18–წლამდელთა ნაკრებმა ლატვიის ტურნე 47–ქულიანი გამარჯვებით დაასრულა
საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრებმა ლატვიური შეკრება დაასრულა. არჩილ ჟღენტის გუნდმა ლატვიის ნაკრებთან დიდსხვაობიანი მარცხის შემდეგ დღეს, რიგით მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა 18–წლამდელება 2 დღის წინლატვიის ჩემპიონატის მეორე ლიგაში მოასპარეზე რიგის უნივერსიტეტის გუნდს მოუგეს, დღეს კი ამავე ლიგის წევრი „ლეცავა“ 47 ქუის სხვაობით – 109:62 დაამარცხა.
ქართველებს მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუჭირდათ, რომელიც მხოლოდ 1 ქულით – 20:19 მოიგეს. მეორე პერიოდიდან ქართველებმა მატჩზის მსვლელობაზე სრული კონტროლი დააწესეს და დიდიშესვენებისთვის უკვე 14 ქულას იგებდნენ.
მესამედა მეოთხე მეოთხედები ქართველებმა კიდევ უფრო კარგად ჩაატარეს საბოლოოდ მეტოქე მთელი 47 ქულით გაანადგურეს. საქართველოს ნაკრებმა გუნდურად და ერთ მუშტად ითამაშა, რაც მომავალმატჩებში წრმატების იმედს იძევა. ხვალ ქართველები დატოვებენ ლატრიას და გეზს ფინეთისკენ აიღებენ, სადაც ამ ქვეყნის 18–წლამდელთა ნაკრებთან 2 ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. ლატვია. რიგა. 16 ივლისი
ლეცავა (რიგა) – საქართველო 62:109
19:20, 17:30,17:30, 9:29
gbf.ge