16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი მაკედონიის განადგურებით დაიწყო (VIDEO)
სოლიდური გამარჯვებით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველოს 16 წლაამდე ვაჟთა ნაკრებმა. ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მაკედონია 35-ქულინი სხვაობით – 88:53 გაანადგურა.
ივლისის თვეში ქართველებმა თურქული ტურნირის ფარგლებში ორჯერ მოუგეს მაკედონიელებს, თუმცა დღევანდელი გამარჯვება ყველაზე შთმბეჭდავი გახლდათ. 16-წლამდელთა ეს ნაკრები ევროსარბიელზე გამოცდილი მოთამაშეებისგან შედგება. ეს ბიჭები გახლავან პირველი ნაკადი იმ პროექტისა, რომელიც კალათბურთის ფედერაციამ 3 წლის წინ წამოიწყო და რომლის ფარგლებშიც საქართველოს ნაკრებები არა მანამდელი 16 წლიდან, არამედ 12-13 წლიდან გადიან საერთაშორისო ასპარეზზე და სეზონის განმავლობაში 20-ზე მეტ მატჩს მართავენ საზღვარგარეთ – ევროპის ლიგისა და საერთაშორისო ტურნირების ფარგლებში.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წევრები წლების განმავლობაში, უცხოელი სპეციალისტების დაკვირვებისა და წვრთნის შედეგად იქნენ შერჩეულნი. მართალია, 1 მატჩის მოგება ბევრს არაფერს ნიშნავს, თუმცა ამ გუნდ ნამდვილად შესწევ ძალა, B დივიზიონიდან A-ში აინაცვლოს.
მაკედონიასთან მატჩში 18 ქულით ლაშა მიქელაძე გამოირჩა. 15-15 ქულ დააგროვე რატი ანდრონიკაშვილმა და ირაკლი სულხანიშვილმა. მატჩის ერთადერთო ორმგი დუბლი ალექსი მერკვილაძემ მიითვლა – 11 ქულა, 15 მოხსნა.
მომდევნო მატჩს ქართველები 11 აგვისტოს, დიდ ბრიტანეთთან გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
მაკედონია – საქართველო 53:88 (სრული სტატისტიკა)
GBF.GE