ოლ სტარის MVP-ს რეკორდამდე მხოლოდ ერთი ქულა დააკლდა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოლ სტარის დღევანდელ მატჩში რასელ ეუსტბრუკი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. „ოკლაჰომსა“ ლიდერმა 41 ქულა დააგროვა და დასავლეთს აღმოსავლეთის დამარცხებაში დაეხმარა. გარდა ამისა, რასელს ოლ სტარის რეკორდამდე სულ ცოტა დააკლდა.
ამ ყველაფერმა უესტბრუკს ოლ სტარის MVP-ს ტიტული მოუტანა, რომელიც მას მატჩის შემდეგ ლიგის კომისიის წარმომადგენელმა ადამ სილვერმა გადასცა.
სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე გამოსვლის შემდეგ რასმა 25 წუთის განმავლობაში ითამაშა და 41 ქულასთან ერთად 5 მოხსნა, 1 ასისტი და 3 ჩაჭრა მიითვალა.
რაც შეეხება მის შესაძლო რეკორდს, ოლ სტარის ისტორიაში უილ ჩემბერლენის 42 ქულა კვლავ ხელშეუხებელია.
ამასთან „თანდერის“ მოთამაშემ ერთ ნახევარში დაგროვილი ქულების რაოდენობის რეკორდიც დაამყარა. პირველ ნახევარში აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდის კალათში 11 წუთში მან 27 ქულა ჩააგდო.