თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის 2 მატჩს სპორტის სასახლემ უმასპინძლა
თბილისის 18-წამდელთა ჩემპიონატმა სპორტის სასახლეშიც შეაბიჯა. სუპერლიგის ტურის დღს, 26 ოქტომბერს, დედაქალაქის მთავარ სპორტულ არენაზე 18-წლამდელებმა ითამაშეს, მთლიანობაში კი გუშინ 6 მატჩი ჩატარდა, საიდანაც 4-ს საკალათბურთო აკადემიამ უმასპინძლა.
სუპერლიგის ცენტრლურ მატჩამდე სპორტის საახლეში თბილისის 18-წლამდელთა ჩმპიონატის შეხვედრა გაიმართა. “მაკაბიმ” “იმედი” არ დაინდო და 91:54 სძლია, რაც, როგორც წესი, მაიზერ რევაზაშვილის დამსახურებაა. მაკაბელთა ლიდერმა 64 ქულა და 20 მოხსნა დააგროვა. სპორტის სასახლეში გამართულ მეორე შეხვედრაში “ჰიუნდაიმ” “დინამო” გაანადგურა – 136:49. ჰიუნდაელთაგან 7 მოთამაშემ 10-ქულიან ზღვარს მიაღწია.
საკალათბურთო აკადემიაში გამართულ მატჩებში ყველაზე საინტერესო “ლომებისა” და TBC-ის დაპირისპირება გამოდგა. ლომებმა 2 ქულის ხვაობით – 56:54 დაამარცხეს ბანკის გუნდი. დანარჩნმატჩებში ლოგიკური შედეგები დაფიქსირდა.
საკალათბურთ აკადემიაში 27 ოქტომბერს 6 მატჩი გაიმართება.
26 ოქტომბერი. სპორტის სასახლე
მაკაბი – იმედი 91:54
ჰიუნდაი – დინამო 136:49
26 ოქტომბერი. საკალათბურთო აკადემია
აკადემია 2 – ნიკეა 2 33:83
ლომები – TBC 56:54
ნიკეა 3 – კარდინალი 34:86
მართვე 1 – მართვე 2 86:59
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი