2003-წლამდელთა ფესტივალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
დასრულდა 2003 წელს დაბადებულთა თბილისის ფესტივალის ჯგუფური ეტაპი მინი-კალათბურთში. ტურნირის ორგანიზატორია „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, ხოლო მხარდამჭერი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ ნახევარფინალში გამსვლელი ოთხივე გუნდის ვინაობა ცნობილი იყო. გასარკვევი იყო ის, თუ რომლები გავიდოდნენ ჯგუფში პირველ და მეორე ადგილებზე.
17 ივნისი. კალათბურთის აკადემია
ჰიუნდაი – ოვერტაიმი 13:45
დინამო – აკადემია 1 26:47
აქსე – მართვე 31:46
აკადემია 2 – მთიები 22:9
„აკადემიამ“ იოლად – 47:26 დაამარცხა „დინამო“ და პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო „დინამო“ მეორე ადგილს დასჯერდა. „ა“ ჯგუფში პირველი ადგილი „ოვერტაიმმა“ დაიკავა, რომელმაც ბოლო ტურში „ჰიუნდაის“ სძლია.
შესაბამისად, ნახევარფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: „ოვერტაიმი“ – „დინამო“ და „აკადემია“ – „ჰიუნდაი“. მატჩები 19 ივნისს, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.
19 ივნისი. კალათბურთის აკადემია
ნახევარფინალი
აკადემია – ჰიუნდაი 13:30
ოვერტაიმი – დინამო 14:30
gbf.ge