„ვითამ“ ვითიბი ლიგის მატჩი პირველად მოიგო
ვითიბი გაერთიანებული საკალათბურთო ლიგის რეგუალრული ჩემპიონატის 27-ე ტურიში „ვითამ“ თბილისის „ახალ სპორტის სასახლეში“ ბელორუსული „ცმომკი მინსკი“ მიიღო და ნანატრი პირველი გამარჯვება მოიპოვა. ნიკოლაი მაიზურსის გუნდმა მეტოქეს 1 ქულით აჯობა (81:80).
მასპინძლებმა შეხვედრა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს დ 4 ქულთ დაწინაურდნენ. მეოთხედის ბოლოსკენ სტუმრებმა უპირატესობა მიიღეს და მეორე ათი წუთის წინ 3 ქულით იგებდნენ (19:16). მეორე მეოთხედში „ვითამ“ უპირატესობა დაიბრუნა და ტაიმი 39:37 მოიგო.
მესამე მეოთხედი „ცმოკიმ“ 6 ქულით მოიგო. გადამწყვეტ მეოთხედში მინსკელები 7 ქულთაც იგებდბენ, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე თბილისელებმა სხვაობის შემცირება შეძლეს. გმირი ბექა წივწივაძე გახდა, რომელმაც 5 წამით ადრე თავისი გუნდი ერთი ქულით დააწინაურა (81:80), დარჩენილ დროში „ცმოკის“ შორეული სროლა კი არაზუსტი გამოდგა.
სტატისტიკურად „ვითადან“ საუკეთესო ამერიკელი დანიელ ბეჟარანო იყო, რომელმაც 21 ქულა მიითვალა, წივწივაძის ანგარიშზე კი 14 ქულაა. სტუმართა რიგებიდან 19 ქულით ენტონი ლილარდი გამოირჩა.
ამით „ვითამ“ ვითიბი ლიგის მიმდინარე სეზონში პირველად გაიმარჯვა. შემდეგ ტურში მაიზურსის კალათბურთელები ჩეხურ „ნიმბურკს“ ეწვევიან – შეხვედრა ხუთ აპრილს შედგება.
„ვითა“ – „ცმოკი“ 81:80 (16:19, 23:18, 19:25, 23:18)