“შსს-აკადემიამ” “მგზავრები-არმიას” სძლია
დღეს, თბილისის სპორტის სასახელში საკალათბურთო სუპერლიგის პირველი ტურის ფარგლებში ერთმანეთის წინააღმდეგ “შსს-აკადემია” და “მგზავრები-არმია” წარსდგნენ.
შსს მატჩის დებიუტშივე დაწინაურდა, თუმცა არმიელებმა ბერიშვილის დროული წუთშესვენებით მასპინძელთა გაქცევა შეაჩერეს 8-ქულიანი ჩამორჩენა 1 წუთში 2 ქულამდე შეამცირეს. საბოლოოდ კი პირველი მეოთხედი ტუღუშის შეგირდებმა 3 ქულის სხვაობით მოიგეს.
პირველის მსგავსად “შსს” მეორე პერიოდის დებიუტშიც დაწინაურდა, თუმცა “მგზავრებმა” ამჯერადაც შეძლეს თამაშში დაბრუნება და ჩამორჩენის მინიმუმამდე დაყვანა. მიუხედავად ამისა ნომინალურმა მასპინძლებმა ბოლოს მაინც იძალეს და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
თამაშის სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. ტუღუშის შეგირდები კვლავ დაწინაურდნენ და ამჯერად უკვე 13-ქულიანი უპირატესობაც კი მოიპოვეს, რაც შეხვედრის გარდამტეხი მომენტი აღმოცნდა. “არმიამ” თამაშში დაბრუნება დასკვნით მეოთხედში კი მოახერხა, როცა ლუკა ზაქრაძემ ზუსტი სამიანით სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა, თუმცა მეტის გაკეთება სტუმრებმა ვეღარ შეძლეს. დაცვაში უამრავი შეცდომა დაუშვეს, რისთვისაც დაისაჯნენ კიდეც. საბოლოოდ კოტე ტუღუშის გუნდმა მეტოქეს 13-ქულიანი სხვაობით, 75-62 სძლია.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე “არმიელი” მერაბ ბოქოლიშვილი გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდ 20 ქულა შესძინა, ხოლო გამარჯვებულთა მხრიდან 18 ქულით საუკეთესოები შარაბიძე და როგავა იყვნენ.
შსს აკადემია 75-62 მგზავრები-არმია
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები