სასტუმრო “რედისონში” გამართულ შეხვედრაზე ფედერაციის გამგეობამ განცხადება გაავრცელა
გუშინ სასტუმრო “რედისონში” ფედერაციის გამგეობა თბილისის კლუბებისა და საკალათბურთო სკოლების ხელმძღვანელებს უნდა შეხვედროდა. გამგეობასთან შესახვედრად საკმაოდ ბევრი მწვრთნელი (მათ შორის სუპერლიგისაც) და საკალათბურთო სამყაროს წარმომადგენელი მივიდა, თუმცა სუპერლიგის გუნდების ხელმღვანელობიდან არავინ არ ყოფილა. შესაბამისად, შეხვედრაც ისეთ რეჟიმში წარიმართა, როგორიც არსებულ სიტუაციას შეეფერებოდა. თავდაპირველად გამგეობის განცხადება გაჟღრდა, რომელიც დამსწრე საზოგადოებას ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გამგეობის წევრმა – მერაბ რატიშვილმა გააცნო
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის
გამგეობის განცხადება
2013 წლის 31 ოქტომბერს ჟენევაში გაიმართა შეხვედრა კალათბურთისსაერთაშორისო ფედერაციის (ფიბა) და საქართველოს კალათბურთის ეროვნულიფედერაციის ხელმძღვანელებს შორის.
ფიბას შტაბ-ბინაში შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ფიბას გენერალურმამდივანმა პატრიკ ბაუმანმა, ფიბას განვითარების მენეჯერმა ზორან რადოვიჩმა,საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკლიპარტელიანმა და გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა.
შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა ,,ფიბასეროვნული ფედერაციების სახელმძღვანელოს” საკითხი. კალათბურთის ეროვნულიფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი სატელევიზიო ეთერის და კერძოსაუბრების საშუალებით აცხადებს, რომ სახელმძღვანელო წარმოადგენს კანონს დაიმპერატიულ ნორმას და არა ფიბას რეკომენდაციებს ეროვნული ფედერაციების მიმართ.
ამის საპასუხოდ ფიბას ხელმძღვანელობამ გააკეთეს მინიშნება აღნიშნული სახელმძღვანელოს წანამძღვარზე, სადაც გარკვევით წერია: ,,ფიბას სახელმძღვანელოსეროვნული ფედერაციებისთვის” მიზანია დახმარების გაწევა თქვენი ეროვნულიორგანიზაციისათვის ყოველდღიური საქმიანობის წარმართვაში, კონკრეტული რჩევებისშეთავაზებით სხვადასხვა მიმართულებით… ეს დოკუმენტი გთავაზობთ მეგობრულრჩევებს, რომლებიც თქვენ დამხმარე ინსტრუქციების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთყოველდღიურ მუშაობაში. ამიტომ, ისარგებლეთ ამ სახელმძღვანელოთი თქვენთანარსებულ გარემოზე მისადაგებით”.
დღევანდელ, 4 ნოემბრის შეხვედრაზე საკალათბურთო კლუბებთან და ბავშვთასაკალათბურთო სკოლებთან, გარდა იმისა, რომ გვსურს მოვისმინოთ მათი რჩევები დაწინადადებები ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების წესთან დაკავშირებით, ასევეგვსურს მათ გავაცნოთ ფიბას ხელმძღვანელებთან შეხვედრის შედეგები, რჩევები დაშეტყობინებები ფიბას სახელმძღვანელოს ინტერპრეტაციებთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, მათ აირჩიეს ფედერაციის ლეგიტიმურ ორგანოსთან,გამგეობასთან, არაკონსტრუქციული ურთიერთობის გზა. მათი არმოსვლის ორ გაუგებარმიზეზთან დაკავშირებით ვაცხადებთ:
1. ფედერაციის 10 აგვისტოს რიგგარეშე ყრილობაზე, რომელიც იქნა გადადებულიფედერაციის გამგეობის მიერ, დელეგატებზე ზეწოლის ფაქტებს იკვლევს საქართველოსპარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი. ყველამ პატივი უნდავცეთ ზემოხსენებულ კომიტეტს, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ მათიმოკვლევის შედეგებს.
2. რაც შეეხება 10 აგვისტოს რიგგარეშე ყრილობის (რომელიც გადადებულ იქნაფედერაციის გამგეობის მიერ) შემდეგ დარბაზში დარჩენილი საკალათბურთოსუბიექტების პრეტენზიას, რომელიც არის აბსოლუტურად გაურკვეველი და უკანონო:სუბიექტებს შეუძლიათ თავიანთი პრეტენზიები წარუდგინონ სასამართლოს. ამაზეგამგეობა სხვა კომენტარს ვერ გააკეთებს.
და ბოლოს: საკალათბურთო კლუბებს და ბავშვთა საკალათბურთო სკოლებსმოვუწოდებთ გამოიჩინოთ გონიერება და პასუხისმგებლობა, პატივი სცენ ფიბასოფიციალურ შეტყობინებას, პატივი სცენ საქართველოს პარლამენტის სპორტისა დაახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს და აირჩიონ არა ბოიკოტის, არამედკონსტრუქციულობის გზა ქართული კალათბურთის საკეთილდღეოდ.
დამსწრეთ დაურიგდათ ფიბა-ს განცხადებაში აღნიშნული დოკუმენტი და მისი ქართული თარგმანი
ამ დოკუმენტით სარგებლობის გაადვილების მიზნით, იგი დაყოფილია ოთხ ძირითად ნაწილად:
1) სტრუქტურირება
თქვენი ორგანიზაციის წესდების შემუშავებიდან ფინანსურ მართვამდე, ეს ნაწილი გთავაზობთ ყველა სახის ზოგად ინფორმაციას სწორი გზით ჩამოყალიბებისა და საქმიანობის დაწყების, სტრატეგიული დაგეგვმის, ახალი საკალათბურთო ობიექტების შექმნის საკითხებზე.
2) შენება
პირველ ნაწილში მითითებულის მიხედვით თქვენი ორგანიზაციის შექმნის შემდეგ, ამ ნაწილში მოცემულია, თუ როგორ უნდა განვითარდეს კალათბურთი თქვენს ქვეყანაში – დაწყებული მინიკალათბურთიდან და დამთავრებული ეროვნული პროგრამებითა და მათში ასახული სამედიცინო გამოწვევებით. ეს ნაწილი სასარგებლო რჩევებს გთავაზობთ ამ საკითხებზე.
3) თამაში
თქვენ უკვე ჩაუყარეთ საფუძველი საქმიანობებს და ახლა განვითრების გზაზე ხართ. ამიტომ, მოდი ვითამაშოთ! ახლა თქვენ სათამაშო მოედანზე იმყოფებით, შეგიძლიათ მიიღოთ ცოდნა შეჯიბრებების, სკაუტინგის, სამწვრთნელო საქმიანობის შესახებ და მრავალი სხვა რამ, რადგან, კალათბურთი არის თამაში, სიამოვნების მიღება ამ თამაშით.
4) პრომოცია
ის, რაც ყველას გვსურს რომ გავაკეთოთ, არის თამაში. ამის მისაღწევად საჭიროა გარკვეული ცოდნა სპორტული მარკეტინგის სწორად წარმართვაში. ეს ნაწილი გვთავაზობს რჩევებს, თუ როგორ გავზარდოთ ჩვენი შემოსავლები “ბურთის გორაობით”.
ჩვენი მიზანი არ არის, რომ შევქმნათ რაღაც არასაინტერესო, მოსაბეზრებელი სახელმძღვანელო, რომელსაც თაროზე შემოდებით მტვერი დაედება. თუ გაქვთ რაიმე შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებაც საჭიროდ მიგაჩნიათ, ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდით. ეს დოკუმენტი გთავაზობთ მეგობრულ რჩევებს, რომლებიც თქვენ დამხმარე ინსტრუქციების სახით შეგიძლიათ გამოიყნოთ ყოველდღიურ მუშაობაში. ამიტომ, ისარგებლეთ ამ სახელმძღვანელოთი თქვენთან არსებულ გარემოზე მისადაგებით და ახალ დონეზე გადაიყვანეთ თქვენი ორგანიზაცია, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხალისით გააკეთეთ ეს!
ზორან რადოვიჩი
ფიბას-ს განვითარების მენეჯერი
31 ოქტომბერი. ჟენევა. პატრიკ ბაუმანი, ბესიკ ლიპარტელიანი და მერაბ რატიშვილი
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი