო.
მოწინააღმდეგეს შემდგომ თამაშებში წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ კი ვეცდებით, რომ ნახევარფინალურ სერიას კარგ ფორმაში შევხვდეთ.
პოპოვიჩის სახით დიდი დანაკლისი გვაქვს. მისი მდგოამრეობა მძიმეა და დიდი ალბათობით მისთვის სეზონი დასრულებულია.”
ბუბა ბერიშვილი (“მგზავრები-არმიას” მწვრთელი): “ვულოცავ „დინამოს“ გამარჯვებას. დღევანდელი მატჩი ბოლო 5 წუთში წავაგეთ. ვიბრძოლეთ, მაგრამ ბოლომდე ვერ გავძელით. ვეცდებით, რომ მომავალშიც იგივე შემართებით ვითამაშოთ.”
მერაბ ბოქოლიშვილი (“მგზავრები-არმია”): “ვულოცავ „დინამოს“ გამარჯვებას და მომავალში წარმატებას ვუსურვებ. წინა თამაშებშიც და დღესაც მოგება შეგვეძლო და მეტოქეს თანაბრად ვეთამშებოდით, თუმცა ბოლო წუთებზე შეცდომებით დავუშვით.”