საქართვეოს ნაკრების საგანგებო განცხადება
პორტუგალისთან გამართული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრებმა პრესასთან საგანგებო განცხადება გააკეთეს. სიტყვით ნაკრების რამდენიმე მოთამაშე და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, კოტე ტუღუში გამოვიდნენ.
ზაზა ფაჩულია: “ძალიან ამაყი და გახარებული ვარ. დღეს ჩვენთვის ძალიან მაგარი დღეა. უკვე მესამედ გავედით ევროპის ჩემპიონატზე, რაც იოლი არ ყოფილა, თუმცა მიუხედავად უამრავი პრობლემისა, მიზანს მაინც მივაღწიეთ. მაგრამ, დღეს განცდილ სიხარულს მწუხარებაც ახლავს და ეს ქვეყანაში კალათბურთის მდგომარეობას ეხება.
ვთხოვ პრემიერმინისტრს, რომ ამ სპორტის სახეობას მეტი ყურადღება მიექცეს. აუცილებელია, რომ იყოს კარგი ჩემპიონატი. ნაკრების რამდენიმე მოთამაშე ადგილორივ ჩემპიონატჩი ასპარეზობს. მათ აქ უნდა ქონდეთ კარიერული წინსვლის და გაზრდის საშუალება. ამ ეტაპზე საქართველოში ოფიციალურად არსებობს ორი გუნდი, ესენია „რუსთავი“ და „ქუთაისი“. ევროპაში კი ამ დროს ყველა გუნდი უკვე დაკომპლექტებულია.”
გიორგი ცინცაძე: “ხალხიც გაცილებით მეტს იმსახურებს. კალათბურთს აუცილებლად სჭირდება გადარჩენა და ვთხოვთ, რომ ამ პრობლემას ყურადრღბა მალევე მიექცეს”.
კოტე ტუღუში: “წლებია უკვე “არმიას” ვწვრთნი და ასეთი მდოგმარეობა უბრალოდ არ მახსოვს. თხოვნით მივმართავ პირადად პრემიერმინისტრს, რომ მთავრობა კალათბურთს დაეხმაროს, რათა დღეს განცდილი სიხარული ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ფედერაციას აქვს კალათბურთის განვითარების გეგმა და იმედია ჩვენი დღევანდელი განცხადება ამ პროცესებს დააჩქარებს.”
ვიქტორ სანიკიძე: “უკვე მესამედ გავედით ევროპის ჩემპიონატზე და დროა ჩვენს სპორტსაც მიაქციონ ყურადღება. ხალხს ეს სპორტი საქართველოში ძალიან უყვარს. ბევრი ბავშვი ასპარეზობს და სწორედ მათ უნდა ჩაგვანაცვლონ ჩვენ, დღევანდელი თაობა. საცოდაობაა, როდესაც ქვეყანას ასეთი ნაკრები ჰყავს და ამ დროს შიდა ჩემპიონატში უამრავი პრობლემაა. ასეთი რამ სხვა ქვეყანაში უბრალოდ წარმოუდგენელია”.
თორნიკე შენგელია: “ეროვნული ჩემპიონატის განვითარება პირველ რიგში ნაკრებისთვის არის კარგი. ეროვნული გუნდი მხოლოდ ლეგიონერების თამაშზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშისთვის ევრობასკეტზე თამაში პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. მთავარია ძლიერი და კონკურენტუნარიანი ჩემპიონატის ჩამოყალიბება.”