“შსს-აკადემია” ფინალს უახლოვდება
სუპერლიგის ნახევარფინალური პელიოფის მეორე შეხვედრასი “შსს-აკადემიამ” “ბათუმი” დამაჯერებლად დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა.
დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართული მატჩი პირველივე წუთებიდნა მასპინძლეთა უპირატესობით წარიმართა. პირველი მეოთხედი ტუღუშის გუნდმა 11 ქულიანი სხვაობით მოიგო და დარჩენილ პერიოდებში ეს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა და საბოლოოდ 95:83 გაიმარჯვა.
მასპინძელთა შემადგენლობაში 20 ქულით ყველაზე შედეგიანი ნიკა მეტრეველი გახლდათ. 17, 16 და 15 ქულით შსს-ს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს წივწივაძე, შარაბიძემ და ცინცაძემ. დამარცხებული გუნდის მხრიდან ყველაზე მეტი, 25 ქულა და 12 მოხსნა პელჩერმა მოიპოვა, რომელიც მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეც გახდა. ტრადიციულად აქტიურები იყვნენ კელოგი და იანგიც.
ნახევარფინალური სერიის მორიგი შეხვედრა ამ გუნდებს შორის ბათუმში 16 მაისს შედგება.