16-წლამდელთა “ბ” ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება
თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის „ბ“ ლიგის მატჩები საინტერესოდ მიმდინარეობს. თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის მიერ ორგანიზებული და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით მიმდინარე ტურნირში რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება.
გათამაშების ფორმატის თანახმად გუნდები 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი და პლეი ოფში გასასვლელად იბრძვიან. თითოეული ჯგუფიდან პლეი ოფში 4-4 საუკეთესო გუნდი გავა, რომლებიც მეოთხედფინალში დაწყვილდებიან.
„ა“ ჯგუფში პლეი ოფის საგზურები განაღდებული აქვთ 11 მატჩიდან ყველა გამარჯვების მომპოვებელ „მართვე 2“-ს და მეორეზე მყოფ „გორს“. „ბ“ ჯგუფში კი პლეი ოფის საგზურები უკვე მოიპოვეს „ვესტამ“ და „შსს-მართვემ“ დანარჩენი გუნდები უახლოეს დღეებში გაირკვევიან და მეოთხედფინალებიც დაიწყება.
მომდევნო ტურის მატჩები 16 ივნისს, 53-ე საჯარო სკოლის დარბაზში გაიმართება.
gbf.ge