16-წლამდელთა ნაკრებმა ბალტიისპირული ტურნე ესტონეთში წარმატებით დაასრულა
16-წლამდელთა ნაკრების მორიგი წარმატებები ბალტიისპირეთში. გია კაზანჯიანის გუნდმა ლატვიაში 3 გამარჯვების შემდეგ ესტონეთს მიაშურა და ამ ქვეყნის 16-წლამდელთა გუნდთან 1 შეხვედრა ფრედ დაასრულა, მეორე კი მოიგო.
ფრე კალათბურთში არ არსებობს, თუმცა როცა მატჩი არაოფიციალურია, გუნდებს ყველაფერი შეიძლება მოილაპარაკონ და ფრის შემთხვევაში ოვერტაიმი აღარ ითამაშონ. ასე მოხდა ტალინში გამართულ პირველ შეხვედრაში, რომელიც 83:83 დასრულდა და გუნდებმა მოლაპარაკების საფუძველზე თამაში ფრედ დაამთავრეს.
მეორე დღეს, 11 აგვისტოს, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთის თანატოლთა ნაკრები 73:66 დაამარცხა. ამ მატჩში ქართველებს დაუბრუნდათ დავით აფხაზავა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ფეხი იტკინა და 2 მატჩი გამოტოვა.
საქართველოს ნაკრები დღეს ბელგიაში გაემგზავრებამ სადაც 13, 14 და 15 აგვისტოს 3 საკონტროლო მატჩს გამართავს. გია კაზანჯიანის გუნდი 20 აგვისტოდან ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ჩაებმება, სადაც მისი მეტოქეები ჯგუფში ისრაელი, ნორვეგია, სლოვენია და მაკედონია იქნებიან. ტურნირი მაკედონიის ქალაქ შტრუმიცეში, 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
ამხანაგური მატჩი. ესტონეთი. ტალინი. 10 აგვისტო
ესტონეთი (U-16) 83:83 საქართველო (U-16)
28:16, 12:20, 20:24, 23:23
საქართველო: ლეონიძე (19), ბაბილოძე (6), გვიანიძე, ბულაშვილი, ლოლიშვილი, ცირეკიძე (13), ფურცხვანიძე (11ქ, 10მ), აკობია (2), თვალაბეიშვილი (18ქ, 5მ), დარბაიძე (11ქ, 6მ), ყეინაშვილი (3)
ამხანაგური მატჩი. ესტონეთი. ტალინი. 11 აგვისტო
ესტონეთი (U-16) 66:73 საქართველო (U-16)
17:20, 12:15,11:15, 26-23
საქართველო: ლეონიძე, ბაბილოძე, გვიანიძე (9), ცხოვრებოვი, ბულაშვილი (11), აფხაზავა (6), ცირეკიძე (12), ფურცხვანიძე (13ქ, 12მ), აკობია, თვალაბეიშვილი (10), დარბაიძე (6), ყეინაშვილი, კორსანტი (6)