13-წლამდელთა დედაქალაქის პირველობაზე მეოთხედფინალისტები დაკომპლექტდნენ
13-წლამდელთა თბილისის ჩემპინატში ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა. შესაბამისად, გაირკვა ის 8 გუნდი, რომლებმაც მეოთხედფინალში გასვლასთან ერთად, საქართველოს ჩემპიონატის საგზურებიც მოიპოვეს.
საკვანძო მატჩები დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართა. “დინამოსა” და “ნიკეას” მატჩს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა, აი, თსუ-სა და “შსს-მართვეს” დაპირისპირებამ ჯგუფიდან გამსვლელი გუნდის ბედი გადაწყვიტა.
თსუ-ს 26 ქულაზე მეტით არ უნდა წაეგო, მეოთხედფინალში რომ გასულიყო, თუმცა “შსს-მართვესთან” შეხვედრა 47 ქულით დათმო და “ბ” ჯგუფის მესამეადგილოსან “მართვეს” ბურთების შეფარდებით ჩამორჩა. გამოსავლენი იყო “ა” ჯგუფის მესამეადგილოსანი, რომელსაც გააჩნია, ბურთების როგორი შეფარდება ექნებოდა და ამის შემდეგ გაირკვეოდა, გავიდოდა თუ არა თსუ (-20) მეოთხედფინალში.
“მართვე 2”-ს თსუ-ზე უარესი ბურთების შეფარდება (-37) და 1 მოგებით ნაკლები ჰქონდა, თუმცა ბოლო ტურის მატჩი შედარებით სუსტ “შსს-მართვე 2”-თან ჰქონდა დარჩენილი. ალეკო ქისტაურის გაწვრთნილმა “მართვე 2”-მა მეტოქე 76:51 დაამარცხა და ბურთების შეფარდება 25-ით გაიუმჯობესა – შესაბამისად, -12 გაუხდა და -20-ის მქონე თსუ-ს გადაასწრო.
ასე და ამგვარად, ჯგუფებში მე-3 ადგილზე გასული 3 გუნდიდან – თსუ, “მართვე” და “მართვე 2”, მეოთხედფინალში ეს 2 უკანასკნელი გავიდა. სამივე მათგანმა 2-2 მოგებ-წაგება დააგროვა, ბურთების შეფარდებით კი ადგილები ასე განაწილდა: “მართვე” (+2), “მართვე 2” (-12), თსუ (-20).
თსუ მეოთხედფინალში ვერ გავიდა, თუმცა საქართველოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შანსი აქვს. სტუდენტებთან ერთად ქვეყნის პირველობაზე გასასვლელად ჯგუფებში მე-4 ადგილებზე გასული გუნდები იბრძოლებენ. ესენი არიან: “შსს-მართვე 2”. “ბასტიონი” და “ჰიუნდაი 2”.
მეოთხედფინალები და საქართველოს ჩემპიონატზე გასასვლელი 2 მატჩი ხვალ, 53-ე საშუალო სკოლის დარბაზში ჩატარდება. ქვემოთ გთავაზობთ საბოლოო ცხრილსა და პლეიო ოფის, ასევე ქვეყნის პირველობაზე გასასვლელი მატჩების ბადეს.
GBF.GE