შერმადინი და სანიკიძე სარაგოსაში საუკეთესონი არიან
გიორგი შერმადინმა და ვიქტორ სანიკიძემ თავი კვლავ გამოიჩინეს. ქართველების გუნდმა „სარაგოსამ“ მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა. არაგონელებმა ქალაქ სარაგოსას თასი „კუტხა ლაბორალთან“ გაითამაშეს. ეს გუნდი გასული სეზონიდან „კახა ლაბორალით“ ემახსოვრება ქომაგს.
მატჩი ლაბორალელებმა 81:67 მოიგეს. სარაგოსელთაგან საუეთესო გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 5-დან 4 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინი სასტარტო იყო და მოედანზე 22 წუთი გაატარა, რაც საკმარისი აღმოჩნდა, თავისიანთაგან ყველაზე მაღალი (17) მარგი ქმედების კოეფიციენტი ეჩვენებინა.
სანიკიძემაც 12 ქულა მოაგროვა, ოღონდ 27 წუთში. ვიქტორმა 4-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 12 ქულასთან ერთად სანიკიძის ანგარიშზე 4 მოხსნაც იყო, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 9 შეადგინა.
მორიგ საკონტროლო მატჩს სარაგოსელები 2 ოქტომბერს, „მანრესასთან“ გამართავენ.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი