14 თებერვალი: ათი საუკეთესო მომენტი ამერიკიდან (ვიდეო)
14 თებერვალს ამერიკის ნაციონალური ასოციაციის ფორმატით რამდენიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა. გთავაზობთ ამერიკული კალათბურთის დღიურ დოზას – 10 საუკეთესო მომენტი “NBA”-დან.
დღის ცენტრალურ მატჩს “ჩიზპიკ არენამ” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი “ოკლაჰომა სიტი სანდერსი” “კლივლენდ კავალიერზს” დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მისი ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა – 112:120. მატჩის საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი გახდა 37 ქულით, რვა ასისტითა და ამდენივე მოხსნით.
რაც შეეხება, ჯეიმს ჰარდენის “ჰიუსტონ როკეტსს”, მან გასვლაზე “მინესოტა ტიმბერვულვზის” დამარცხება შეძლო (108-126). ჰარდენმა ამ მატჩში 34 ქულა ჩააგდო და ერთი ქულით ჩამორჩა საუკეთესოს, კარლ ტაუნსს.
“საკრამენტო კინგზსმა” “დალას მავერიკსი” დაამარცხა (109:114), ტონი პარკერის კარგმა თამაშმა კი “სან ანტონიო სპურსი” მაინც ვერ გადაარჩინა (117:109 “დენვერ ნაგეტსთან”). “ტორონტომ” შინ “მაიამი ჰიტი” დაამარცხა (115:112), ისევე როგორც “მილუოკ ბაკსმა” სძლია “ატლანტას” (97-92).