როუზმა „ბულსს“ მოაგებინა, პოლმა 42 ქულა დააგროვა
დღეს, გამთენიისას, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორი მატჩი შედგა.
ჩიკაგოში „ბულსმა“ „ნიუ-იორკ ნიქსს“ უმასპინძლა და მეტოქეს მხოლოდ ერთი ქულით აჯობა. საუკეთესო „ხარების“ რიგებში გამოჯანმრთელებული დერიკ როუზი აღმოჩნდა, რომელმაც 18 ქულა დააგროვა. მასზე ერთი ქულით ნაკლები თავის ანგარიშზე ლუოლ დენგმა ჩაიწერა. მატჩში საუკეთესო მაჩვენებლით კი კარმელო ენტონი გამოირჩა, რომელმაც 22 ქულა დააგროვა.
„ჩიკაგო ბულსი“ – „ნიუ-იორკ ნიქსი“ 82:81 (26:16, 17:22, 28:23, 11:20)
„ბულსი“: როუზი (18 ქ. 6 მ.), დენგი (17 ქ. 6 პ.), ბუზერი (14 ქ. 7 მ.), ბატლერი (11 ქ. 10 მ.), ჰაინრიკი (9 ქ. 5 დ.), ნოა (6 ქ. 15 მ. 6 პ.)
„ნიქსი“: ენტონი (22 ქ. 6 მ. 6 პ. 6 ჩ.), ფელტონი (13 ქ. 6 გ.), ჰარდუეი (10 ქ.), ბარნიანი (9 ქ.), უორლდ პისი (8 ქ.), ჩენდლერი (7 ქ. 19 მ. 4 ბ.)
თავისი მატჩი „ლოს-ანჯელეს კლიპერსმაც“ მოიგო – დოკ რივერსის გუნდმა „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ 11 ქულით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში კალიფორნიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა კრის პოლმა 42 ქულის დაგროვება შეძლო.
„ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ – „გოლდენ სტეიტ უორიორსი“126:115 (36:26, 32:29, 25:25, 33:35)
„კლიპერსი“: პოლი (42 ქ. 15 გ. 6 მ. 6 დ.), გრიფინი (23 ქ. 10 მ.), რედიკი (17 ქ. 5 მ.), კროუფორდი (17 ქ.), დადლი (10 ქ.), ჯორდანი (9 ქ., 17 მ.)
„უორიორსი“: კარი (38 ქ. 9 პ. 11 დ.), ლი (22 ქ. 5 მ.), ბოგური (17 ქ. 6 მ.), იგუოდალა (14 ქ. 11 გ.), ტომპსონი (10 ქ.), გრინი (4 ქ. 8 მ.)