სუპერლიგა – სამმა გუნდმა დიდი ანგარიშით იმარჯვა
დღეს, სტარტი აიღო საქართველოს სუპერლიგის 2013/2014 წლების სეზონის გათამაშებამ.
პირველი შეხვედრა „მაქაბისა“ და „შსს აკადემიას“ შორის შედგა. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება „აკადემიელებმა“ მოიპოვეს, რომელთა რიგებშიც საუკეთესო შედეგით ახალწვეული ბექა ჩიკვილაძე გამოირჩა. „მაქაბის“ მხრიდან საუკეთესო შედეგი კი ლევან რევაზაშვილმა აჩვენა, რომელმაც ჩიკვილაძის მსგავსად 22 ქულა დააგროვა.
„მაქაბი“ – „შსს აკადემია“ 83-87 (10-18 26-24 30-28 17-17)
„მაქაბი“: რევაზაშვილი (22 ქ. 9 მ. 2 პ.), ტეტელაშვილი (12 ქ. 7 მ. 6 პ.), ბეშკენაძე (10 ქ. 4 მ. 1 პ.),
„შსს აკადემია“: ჩიკვილაძე (22 ქ. 8 მ. 4 პ.), ბოქოლიშვილი (20 ქ. 2 მ. 6 პ.), როგავა (15 ქ. 4 მ. 9 პ.)
ახალ სეზონში კარგი სტარტი „ბათუმს“ გამოუვიდა, რომელმაც „ოლიმპის“ დამარცხება 19 ქულით მოახერხა. საუკეთესო აჭარელთა რიგებში ლეგიონერი ჯემი ჯექსონი აღმოჩნდა, რომელმაც თავის ანგარიშზე 30 ქულა ჩაიწერა. რაც შეეხება „ოლიმპს“, მის რიგებში საუკეთესო შედეგით ნოდარ გოგოძე გამოირჩა – მისმა მონაგარმა 18 ქულა შადგინა.
„ოლიმპი“ – „ბათუმი“ 86-105 (14-22 23-17 15-31 34-35)
„ოლიმპი“: გოგოძე (18 ქ. 3 მ. 2 პ.), მიქელაძე (17 ქ. 5 მ. 6 პ.), თავარქილაძე (9 ქ. 2 მ. 4 პ.)
„ბათუმი“: ჯექსონი (30 ქ. 13 მ.), კადოუგანი (27 ქ. 4 მ. 7 პ.), საფოლდი (26 ქ. 15 მ. 3 პ.)
შესანიშნავი სტარტი „ქუთაისსაც“ გამოუვიდა, რომლის კალათბურთელებმაც „სოხუმი“ 24 ქულით გაანადგურეს.
„სოხუმი“ – „ქუთაისი“ 57-81 (16-19 9-19 20-26 12-17)
„სოხუმი“: მეტრეველი (15 ქ. 8 მ. 7 პ.), ჩლაიძე (14 ქ. 4 მ. 3 პ.), სიემნსი (7 ქ. 6 მ.)
„ქუთაისი“: დვალიშვილი (16 ქ. 12 მ. 1 პ.), ცეკვავა (16 ქ. 7 მ. 7 პ.), ფაშაევი (12 ქ. 1 მ. 5 პ.)
დიდი ანგარიშით მოგება „არმია“ – „რუსთავის“ მატჩის გამარჯვებულმაც იზეიმა.
„არმია“ – „რუსთავი“ 76-50 (26-16 17-14 15-6 18-14)
„არმია“: შარაბიძე (14 ქ. 3 მ.), ბერიშვილი (11 ქ. 5 მ. 2 პ.), ბაბუნავილი (9 ქ. 6 მ. 1 პ.), კვიმსაძე (9 ქ. 5 მ.)
„რუსთავი“: ჩაჩანიძე (14 ქ. 1 მ.), ალხანიძე (8 ქ. 8 მ. 1 პ.)