18-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატი დღეს საკალათბურთო აკადემიაში დაიწყო
დღეს სტარტი აიღო დედაქალაქის ჩემპიონატმა 18-წლამდელთა შორის, რომელსაც თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი ფედერაციის დახმარებით ატარებს. რამდენიმე დღის წინ დასრულებული დედაქალაქის 16 წლამდელთა ჩემპიონატის მსგავსად, 18-წლამდელთა პირველობის მიზანიც პრიზიორთა და საქართველოს ჩმპიონატზე გამსვლელი გუნდების გამოვლენაა.
ჩემპიონატჩი 18 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფშია გადანაწილებული. შექმნილია ორი 4-გუნდა და ორიც 5-გუნდა ჯგუფები. თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ბრძოლას ჩემპიონობისთვის მეოთხედფინალიდან გააგრძელებს, ხოლო III-IV ადგილებე გასული გუნდები (ჯამში 8) საქართველოს ჩემპიონატის დარჩენილი 2 საგზურისთვის საკვალიფიკაციო ტურნირში იბრძოლებენ.
მთლაინობაში, 18 გუნდიდან ქვეყნის პირველობაზე 10 საუკეთესო გუნდი გავა. დღეს საკალათბურთო აკადემიაში ჯგუფური ეტაპის 6 მატჩი გაიმართა, რომელთა შედეგებსაც გთავაზობთ.
მართვე 2- კარდინალი 53:68
მაკაბი – ლომები 89:70
შსს აკადემია – არმია 67:54
დინამო – აკადემია 2 37:46
თსსუ – ნიკეა 2 71:28
ნიკეა 1 – TBC 95:43
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი