დედაქალაქის პირველობაზე მეოთხედფინალები გაიმართა
თბილისის ჩემპიონატის ნახევარფინალისტები დღეს საკალათბურთო აკადემიაში გამოვლინდნენ. გამართული 4 მატჩის შემდეგ გამოვლინდნენ ის გუნდები, რომლებიც დედაქალაქის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძლას განაგრძობენ. ესენი არიან: “დინამო”, 1-ელი ექსპერიმენტალური სკოლის გუნდი “ჰიუნდაი”, შსს 1 და “კნაუფ-აკადემია”.
აღნიშნულმა გუნდებმა ნახევარფინალის საგზურები იოლადმოიპოვეს. არც ერთ მათგანს არ გასჭირვებია მეტოქის ძლევა. დინამოელებმა “მართე 1”-ს 28 ქულის სხვაობით მოუგეს, ისევე როგორც “შსს 1”-მა – “იმედს. ჰიუნდაელებმა “ზაზა 1” 87:62 დაამარცხეს, ხოლო ყველაზე დიდი სხვაობით “კნაუფ-აკადმეიამ” იმარჯვა, რომელმაც “აკადმეია 2”-ს 64 ქულის სხვაობით – 115:48 აჯობა.
ნახევარფინალებში ერთმანეთს 1-ელი ესქპერიმენტალური სკოლის გუნდი “დინამოს” შეხვდება, ხოლო “შსს 1” – “კნაუფ-აკადემიას”. ხვალ საკალათბურთო აკადემია საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი საპლეიოფო რაუნდის მატჩებს უმასპინძლებს, რომელშიც ჯგუფებში III-IV ადგილებზე გასული 8 გუნდი მონაწილეობს და რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის 2 საგზურისთვის იბრძვიან.
18 ოქტომბერი.საკალათბურთო აკადემია
მართვე 1 – დინამო 61:89
1-ელი ექსპ. სკოლა – ზაზა 1 87:62
შსს 1 – იმედი 91:63
კნაუფ-აკადემია – აკადემია 2 115:48
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი