20-წლამდელთა ჩემპიონატის თამაშებს რეგიონებმა უმასპინძლეს

თარიღი: მარტი 21, 2014

20-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 2 მატჩი გაიმართა – ერთ შეხვედრას რუთავმა უმასპინძლა, ერთსაც – ქუთაისმა. სატურნირო თვალსაზრისით ქუთაისში უფრო მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა, სადაც წაგების შემთხვევაში “აკადემია” პლეი ოფში გასვლის შანსს ეთხოვებოდა.

აკადემიელები შანსს ბოლომდე ეჭიდებოდნენ, მაგრამ გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს. ქუთაისელებმა პირველი ტაიმის შემდეგ 21-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და მიუხედავად აკადემიელი ბექა დარახველიძის დიდი მოწადინებისა, ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნეს. დარახველიძემ მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა – 49 ქულა მოაგროვა და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგად 40 ქულა ითვლებოდა, რომელიც დარახველიძემ გასული წლის 1-ლ ნოემბერს, ასევე “ქუთაისთან” მატჩში ჩააგდო.

მატჩი ქუთაისელთა სასარგებლოდ – 103:95 დამთარდა და “აკადემია” პლეი ოფის მიღმა დარჩა. გამარჯვებულებს 34 ქულით გიორგი ცირეკიძემ ულიდერა, 25 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა უჩა გამრეკლიძემ, ხოლო ლევან გრძელიძემ მასპინძლებს 20 ქულა და 9 პასი მიაშველა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ქუთაისი – აკადემია  103:95

შოთა ჯავახიშვილი(,,ქუთაისის’’ მთავარი მწვრთნელი): თავიდან სერიოზული უპირატესობა მოვიპოვეთ და ამიტომ მესამე პერიოდიდან ძირითადი სათამაშო დრო ახალგაზრდებს მივეცით, მათ უფრო ნაკლები კლასი და გამოცდილება აქვთ და ამიტომ, დიდი სხვაობით ვერ გავიმარჯვეთ, თუმცა ეს ჩვენთვის მთავარი არაა. მინდა აღვნიშნო აკადემიელი დარახველიძის ძალიან კარგი თამაში, მისი შეჩერება, ფაქტობრივად, ვერ მოვახერხეთ.

ირაკლი ტომარაძე(,,აკადემიის’’ მწვრთნელი): ვულოცავ ,,ქუთაისს’’ გამარჯვებას, ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ და წარმატებებს ვუსურვებ. რაც შეგვეხება ჩვენ, შემოკლებული შემადგენლობით ჩავედით და ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს თამაშის მოსაგებად, სამწუხაროდ, ძალები აღარ გვეყო. გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და მინიმალური სხვაობით დავმარცხდით.

რუსთავში გამართულ შეხვედრას რაც შეეხება, ქვემოქართლელები ლიდერ “შსს-აკადემიას” მასპინძლობდნენ, თუმცა მოიგებდნენ თუ წააგებდნენ, ამას სატურნირო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. რუსთაველთათვის მთავარი მატჩი 29 მარტს გაიმართება, როცა პლეი ოფში გასვლისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტ “ოლიმპს” უმასპინძლებენ.

“რუსთავს” “შსს-აკადემია” რომც დაემარცხებინა, პლეი ოფში გასასვლელად ბოლო ტურში “ოლიმპის” ძლევა მაინც ესაჭიროებოდა. ამიტომ, დღევანდელ მატჩში რუსთაველებს დიდი ძალისხმევა არ დაუხარჯავთ. 3 მეოთხედი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, ბოლოს კი “შსს-აკადემიამ”, რომელსაც ძლიერი შემადგენლობა და უფრო მეტი ამბიცია აქვს, დამსახურებულად გაიმარჯვა.

აკადემიელთა შორის 13 ქულით ბომბარდირი ლევან გოგალაძე გახდა, ხოლო ლერი კვანტალიანმა მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი – 10 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. მასპინძლებს 14 ქულით, 5 პასით და 4-4 მოხსნა-ჩაჭრით ნუგზარ ტაბაღუამ ულიდერა, 15 ქულა და 7 მოხსნა კი გიორგი ოქროჭელიძის ანგარიშზეა.

ბოლო ტურში, “რუსთავს” “ოლიმპის” მინიმუმ 8 ქულით დამარცხება მართებს იმისთვის, რომ პლეი ოფში გამსვლელი მეოთხე ადგილი დაიკავოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნახევრფინალში ოლიმპელები გავლენ.

მატჩისშემდგომი კომენტარები

რუსთავი – შსს აკადემია  58:72

მიხეილ ბერუაშვილი(“რუსთავის” მწვრთნელი):  3 მეოთხედი ვებრძოლეთ “შსს-აკადემიას”, რომელსაც გაცილებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და ჩემპიონობის მთავარი კანდიდატია. გვქონდა შეცდომები, რის გამოც მატჩი წავაგეთ, მაგრამ ამ თამაშის შედეგს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი მატჩი მომავალ კვირას გვაქვს “ოლიმპთან”, მათი სასურველი ანგარიშით დამარცხების შემთხვევაში პლეი ოფში გავდივართ.

გიორგი ნიკოლაძე(“შსს-აკადემიის” მთავარი მწვრთნელი):  წინ პლეი ოფია, ეს მატჩი კი მოსამზადებლად გამოვიყენეთ. მატჩის შედეგს არც “რუსთავისთვის” ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა,. როგორც ვიცი, რუსთაველებს გადამწყვეტი შეხვედრა “ოლიმპთან” აქვს და იმ მატჩისთვის ემზადება.

u-20.ge



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა