მარკოიშვილის 8 ქულა იზმირში წაგებულ მატჩში
მანუჩარ მარკოიშვილმა მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა, თუმცა ეს მისი გუნდის წარმატებაზე არ აისახა. თურქული “გალათასარაის”ქართველმა უკანახაზელმა “აიალღა პეტკიმს” 8 ქულა ჩაუგდო, რაც ამ სეზონში მისთვის პირადსარეკორდოა, თუმცა სტამბოლურმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა – “გალათასარაიმ” თურქეთის ჩემპიონატში პირველი მარცხი იზმირში იწვნია – 69:77.
მარკოიშვილს ბერვი არ უთამაშია. 19 წუთში 2-დან 1 ორქულიანი და 5-დან 2 სამიანი ჩააგდო. 8 ქულასთან ერთად მანუჩარმა 2 მოხსნა მიითალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. გალათასარაელთა შორის 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ერსანდალი (16 ქულა, 10 მოხსნა) და ფურკან ალდემირი (13 ქულა) გადასცდნენ,ხოლო მასპინძლებს ამერიკელებმა შონ ჯეიმს მარშალმა (17 ქულა) დამარსელიუს დუეინ სომერვილმა (15 ქულა) ულიდერეს.
მარკოიშვილის გუნდს თურქეთის ჩემპიონატში 2 მოგება და 1 წაგება აქვს. მომდევნო ტურში, 3 ნოემბერს, “გალათასარაი” “თოფაშს” უმასპინძლებს.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი