საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია
დღეს საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც უახლოეს შეკრებებზე საართველოს საკალათბურთო ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდა.
ამით იგორ კოკოშკოვის გუნდი სექტემბერში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. ნაკრები 13 ივლისს შეკრებას თბილისში დაიწყებს, რის შემდეგაც ბოსნიაში გაემგზავრება, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან ორ სპარინგს ჩაატარებს. ჯამში, ჩვენი ნაკრები აღნიშნულ შეკრებაზე ათ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ამ პერიოდში გაფართოებული სიიდან სამწვრთნელო შტაბი თორმეტ კალათბურთელს აირჩევს, რომელიც საფრანგეთსა და იტალიაში ამხანაგურ ტურნირებზე, შემდგომ კი უკვე ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრევა.
ევრობასკეტზე კოკოშკოვის გუნდი ხორვატიასთან, სლოვენიასთან, საბერძნეთთან და მაკედონიასთან ერთად C ჯგუფში მოხვდა.
გაფართოებული სია კი შემდეგნაირად გამოიყურება:
გამთამაშებლები: გიორგი ცინცაძე („შსს-აკადემია“), ჯეიკობ პულენი („ბრინდიზი“, იტალია), ოთახ ფხაკაძე (ლანგსტონი, აშშ, NCAA), ბექა წივწივაძე („შსს-აკადემია“)
მსროლელები: მანუჩარ მარკოიშვილი („ცსკა მოსკოვი“, რუსეთი), დუდა სანაძე („სან დიეგო“, აშშ, NCAA), ნოდარ გოგოძე („ოლიმპი“), ბესო ლეჟავა („დინამო“), მიხეილ ჭოჭუა („რუსთავი“), ლევან ფაცაცია („ნიჟნი ნოვგოროდი“, რუსეთი)
ფორვარდები: ვიქტორ სანიკიძე („უნიკსი“, რუსეთი), გიგა ჯანელიძე (როზეტო“, იტალია), თორნიკე შენგელია („ლაბორალ კუჩა“, ესპანეთი), ბექა ბურჯანაძე („კორუნა“, ესპანეთი), ნიკა მეტრეველი („შსს-აკადემია“)
ცენტრები: ზაზა ფაჩულია („მილუოკი ბაქსი“, აშშ), გიორგი შერმანდინი („კანტუ“, იტალია), გიორგი შარაბიძე („შსს-აკადემია“)