2015 წლის ევრობასკეტი უკრაინაში არ გაიმართება
ფიბა-ევროპამ გადაყწვიტა, რომ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატს უკრაინა აღარ უმასპინძლებს, რისი მიზეზი ქვეყანაში არსებული ვითარებაა. გარდა ამისა, ევრობასკეტი ფორმატსაც შეიცვლის, კერძოდ, პლეიოფი ჯგუფური ეტაპის დასრულებისთანავე დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას 16 გუნდი მიიღებს.
უახლოეს დროში ფიბა-ევროპა კონტინენტის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობაზე ახალ კონკურსს დაიწყებს. მსურველ ქვეყნებს აღნიშნულ კონკურსში განცხადის შეტან ა31 ივლისამდე შუძლიათ.
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, სურვილი შემთხვევაში, უკრაინას 2017 წლის ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება ექნება.
ცნობისთვის, აქამდე ევროპის ჩემპიონატის მატჩების ჩატარება საკთარ დარბაზებში 16 ქვეყანას სურდა. გამორიცხული არ არის, ფიბა-მ მასპინძლად ერთდროულად ორი ქვეყანა დანიშნოს.
საბოლოო გადაწყვეტილებას კი, ფიბა აგვისტოში, საკვალიფკაციო რაუნდის დასრულების შემდეგ მიიღებს.
ალექსანდრე მატევოსოვი