ფაჩულია კლივლენდთან სამმაგ დუბლს მიუახლოვდა, საჯარიმოებში კი ნბა-ში საუკეთესოა
ზაზა ფაჩულიას სამმაგ დუბლამდე 3 პასი და 1 მოხსნა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა შთამბეჭდავად ითამაშა დღეს, გამთენიისას, მილუოკიში გამართულ მატჩში, სადაც “ბაქსმა” 109:104 დაამარცხა “კლივლენდ კავალიერსი”.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი გაატარა. მილუოკელთა ძირითადი ცენტრი, რომელსაც გასულ სამივე მატჩში ფაჩულიამ აშკარად აჯობა, განაცხადში არ ყოფილა. ლარი სანდერსი იმ გამოძიებაშია გარეული, რომელსაც პოლიცია ერთ-ერთ ბარში მომხდარი ჩხუბის გამო აწარმოებს.
ფაჩულიამ კვლავ შესაშური მიზანი გამოავლინა და კვლავ ჩააგდო 10-დან 10 საჯარიმო. ეს მან უკვე მეორედ მოახერხა მიმდინარე სეზონში: 1 ნოემბერს, ბოსტონშიც ჩააგდო ზაზამ 10-დან 10 საჯარიმო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ამ კატეგორიაში ნბა-ში საუკეთესოა. ქართველ ცენტრს მიმდინარე სეზონში საჯარიმო არ აუცილებია. 4 მატჩში მან მთლიანობაში 21-დან 21 სროლა გამოიყენა.
ხსენებულ 10 ქულასთან ერთად ზაზამ 4 ქულაც მოიპოვა, რასაც 4 თამაშიდან განხორციელებული ტყორცნა დააჭირვა. 14 ქულასთან ერთად მის ანგარიშზე 9 მოხსნა და 7 პასიც დაგროვდა, რითაც მან უდიდესი დახმარება გაუწია “მილუოკის”, რომელმაც მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი მოიგო.
მილუოკელთაგან საუკეთესოდ ოჯეი მაიო იქნა აღიარებული, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო. 23 ქულით შეეწია “ირმებს” გარი ნილი.
მომდევნო მატჩი კვლავ მილუოკიში გაიმართება, რომელშიც ფაჩულიას გუნდი დირკ ნოვიცკის “დალასს” უმასპინძლებს.
GBF.GE