18-წლამდელთა “ბ” ლიგის ფინალში “მართვე 3” და “აკადემია” შეხვდებიან
ნახევარფინალური მაჩები გაიმართა თბილისის 18-წლამდელთა „ბ“ ლიგაში. ეს ის ჩემპიონატია, რომლის მონაწილეებიც გასულ შემოდგომაზე, თბილისის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდებში ვერ მოხვდნენ და საქართველოს პირველობაზე საასპარეზო საგზურები ვერ მოიპოვეს.
რეგულარული ჩემპიონატი გასულ კვირას დასრულდა. პირველი ადგილი დავით ბერიშვილის გაწვრთნილმა „მართვე 3“-მა მოიპოვა, მეორეზე დათო ჩარგეიშვილის „აკადემია“ გავიდა, მესამეზე – „ნიკეა 2“, ხოლო მეოთხეზე – „იმედი-მართვე“. შესაბამისად, ნახევარფინალში I-IV და II-III გუნდები შეხვდნენ.
„აკადემიამ“ „ნიკეა 2“-ს 59:43 მოუგო და ფინალში გავიდა. აკადემიელებს 17 ქულით ულიდერა დათო ლეშკაშელმა, ხოლო 13 ქულა და ამდენივე მოხსნა დათო კაკულიამ დააგროვა. დამარცხებულებში ზურაბ შველიძე გამოირჩა 12 ქულა-13 მოხსნით.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „მართვე 3“ და „იმედი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი საინტერესო გამოდგა. პირველ მეოთხედში „იმედმა“ 17:12 იმარჯვა, თუმცა მართველებმა ვითარება მალევე გამოასწორეს და საბოლოოდ გამარჯვებასაც მიაღწიეს – 74:60. მართველებს 31 ქულითა და 14 მოხსნით გიორგი რეხვიაშვილმა ულიდერა, ხოლო დამარცხებულებში 19 ქულა-10 მოხსნით გიორგი ღონღაძე გამოირჩა.
მაშ ასე, ფინალში „მართვე 3“ და „აკადემია“ შეხვდებიან, ხოლო მესამე ადგილისთვის ერთმანეთს „ნიკეა 2“ და „იმედი“ დაუპირისპირდებიან. ორივე მატჩი 26 ივნისს – საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება
26 ივნისი. აკადემია
მე-3 ადგილისთვის
„ნიკეა 2“ – „იმედი“ 13:30
ფინალი
„მართვე 3“ – „აკადემია“ 15:15
gbf.ge