შსს – სოხუმი: ნახევარფინალისტს მეხუთე მატჩი გამოავლენს
თბილისის სპორტის სასახლეში “სოხუმსა” და “შსს-აკადემიას” შორის სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიის მეოთხე მატჩი შედგა, რომელიც “სოხუმის” გამარჯვებით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წყვილში გამარჯვებულს მეხუთე მატჩი გამოავლენს.
დღევანდელ ეხვერაში სოხუმელებმა დებიუტშივე აქტიურად დაიწყეს და მცირე უპირატესობაც მოიპოვეს, თუმცა “აკადემია” მეტოქეს მალევე წამოეწია და მეოთხედის მოგება 6 ქულიანი უპირატესობით შეძლო. მეორე პერიოდიც პირველის მსგავსად დაიწყო, მაგრამ ამჯერად უკვე “სოხუმმა” უპირატესობა შეინარჩნა და შესვენებაზე 7 ქულანი ჰანდიკაპით გავიდა – 45:38.
მესამე პერიოდში “სოხუმმა” უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა და საბოლოოდ შეხვედრა დამაჯერებელ გამარჯვებამდეც მიიყვანა. მართალია, ტუღუშის შეგირდებმა გაიბრძოლეს და სხვაობა 4 ქულამდეც შეამცირეს, თუმცა სოხუმელებმა შორეული ტყორნცებით მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.
„სოხუმში“ 22 ქულით ბომბარდირი გახდა პელე პეილეი. 20 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა გრიგოლ შვანგირაძემ, რომელმაც 9 ცდიდან 6 სამქულიანი ჩააგდო. 18 ქულა დააგროვა ირაკლი ჩლაიძემ, ხოლო ვატო ბააკაშვილმა – 11. „შსს-აკადემიაში“ 17 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გიორგი შარაბიძემ მიითვალა, ბომბარდირი კი 22 ქულით გიორგი ცინცაძე გახდა.
სერიის მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა 11 მაისს, სპორტის სასახლეში, 14:00 საათზე გაიმართება.
პრესკონფერენცია: ვაჟა კვარაცხელია, კოტე ტუღუში