შსს-მ “რუსთავს” დამაჯერებლად სძლია
თბილისის სპორტის სასახლემ დღეს სუპერლიგის მეორე წრის მეორე ტურის ორ მატჩს უმასპინძლა. ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ “შსს-აკადემია” და “რუსთავი წარსდგნენ.
ცხრილში ერთმანეთის მახლობლად მყოფი და თანაბარი ქლების მქონე გუნდების დაპირისპირება მოლოდინისამბერ პირველივე წუთებიდან დაძაბულად წარიმართა. სასტარტო მეოთხედი მასპინძელთა 4-ქულიანი უპირატესობით დასრულდა, რომელიც “ძალოვნებმა” ბოლო წამებზე შარაბიძის კარგი თამაშით მოიპოვეს. “შსს”-ს ცენტრმა ჯერ შეტევაში იაქტიურა და საკუთარ გუნდს 3 ქული მოუტანა, შემდეგ კი დაცვაშიც იყოჩაღა. თუმცა, ამ უპირატესობისგან მეორე მეოთხედის პირველივე წუთებიდან აღარაფერი დარჩა. რუსთაველები მეტოქეს მალევე წამოეწივნენ და ტერენს ოგლსბის ზუსტი სამიანით წინაც გავიდნენ, რის შეხვედრა შეხვედრა კკვლავ გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თუმცა, პირველი პერიოდის მსგავსად ტუღუშის შეგირდებმა დიდი შესვენების წინაც ბოლო წუთებზე მოუმატეს და საბოლოოდ ტაიმი 8-ქულიანი უპირატესობით – 41:33 მოიგეს.
მატჩის სცენარი არც შესვენების შემდეგ შეცვლილა. “რუსთავმა” კვლავ შეძლო სხვაობის შემცირება. თუმცა, ამჯერადაც მეოთხედის ბოლოს ტუღუშის გუნდი დომინირებდა და შეხვედრაში ყველაზე დიდი, 14-ქულიანი სხვაობაც დაფიქსირდა, რაც ლომოურის და ბერიშვილის ზედიზედ ორი ზუსტი სამიანის დამსახურებით მოხდა. აღსანიშნავია, რომ თამაში არ წაუვიდა რუსთაველთა ლეგიონერ ტერენს ოგლსბის, რომელმაც საკმაოდ ბევრი შეტევა გააფუჭა და დაცვაშიც რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა.
“შსს”-მ მოპოვებული უპირატესობა დასკვნით მეოთხედში უპრობლემოდ შეინარჩუნა. რუსთაველთა თამაში მოედანზე დაბრუნებულმა ოგლსბიმ კი გამოაცოცხლა, თუმცა საბოლოოდ ტუღუშის გუნდმა თავისი გაიტანა და მატჩიც 20-ქულიანი უპირატესობით 94-74 მოიგო.
მასპინძელთა შემადგენლობაში საუკეთესო ნიკამ მეტრეველი გახლდათ, რომელამც შსს-ს რიგებში პირველ შეხვედრაში 23 ქულა ჩაიწერა აქტივში, ხოლო “რუსთავიდან” 21 ქულითა და 18 მოხსნით ყველაზე შედეგიანი დვალიშვილი გახდა.