„ქუთაისმა“ „დინამოს“ მოუგო
საქართველოს სუპერლიგის მორიგი სათამაშო დღე თბილისის „დინამოსა“ და „ქუთაისის“ დაპირისპირებით დაიწყო. პირველ და მეორე ადგილზე მყოფი გუნდების თამაში ამჯერადაც საინტერესო უდნა ყოფილიყო. შეგახსენებთ, რომ წინა კვირას თბილისელებმა ქუთაისელებს თასზე აჯობეს და შემდგომ ეტაპზეც გავიდნენ.
პირველ მეოთხედში იმერელმა მოთამაშეებმა თბილისელებს ორი ქულით – 17:19 აჯობეს. თითქოს მეორე მეოთხედში ხოშტარიას გუნდმა თამაში გამოასწორა, რაც ტაბლოზეც აისახა – „დინამოელებმა“ მეორე ათი წუთი 23:16 მოიგეს და დიდი შესვენების წინ მათ სასარგებლოდ 40:35 დაფიქსირდა.
თუმცა, დიდი შესვენების შემდეგ სტუმრებმა მოუმატეს და მესამე მეოთხედი მეტოქეს 9 ქულით აჯობეს, რამაც შეხვედრის ბედზე გავლენა იქონია. ბოლო მეოთხედის წინ ქუთაისელები ანგარიშით 56:52 იგებდნენ. ხოშტარიას გუნდს ბოლო ათ წუთში თითქოს შანსი გაუჩნდა – მეტიც, შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე „დინამო“ ერთი ქულით დაწინაურდა, თუმცა გამოუყენებელმა საჯარიმო სროლებმა თავისი გავლენა იქონიეს. 72:75 და „ქუთაისმა“ თასზე მარცხისთვის რევანში აიღო.
საუკეთესო იმერელთა რიგებში 16 ქულით ზაურ ფაშაევი აღმოჩნდა. „დინამოელთა“ მხრიდან გარიკ შერმანი გამოირჩა, რომლის მონაგარმა 19 ქულა შეადგინა.
„დინამო“ – „ქუთაისი“ 72:75 (17:19, 23:16, 12:21, 20:19)
„დინამო“: შერმანი (19 ქ. 10 მ. 1 პ. 1 ჩ.), ლონდარიძე (13 ქ. 8 მ. 2 პ. 3 ჩ. 4 დ.), პოპოვიჩი (13 ქ. 2 მ. 3 პ. 4 ჩ.), ლეჟავა (11 ქ. 2 პ.), გამყრელიძე (9 ქ. 6 პ. 1 ჩ.)
„ქუთაისი“: ფაშაევი (16 ქ. 9 პ. 1 ჩ. 1 დ.), ბოისა (15 ქ. 2 მ. 4 პ. 1 დ. 1 ჩ.), ნდოე (13 ქ. 8 მ. 3 ჩ. 8 დ.), ბარბაქაძე (10 ქ. 2 მ. 1 პ. 1 ჩ.)
მარიამ ნიშნიანიძის სურათები: