თბილისის ჩემპიონობისთვის დინამო და კნაუფ-აკადემია იბრძოლებენ
16-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატის ფინალში 1-ელი ექსპერიმენტალური სკოლის გუნდი “ჰიუნდაი” და “დინამო” შეხვდებიან. დღეს, საკალათბურთო აკადემიაშიაში გამართულ ნახევარფინალებში აღნიშნულმა გუნდებმა იმარჯვეს.
“დინამომ” 1-ელი ექსპერიმენტალური გუნდი 57:40 დაამარცხა. ამროსი ორმოცაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჰიუნდაელებს თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა და ღირსეული გამარჯვებამოიპოვა. დინამოელები მობილურად და ზუსტად თამაშობდნენ, 1-ელი ექსპერიმენტალური სკოლის გუნდის წევრებს კი არც შორი სროლები მისდიოდათ და ვერც ფარქვეშ მოიკიდეს ფეხი.
“დინამოს” გამარჯვებაში დიდი წვლილი დაიდო ტანმაღალმა გიორგი თვალაბეიშვილმა, რომელმაც 24 ქულა და 28 მოხსნა მიითვალა.ორმაგი დუბლი მიითვალა გიორგი გვიანიძემაც, რომელმაც 16 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. ჰიუნდაელთაგან კი ყველაზე მეტი -12 ქულა, კოკა ფიფიამ მოაგროვა.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში”კნაუფ-აკადემიამ” შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი დაამარცხა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წუთებზე გადაწყდა. გია კაზანჯიანის და ვასილ სომხიშვილის გაწვრთნილმა აკადემიელებმა ბოლო წუთებში დიდი მობილიზებით ჩაატარა და საბოლოოდ ფინალშიც გავიდნენ.
დღეს ასევე გაირკვა იმ 2 გუნდის ვინაობა, რომელიც პლეი ოფში გასულ 8 გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონატში 10-ადგილიან თბილისის კვოტას შეავსებს. ესენი არიან “არმია” და “ჰიუნდაი 2”. არმიელებმა გადამწყვეტ მატჩი “ვესტა” 61:34 დაამარცხეს, ხოლო ჰიუნდაელებმა “მართვე 2”-ს აჯობეს – 40:34.
თბილისის ჩმპიონატის ფინალური მატჩი საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 21 ოქტომბერს გაიმართება, მანამდე კი ნახევარფინალის წამგები გუნდები მე-3 დგილს გაითამაშებენ.
20 ოქტომბერი. საკალათბურთო აკადემია
ნახევარფინალები
1-ელი ექს სკოლა – დინამო 40:57
კნაუფ-აკადემია – შსს აკადემია 74:67
საკვალიფიკაციო ტურნირი
არმია – ვესტა 61:34
ჰიუნდაი 2 – მართვე 2 40:34
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი