16-წლამდელებმა ნორვეგია 111:42 გაანადგურეს და ჯგუფიდან გასვლის შანსი გამოუჩნდათ
საქართველოს 16-წლმდელთა ნაკრებმა სარეკორგო ანგარიშით გაიმარჯვა. გია კაზნჯიანის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში რიგით მე-3 მატჩი გამართა და გამარჯვება მოიპოვა. ქართველები ნორვეგიას ეთამაშნენ და ტურნირზე ყველაზე მასშტაბური გამარჯვება მოიპოვეს – 111:42.
სლოვენიასთან და ისრაელთან სადებიუტო მარცხის შემდეგ ქართველებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი ფაქტობრივად დაკარგეს, თუმცა გია კაზანჯიანის გუნდს დღეს შანსი გამოუჩნდა. ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ისრაელმა 100:63 დაანადგურა ტურნირის მასპინძელი მაკედინია. თუკი ხვალ საქართველო მაკედონიას 15 ქულით მოუგებს,ხოლო სლოვენია ჯგუფის ფავორიტ ისრაელთან დამარცხდება, კაზანჯიანის გუნდი ჯგუფიდან გავა.
თუკი ყველაფერი ასე მოხდა, სამი გუნდი – საქართველო, მაკედინია და სლოვენია ქულების თანაბარ ოდენობას დააგროვებენ. ქართველების მიერ მაკედინიის 8 ქულით ძლევა კი კაზანჯიანის გუნდს ამ სამ ნაკრებს შორის ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას მიანიჭებს და ქართველებიმეორე ადგილზე გავლენ.
მაშ ასე, ხვალ თბილისის დროით 14:00 საათზე სლოვენია-ისრაელის მატჩი დასრულებული იქნება და შესაბამისად ისიც გვეცოდინება, შეგვეძლება თუ არა მაკედონიის 8 ქულით დამარცხებით ჯგუფიდან გასვლა. თუკი სლოვენიამ ისრაელს მოუგო, კაზანჯიანის გუნდის შანსი კვდება.
ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. შტრუმიცე. მაკედონია. 23 აგვისტო
საქართველო 111:42 ნორვეგია
22-10 23-9 24-15 42-8
სრული სტატისტიკა:
http://u16men.fibaeurope.com/enDivB/cid_IIYgusIDGZQ9Od8JC9C9x0.gameID_10107-B-7-4.compID_YUjW-7-FJ,kK9s431Lyr41.season_2014.roundID_10106.teamID_.html
GBF.GE