”მავერიკსმა” სამი მოთამაშე დაიმატა
გუშინ, ”დალას მავერიკსმა” სამ მოთამაშესთან კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა. ახალ სეზონში გუნდის ღირსებას ფაბ მელო, დიჯეი კენედი და რიჩარდ მაკონელი დაიცავენ. აქედან გამომდინარე, ჯამში, ამჟამად, გუნდში 18 მოთამაშე ირიცხება.
შეგახსენებთ, რომ მელო გასული წლის დრაფტზე ”ბოსტონ სელტიკსის” მიერ 22-ე ნომრად იქნა არჩეული. ბოსტონელთა მაისურით მან ჯამში რეგულარული ჩემპიონატის ექვს შეხვედრაში ითამაშა. ერთ მატჩში კი მისმა საშუალო მონაგარმა სათამაშო დროის 6,0 წუთში 1,2 ქულა და 0,5 მოხსნა შეაგინა.
რაც შეეხება კენედის, იგი D-ლიგის ვარსკლავია. გასულ სეზონში Rio Grande Valley Vipers-ს რიგებში კენედი ლიგის გამარჯვებული გახდა.
მაკონელი კი წმინდა მარიას კოლეჯის ყველა დროს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. ხსენებული კოლეჯის გუნდში იგი 2007 წლიდან 2011 წლამდე გამოდიოდა.
ალექსანდრე მატევოსოვი