ფაჩულია ტორონტოსთან მხოლოდ 14 წუთი ათამაშეს
ზაზა ფაჩულიას “მილუოკიმ” შინაურ არენაზე სეზონის პირველი მატჩი გამართა და “ტორონტო რეპტორზთან” მარცხი განიცადა90:97. სეზონის საწყის 2 მატჩში მილუოკელთაგან საუკეთესო მოთამაშე ქართველი ცენტრი გახდა, გასულ შეხვედრაში კი ფაჩულია გაცილებით მოკრძალებული იყო.
ზაზამ მილუოკელთაგან ყველაზე ცოტა – 14:22 წუთი ითამაშა. ვერ ვიტყვით, “ბაქსის” ძირითად ცენტრ ლარი სანდერსს თამაში წაუვიდა და ქართველი მეფარე ამიტომ დარჩა სათადარიგოდ თქო, რადგან სანდერსმა 22 წუთში მხოლოდ 4 ქულა, 4 მოხსნა და 1დაფარებამოაგროვა. ფაჩულიას ანგარიშზე კი 6 ქულა და 3 მოხსნაა. სანდერსმა 8-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, როცა ზაზას 4 სროლიდან 3-მა მიაღწია მიზანს.
მილუოკელთაგან საუკეთესო ოჯეი მაიო გახდა, რომელმაც 16 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა დააგროვა. ტორონტოელებს რუდი დეიმ 18 ქულა-15 მოხსნით ულიდერა, დემარ დეროზანმა კიმილუოკელებს 17 ქულაჩაუგდო.
“მილუოკი”, რომელსაც 1 მოგება და 2 წაგება აქვს, მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს შინ “კლივლენდთან” გამართავს.